Mar 27, 2009

ჩემი საოცნებო რომი - დღე პირველი

ესეც ესე, აი დავისვენე ცოტა და შევუდექი პოსტს წერას. როგორც წინა პოსტში ავღნიშნე მთელი კვირა გავატარე რომში. ჩვენი არდადეგები დაიწყო გასულ ხუთშაბათს დილის 7 საათზე როცა მსუბუქი საწვიმარი კურტკებით და ზურგჩანთებით დავადექით აეროპორტის გზას. დუსელდორფის გავლით 15:00 სათისათვის უკვე რომში ვიყავით დაფრენილები.

აეროპორტიდან მატარებლთ წავედით რომის ცენტრალურ სადგურამდე - ტერმინი
(მატარებლიდან ახალი გადმოსულები ვიყავით როცა მშობლიურ ენას მოვკარი ყური, ორი ქალბატონი საბრობდა ვიღაც მესამეზე, მაგას გონია ჩვენ აქ მილიონებს ვშოულობთ და სინამდვილეში პურის ფული ვერ გვიშოვიაო), იქიდან ჩვენი სასტუმრო ითხიოდე გაჩერების მოშოროებით იყო, მაგრამ რა მინდოდა მეტროში, ბოლოსდაბოლოს ჩემ საოცნებო რომში ვიყავით! ამიტომ გზა სადგურიდან სასტუმრომდე ფეხით გავიარეთ - დაახლოებით 20 წუთი :) მიყვარს ფეხით სიარული, განსაკუთრებით უცხო ადგილას და განსაკუთრებით კი თუ ყოველ ფეხის ნაბიჯზე გემრიელ ნაყინებს ყიდიან.

როგორც იქნა მივაღწიეთ სასტუმრომდე, რომლის მიმღებშიც დაგვხვდა ერთი ქალბატონი ძლიან მწირი ინგლისურით (მერე როგორც აღმოჩნდა, ძირითადად არ იცოდნენ ინგლისური ამიტომ ჩემი ქმარი იმ იტალიურს იყენებდა რაც იცოდა და მე კი გზადაგზა ვსწავლობდი :ჵ ). ქალბატონმა ძლივს წაიკთხა ჩვენი რეზერვის დამადასტურებელი ფურცელი და ბოლოსდაბოლოს დაგვაბინავა ჩვენს ოთახში.

ხედი სასტუმროდან რე დი რომას მოედანზე


ცოტა ხანი დასვენებისა და დუშის შემდეგ წავედით სასეირნოდ... რომის ვიწრო ქუჩებით ისე მოვახერხე რომ კოლიზეუმამდე მივედით.


ჩემი რექცია იყო ააააააა!!!! აი მეც მოვედი! კოლიზეუმი არის რომის სიმბოლო ჩემთვის!

კოლიზეუმს გარშემო ვუარეთ :ჵ , რომის ფორუმის გარშემოც გავისეირნეთ და მივხვდით რომ გვშია.... აქ მთავრდება დღე პირველი :)

20 comments:

utvino said...

ააააააააა ა ააააააა ა ა ა ა ა ა ა ა ააააააააააა
სხვა რა რეაქცია უნდა მქონდეს?
შენ გააგრძელე და ჩემი კომენტები ვ სწილე "ააააა" გაგრძელდება : )))

ჩორვენი¹³ said...

au romma martla gaamartla chemi molodinebi evropazze, kolizeumtan 10 cuti ar vsuntqavdi ise italiuri nayini uuumagresia momiindaaaaaaaa

Katten försvann said...

utvino - მეც მასე ვიყავი
ააააააააააააააააა :D

Katten försvann said...

ჩორვენი¹³ - შენც გყვარებია ნაყინი და გემოც გცოდნია კაი ნაყინის!
ახლა მითარი, სხვა ადგილას რატომ არაკეთებენ ასეთ გემრიელ ნაყინებს? :ჵ

ერთი სახეობა იყო ფლორენციული "რაღაც" - ნაყინი იყო. ისეეეეთიიიი გემრიელიიიიიიი ვაიმეეეეეეე... გამაჟრიალა :D

ჩორვენი¹³ said...

me miyvarda fistashkis da kidev ragac gamxmari xilikoebit damavicyda ra qviat

ara eget nayins versad aketeben mara magis shemdeg miyvars tuqruli nayini :D da bolos rusuli :D mara eg udavod pirvelia <3

Katten försvann said...

