Mar 24, 2009

ღმერთი და ადამიანი

რა უცნაური არსებები ვართ ადამიანები ყოველ დღე უფრო და უფრო მეტ უცნაურობას და საოცრებას ვხედავ ჩვენში. ახლაც ერთი ამბავი მინდა მოვყვე რომელმაც ძალიან დამაფიქრა და რომელიც ჩვეულებრივ ადამიანსა და ღმერთს ეხება.

ხანდახან როცა რამე ძლიან გვინდა ღმერთს ვთხოვთ სამაგიეროდ კი რამის გაკეთებას აღვუთქვავთ. ზოგი ცხვრის დაკვლას პირდება, ზოგი მამლის, ზოგიც ფული შეწირვას, მაგრამ ის რაც ჩემმა დამ გააკეთა ძალიან გამიკვირდა - ღმერთს თავისი ოქროს გულსაბამი შეუთქვა (რატომ მაგას არ აქვს მნიშვნელობა და არ ვწერ). მე გავოცდი და ვუთხარი კიდეც: კი მაგრამ რად უნდა ღმერთს ოქროს გულსაკიდი? მაგას არ გერჩივნა მათხოვრები დაგეპურებინა ერთი დღით ან რაიმე მსგავსი სასიკეთო საქმე გაგეთებინა? ნუ ჩემმა დამ თავი იმით იმართლა რომ უცბად მეტი ვერაფერი მოვიფიქრეო.

პოსტის აზრი იმაში მდგომარეობს და ის მინდა გკითხოთ, რას ფიქრობთ ვის უნდა ჩვეულებრივი მორწმუნე დამიანისაგან მატერიალური ნივთები? დავიჯერო ღმერთს?
რას ფიქრობთ ამ თემასთან დაკავშირებით?

8 comments:

Sophie Golden said...

სიმართლე გითხრა, მე ასეთ რაღაცებზე არ ვფიქრობ :| ნივთების "ჩათქმა" ცოტა სასაცილოა, მაგრამ რადგან შენმა დამ ასე იგრძნო, მისი საქმეა და ალბათ ასე უნდოდა.

ჩორვენი¹³ said...

isa mtavari is araa ra shepirda da ragac, vafshe eg gmertistvis shepireba cota isaa ra ragac mara mtavari isaa rac zvirfasia imas rom tmob ....

პერწკლი said...

სიმართლე გითხრა ჩემ გარშემო ამ ბოლო დროს ისე და იმდენს ლაპრაკობენ ღმერთზე რომ აქ პოსტის დანახვამაც კი ცუდად გამხადა :))))

hexe said...

მე როცა ღმერთს რამეს ვთხოვ
სანაცვლოდ ვპირდები რომ კარგად მოვიქცევი :D ბავშვურია , მაგრამ გულწრფელი :D

ხო რაც შეეხება ოქროს გულსაბნევს

ჰმ
მათხოვრების დაპურება აშკარად ჯობია

Keti said...

რა თქმა უნდა, არ სჭირდება და ძალიან მაკვირვებს, როცა ადამიანები ასე იქცევიან.
განსაკუთრებით, როცა უმწეო არსებებს "აკისრებენ" "დიდ მისიას".
ძალიან მებრალებიან ეს შეწირული ცხოველები თან, განა ეს ცოდვა აღარ არის?

დადებული პირობების შესრულება ცოტა ისე ჟღერს, სჯობს პირობის დაუდებლად ვიქცეოდეთ პირობების შესაბამისად – ანუ, სიკეთის ჩადენის მოთხოვნილება ბუნებრივად გვქონდეს და არა შიშის გამო.

Katten försvann said...

Sophie Golden - მეც მანდ ვარ, ანუ რატომ ?

ჩორვენი¹³ - გეთანხმები, რაც ძვირფასია იმას რომ თმობ მთავარი ეგაა ამ შემთხვევაში, მაგრამ...

hexe - მგონი მე არაფერს არ ვპირდები. უბრალოდ ვთხოვ დამეხმარე თქო.

Keti თან კი და თან არა. იცი როგორაა , აი ღაღაც რომ გიჭირს ადამიანს მაშინ ხდება ასე, და ზოგადად სიკეთის ჩადენასთან ნაკლებადაა კავშირი.. ანუ რაღაც სასოცარკვეთილების მომენტია

Keti said...

ყოველთვის რომ არ არის სასოწარკვეთილება? ნუ, რა ვიცი. როცა ასე, მხოლოდ დამკვირვებლად მყოფი ვაფასებ, არ მომწონს.

Katten försvann said...

Keti მგონია რომ ასეთ რამეს რომ აკეთებ მაინც რაღაცნაირად სასოწარკვეთილი ხარ ადამიანი, იმდენად სასოწარკვეთილი რომ ღმერთთან გარიგებაზე მიდიხარ.