Mar 11, 2009

თვითმკვლელობის "ვირუსი"

ძალიან გაოცებული დავრჩი როცა ერთ ერთი შვედურ-ბრიტანული გამოკვლევის შედეგები წავიკითხე. გამოკვლევა ეხებოდა თვითმკვლელობას. კვლევის მიხედვით თუ დაწესებულებაში ერთ ერთი თანამშრომელი იკლავს თავს მაშინ დიდი შანსია რომ სხვა მამაკაცი კოლეგაც იგივეს გააკეთეს.

გამოკვლევის შედეგები დაფუძნებულია სხვადასხვა კველევებზე და მონაცემებზე და მათ შორის სტატიტიკის დეპარტამენტის მონაცემებზე თვითმკვლელობი დონე სტოკჰოლმში 1991 -1999. მკვლევარების აზრით იგივე ეფექტი მოქმედებს თუ ოჯახის ერთ ერთი წევრი იკლავს თავს (ის ფილმი გაგახსენდა ხო ? დები რომ იკლავენ თავს) და ეხება როგორც მამაკაცებს ასევე ქალებს.

ვიცი რა პრინციპით ხდება ჯგუფური თვითმკვლელობა, ინდივიდუალური თვითმკვლელობა, მაგრამ ეს თვითმკვლელობის ვირუსი რაღაც ახალია. ხოდა მოდით ვიმსჯელოთ პრობლემაზე და გამოვთქვათ ჩვენი ჰიპოთეზები - რატომ ხდება ასე?

15 comments:

Sophie Golden said...

ჩემი ერთი ბოროტული ჰიპოთეზა ასეთია, როცა ერთი იკლავს თავს, მეორეს შურს, დაისვენა იმ კაცმა, მე კიდევ ისევ პრობლემებში ვიხრჩობი - ბუზღუნა ცოლი, ჭყიპინა ბავშვები, გადასახადები... "იქ" კიდევ არაფერი მსგავსი არ დახვდება, as far as he knows ;)

iasamani said...

ეგ მგონი ისეთი პონტია, ახლოდან ხედავ ამ ”შემთხვევას” რომელზეც მანამდე მარტო გადმოცემით იცოდი და ხედავ რომ აი იმან გააკეთა რა დაუშავდა მამენტ მაგითი, მოდი მეც ვცდი :D
ცნობისმოყვარეობა ალბათ
ყველაფერში ეგრე არიან ადამიანები
”შემწვარი გველი გაქვს გასინჯული? რახან გასინჯე და ჭამ ალბატ არაა ცუდი, მოდი მეც გავსინჯავ”
ანუ რაც უფრო ახლოს ხარ მოვლენასთან მით უფრო გეზრდება ცნობისმოყვარეობა და მით უფრო ხვდები რომ ამ ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება ძალიან მარტივად შეგიძლია ))

ალბათ

Katten försvann said...

"Sophie Golden" ფიქრობ რომ ადამიანი რომელსაც საერთოდ სჯერავს ”იქ რაღაცის არ არსებობის” თეორია თავს მოიკლავს?

Keti said...

ცნობისმოყვარეობა არ მგონია, უფრო ასე:
ალბათ ყოველ მეორე ადამიანს ერთხელ მაინც უფიქრია "რა იქნება აღარ ვიყოს" მსგავსი რამ:)თვითმკვლელობას კი გაბედვა სჭირდება. არ ვგულისხმობ "ეფექტის" მოხდენის მიზნით დადგმულ მცდელობებს გადარჩენის დიდი შანსის დატოვებით:) ჰო, ასეთი ადამიანებიც ბევრნი არიან.
და,
როცა ერთ სივრცეში, ვთქვათ დაწესებულებაში, ასეთი რამ ხდება... ფაქტია, ამბავი სკდება (წარმოვიდგინე ჩემი სამსახური – აქ დიდი "მოვლენა" იქნებოდა თითქმის ერთთვიანი საუბრებით) და ზემოქმედებს ყველაზე – ზოგისთვის შოკისმომგვრელიც შეიძლება იყოს. მოკლედ, სხვადახვა ემოციები.
და თუ ამ სივრცეში, ვინმეს უკვე ჰქონდა თავში მსგავსი ფიქრები და ვერ ბედავდა... ის ხედავს რეალურ მაგალითს, უმძაფრდება საკუთარი დეპრესიული განცდები და ყველაზე ცუდი – ემატება გამბედაობაც – "იმან თუ შეძლო..."

Keti said...

მამაკაცებზე რატომ არის აქცენტი?

daliela said...

მეც მიფიქრია ახლა ეს დანა რომ ავიღო და მუცელში გავიყარო რა იქნება მეთქი??? მაგრამ ვერ გამიბედავს..
ჯგუფური ალბათ წიპა ასეთი პონტია: რახან იმან გააკეთა აბა მეც ვცდიო:)
ლოოლ მე

Katten försvann said...

Keti - კაი შეკითხვაა. სტატისტიკურად გამოითვალეს ეგ შედეგი რომ მამაკაცი უფრო ხშირად ავადდდება მაგ თვითმკვლელობის ვირუსით ვიდრე ქალი და ამიტომ გამოყვეს კაცები რისკ ჯგუფში.
ისე ზოგადად რომ გადახედო თვითმკვლელობის მცდელობა ქალებში უფრო მეტია ვიდრე კაცებში , მაგრა წარმატებით ანუ სიკვდილით კაცებში უფრო ხშირად სრულდება ვიდრე ქალებში.

daliela - რა იქნება და გეტკინება და მაგრად, ასე რომ არ ღირს მოსიჯვა. მომინდომე რა შენც ხარაკირი.

ქეთი- მეც გამბედაობაზე ვფიქრობ სხვათაშორის.

