Mar 28, 2009

კარგი მაგრამ არასტაბილური


Last news - ელენე მეათე ადგილზე გავიდა საბოლო ჩათვლაში! გასული წლის შედეგთან შედარებით ძალიან კარგი შედეგია!

დღეს მინდა დავწერო ქართველ ფიგურულ მოციგურავე - ელენე გედევანიშვილზე. ალბათ იცით რომ ამჟამად მსოფლიოს ჩემპიონატი ტარდება ფიგურულს სრიალში და მეც დიდი ყურადღებით ვადევნებ თვალს ჩვენი გოგო - ელენეს მიღწევებს. ამ წელს ევროპის ჩემპიონატზე მან სრული ფიასკო განიცადა, კვალიფიკაციაც კი ვერ გაიარა სამაგიეროდ მსოფლიო ჩემპიონატზე კვალიფიკაციის შემდეგ მერვე ადგილზეა რაც ძალიან მახარებს.

ელენე რომ უნიჭო სპორტსმენი იყოს ნამდვილად არ განვიცდიდი მის ჩავარდნებს ასე ძალიან, მაგრამ ფაქტია ისაა რომ ის ძალიანაც რომ ნიჭიერია, მაგრამ ერთი დიდი პრობლემა აქვს - არასტაბილურობა! მისი მოღვაწეობას თუ გრაფიკულად წარმოვიდგენთ მივიღებთ ზიგზაგს საშინლად დიდი განსვლით უკიდურეს წერილებს შორის.

ხოდა ვფიქრობდი ამ ყველაფერზე და მიზეზს ვერ ვხდები მისი არასტაბილურობის. ერთი ფაქტია რომ რუსეთში როცა იყო მისი მიღწევები ბევრად კარგი იყო. ახლა რაც ამერიკაში გადავიდა არ ვიცი რა დაემართა. გარემოს ვერ ეგუება? მწვრთნელს თუ რა ხდება ნეტა?

ესეც ელენეს მოკლე პროგრამა რომლის შემდეგაც მან მერვე ადგილი დაიკავა საკვალიფიკაციო სიაში.



9 comments:

Keti said...

დიდი ხანია, ელენეზე არ მსმენია. კარგია, რომ დაწერე ინფო. როცა რუსეთში იყო, მაშინ რომელიღაცა ინტერვიუში ამბობდა, რომ მწვრთნელით კმაყოფილი იყო... ვინ იცის, რა ხდება. ახლა საუკეთესო ასაკი აქვს და იმედია, არასტაბილურობის გამო არ გამოტოვებს წარმატების მიღწევის შანსებს.

Katten försvann said...

რუსეთში კი იყო კმაყოფილი მაგრამ აღარაა რუსეთში კაი ხანია.

Sophie Golden said...

ელენე მართლა ნიჭიერი გოგოა, მაგრამ რაც მე მაგის ბოლო სურათები ვნახე... ტატიანა ტარასოვა მსოფლიოში უძლიერესი მწვრთნელია და ვერცერთი ამერიკელი ვერ შეედრება, ამიტომ ცუდია, რომ აიძულეს ელენე და შტატებში გადაიყვანეს :(

Katten försvann said...

Sophie Golden - რა სურათები ნახე?
ტარასოვა მართლა ძლიერი მწვრთნელია.დროებით იყო ელენესთან, მისი ოფიციალური მწვრთნელი არასდროს ყოფილა როგორც ვიცი.

Sophie Golden said...

პატარა მეძავივით გამოიყურებოდა :( ხოდა გული დამწყდა. მართალი ხარ, ტარასოვა არ ყოფილა მისი ოფიციალური მწვრთნელი, მაგრამ შტატებში რას გააქციეს, ვერ ვხვდები, მთელი მსოფლიო რუს ფიგურისტებს ექაჩება თავისთან და იგივე ტარასოვა ყველა ცნობილი მოციგურავის მწვრთნელი თუ არა, "მრჩეველი" მაინც იყო ხოლმე. პოლიტიკა ხშირად იწირავს ელენესნაირ ნიჭიერ გოგოებს და ბიჭებსაც :(

Katten försvann said...

Sophie Golden - უი რას ამბობ? :(
არ მინახავს ეგ სურათები და სიმაღტლე რომ ვთქვა არ მინდა ნახვა, რომ რაღაც იდეალი არ დამენგრეს.

დეპორტაცია გაუკეთეს :( წესრიგში არ ქონდა საბუთებიო. 2006 წელს. სხათაშორის მეც მაგ წელსვე წამოვედი რუსეთიდან ყველაფერი წესრიგში კი მქონდა მაგრამ იმდენად ცუდი სიტუაცია იყო არ შეიძლებოდა იქ დარჩენა. სახიფათოც კი იყო. უნივერსიტეტში ახლაც კი აკადემიური მაქვს :D :D hehee

Khatia said...

ძალიან მომეწონა მიში შესრულება. გუშინ იყო მგონი ღამე არა? ვუყურებდი და შუაში მომბეზრდა და დასაძინებლად წავედი. ალბათ მაგიტო გამომრჩა. მე კანადის და კორეის შესრულებასაც ვუყურე და მომეჩვენა, რომ ჩვენი გოგო სულაც არ ჩამორჩებოდათ. ძაან სწრაფად დასრიალებს და ძაან მაღლა ხტებოდა ... კუჩხი ბედნიერივით :) ყოჩაღ! რატო მერვე? :/

Katten försvann said...

Khatia - კაი ახლა :)
ვისაც გინდა იმას შეადარე მაგრამ კორეელ Yu-Na Kim ნუ შეადარებ და გინდაც იაპონელ ასადას.
კაროლინა კოსტნერს შეადარე, ერთი სტილის მოციგურავეები არიან :)

Katten försvann said...

Yu-Na Kim -ის მოკლე პროგრამა ვისაც გაინტერესებთ :)
http://www.youtube.com/watch?v=o3qaPtr5Re0