ჩორვენი¹³ თურქული არ გამისინჯავს, რუსული მხოლოდ პლომბირი მიყვარს, მაგრამ იტალიურ მრავალფერონებასთაბ ახლოსაც ვერ მიდიან :)

გამხმარ ხილიანი მეც გავსინჯე. რაღაც ოქროფერი და მოწითალო ხილები ეყარა :)
იცი რა მევასა, გამყიდველი თუ ბიჭია და ცოტას თუ გაეპრანჟები დიიდ პორციას დებს ვაფლის ჭიქაში :ჵ :ჵ

iasamani said...

ნაყინებიიიიიიი
5 წლის წინ ვატიკანის პირდაპაირ აკეტებდნენ მსოფლიოში უგემრიელეს ნაყინებს, ახლაც ნერწყვი მადგება რომ მახსენდება )))
ხო, ძირითადად ფრანგული და ესპანური იციან (ნუ ესპანურს იტალიელისთვის არც უნდა ცოდნა)

ნიამ
მსოფლიოში ყველაზე მაგარი ნაყინი იტალიაში კეთდება )))
ოღონდ მთავარია ისეთ ადგილას არ იყიდო, სადაც ძაან ბევრი ტურისტია, თორემ შაქრიანი ყინული შეგრჩება ბოლოს ხელში )))

Katten försvann said...

iasamani არ შეგრჩება. დღეში რამდენ ჭიქას ვყიდულობდი ვერ გეტყვი და ერთიც არ შემრჩენია ყინული :)ხილის ნაყინები არის მოყინულო, მაგამ მაგენი მასეც უნდა იყვნენ:) უბრალოდ წონაში შეიძლება წაიხალტურონ, ანუ მცირე რაოდენობა ჩადონ ჭიქაში :)

Keti said...

ვაი, რა მაგარია და ახლა აქ ნაყინებზეც საუბრობთ თურმე. შემიბრალეთ! :დ

Katten försvann said...

Keti გიბრალებთ და გთავაზობთ ერთ პორცია ნაღების ნაყინს :ჵ

nati kuda said...

რა მაგარია, სიამოვნებით დავიკარგებოდი რომის ვიწრო ქუჩებში.. და გავსკდებოდი ნაყინით..

Keti said...

Katten ,
:))

Sophie Golden said...

მე თვითონ მოგზაურობაზე გამაჟრიალა :ლოლ: ნაყინზეც, მაგრამ იტალია საჩემო ქვეყანა არაა ;) :D :D
ველოდები გაგრძელებას მოგზაურობაზე, ხალხზე და პიცაზე, რაც მთავარია!

Katten försvann said...

Sophie Golden - რომელი ქვეყანაა საშენო ? :)
იტალია საცხოვრებლად არაა საჩემო. სურვილი არ მაქვს არანაირად იქ ცხოვრების. ძალიან გვგვანან :D

Katten försvann said...

nati kuda - დაკარგვა არაა კაი აზრი, დავწერ ამაზე პოსტს :ჵ

Sophie Golden said...

საჩემოა სკანდინავია, მაგალითად, გერმანია, ჰოლანდია - სადაც ცივა, ნაკლებს ლაპარაკობენ და ბევრს მუშაობენ.

Katten försvann said...

Sophie Golden - hahaaa, მეც მაგ მიზეზის გამო მიყვარს აქაურობა. თუმცა ნაკლებს ლაპარაკობენო ვერ იტყვი, უბრალოდ ნაკლებად ხმაურიანები არიან და იციან როდის ილაპარაკონ და როდის იმუშაონ :)

clic said...

Don't undersand a word but came here looking for the pictures of Rome! Great ones! :)

Katten försvann said...

clic - hahaa, I can not understand a word from your posts too, but I like the pictures and your blog!

Sometime one image tells more then a single word!

clic said...

Agree, again! :)