Keti said...

კაცი, უმეტესად უფრო მყარია გადაწყვეტილებებში და უფრო მამაცი.
ის "ისე" მოიკლავს თავს, რომ გადარჩენის შანსს არ დაიტოვებს. ალბათ.
ქალი ნაკლებად გამბედავია, თან ყოველთვის სჯერა, რომ გადაარჩენენ:)
ესეც ალბათ.

კიდევ ქალს თუ შვილები ჰყავს ესეც ეხმარება, ემოციურად რაღაც უფრო მიჯაჭვულია ბევრ რამეზე.. კაცები უფრო მასშტაბურად აღიქვამენ მოვლენებს.

არ ვიცი, დაკავშირება შეიძლება თუ არა, მაგრამ სადღაც წავიკითხე, ახალშობილებშიც სტატისტიკით – ბიჭები მეტი იბადებიან, ვიდრე გოგოები, მაგრამ ჩვილობაში ბიჭებში მეტია სიკვდილიანობა..

Nikoloz said...

როცა ერთი იკლავს თავს, მეორეს შურს

შენ გშურს ან ოდესმე გშურდა? რატომ ფიქრობ ასე მაგალითი გაქვს ნანახი?

Katten försvann said...

Keti - ქალი ხანდახან საჩვენებლად აკეთებს ამას, ვინმეს დასაშინებლად. მე მყვადა ნაცნობი რომელიც წელიწადში რამოდენიმეჯერ იჭრიდა ვენებს პრიტვით, ისე რომ ვენამდე ვერასდროს ჩადიოდა და ისე რომ ქმარი ყოველთვის უსწერებდა ხოლმე. ნუ დასკვნა შენ გამოიტანე ახლა იმას რა უნდოდა.

მიჯაჭვულობაც სხვაა, რაც არ უნდა სუსტი სქესი ვუძახოტ ქალს ფატია რომ ემოციურად უფრო ძლიერი გამოდის ვიდრე მამაკაცი, გინდაც იმიტომ რომ ქალს შეუძლია დაცლა , ტირილი და ა.შ. კაცები კი ცოტა სხვანაირად არიან აწყობილნი. (ამიტომაცაა რომ საშუალოდ ქალები უფრო დიდხანს ცხოვრობენ ვიდრე კაცები და ინფაქტის მაჩვენებელი კაცებში მაღალია)

Katten försvann said...

Nikoloz - შურზე ვინ დაწერა ? :)

Keti said...

კი, გეთანხმები.

No Dar 7th said...

Katten försvann

ჩემი აზრით ეგეთი უფრო მოიკლავს თავს ვისც next life –ის ჯერავს, მიდის აქედან იმ იმედით რომ იქ უკეთესი დახვდება. ვინც რელიგიურია ის იმ იმედით მიდის რომ ღმერთი შეუნდობს და ჯოჯოხეთში მაინც არ მოხვდება და აქაურობას გაეცლება..

რაც შეეხება ჯგუფურ მკვლელობებს ეგეთები მეც გამიგია, რამოდენიმე ხნის წინ დოკუმენტურ ფილმს ვუყურე თინეიჯერებზე რომლებიც რომელიღაცა საიტის მეშვეობით უკავშირდებოდნენ ერთმანეთს და ეხმარებოდნენ როგორ მოეკლათ თავი.. მანდ რაც ყველაზე ძალიან გამიკვირდა ერთმა 12 წლის ბავშმა ვინც მოიკლა მამამისმა მერე იპოვა მაგის ლოგები ვისაც ელაპარაკებოდა და დაუკავშირდა იმათ მშობლებს რომ თქვენი შვილიც თავის მოკვლას აპირებსო, იმათმა კი მოიგცლიაო და დაცინეს და მერე იმათმა შვილმაც მოიკლა თავი.. მაგრა ზრუნავენ შვილებზე..

hexe said...

"ჩემი ერთი ბოროტული ჰიპოთეზა ასეთია, როცა ერთი იკლავს თავს, მეორეს შურს, დაისვენა იმ კაცმა, მე კიდევ ისევ პრობლემებში ვიხრჩობი "

მარტო ეგ კი არ შურს
ისიც შურს რომ იმ თვითმკვლელის გარშემო ამხელა ამბავი აგორდა,. ყველა დაინტერესდა მისით ,შეიძლება ტელევიიზითაც გააშუქეს ეს ამბავი, გაზეთებში დაწერეს, მოკლედ ეს თვითმკვლელი უსაზღვროდ პოპულარული გახდა და სხვასაც მოუნდა მისი პოპულარულობა.
სადღაც წავიკითხე, რომ ადამიანების უმრავლესობას სიამოვნებას ანიჭებს საკუთარი სიკვდილის წარმოდგენა
ანუ ისე თუ როგორ შეიკრიბება ხალხი, როგორ იტირებს მას, როგორ დააკლდება ის ყველას და ა.შ.

მოკლედ ყველაფერი პიარია.

ხოდა კიდე მიმბაძველობის სურვილი დიდია ადამიანში,.

Sophie Golden said...

ჰეჰ! შურზე მე დავწერე, ნიკოლოზ. მე არავინ მინახავს, სიმართლე გითხრა, ჯგუფური თვითმკვლელობაც კინოში მაქვს ნანახი... ის ჩემი ჰიპოთეზა იყო და ავხსენი კიდეც, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი. როცა ადამიანს ერთი გადაუტრიალდება თავში და რაღაცას გადაწყვეტს, რატომ გგონია, რომ არ შეიძლება შურის გამო მოიკლას თავი?
კატენ, როცა ადამიანს სჯერა "იმის იქით რაღაცის", ის თავს არ მოიკლავს, ბუნებრივია, თუ suicide bomber არ არის ;)