Mar 10, 2009

კიდევ ერთი ენა

ამ სემესტრში ვრჩები ინგლისურს და შვედურს ხოდა ახლა ვზივარ და ვფიქრობ შემოდგომიდან რა ენა დავიწყო. ეგ ვიცი რომ რომელიმე აზიური ენა მინდა იაპონური, ჩინური ან კორეული. (ირანული და სპარსული არაფრით, აქ იმდენნი არიან ეგენი რომ კონკურენციას მაინც ვერ გავუწევ ენის ცოდნაში :D ) რომელი ენა ავირჩიო?! არჩევანი უნდა გავაკეთო აპრილამდე რომ მოვასწრო აპლიკაციის გაგზავნა.

თქვენ რომელ ენას ისწავლიდით ამ სამიდან და რაც მთავარია დამისაბუთეთ რატომ :)

p.s. თითიეული ენა რას წარმოადგენს ვიცი, მაგრამ სხვისგანაც მაინტერესებს ამ ენებთან დაკავშირებით აზრის მოსმენა.

15 comments:

iasamani said...

იაპონური
უფრო მარტივია :უსერ:

Katten försvann said...

რა აქვს უფრო ადვილი ვიდრე დანარჩენ ორს?

ჩორვენი¹³ said...

mec iaponurs vucher mxars!
jer marto kulturis gamo merec mevaseba ragacnairad iapoia miuxedavad imisa rom mxolos mciri info maqvs xelovnebatmcodneobidan mainc!
sxva kritewriumi ar vici ar momafiqrda

OTO said...

ჩინური ისწავლე ძალიან სწრაფად მრავლდებიან გამოგადგება : D D D

Dv0rsky said...

იაპონური - კულტურის და ტრადიციების გამო.
ჩინური უფრო აქტუალურია, მაგრამ იაპონური მაინც უფრო მაგარი ენაა :)

Sweet Baby Girl said...

მე იაპონურს ვისწავლიდი და ზუსტად ვიცი რატომ: რომ ანიმეს ვუყურო სუბტიტრების გარეშე...

CheshireCat said...

მეც იაპონურს ვისწავლიდი. უბრალოდ ძალიან მომწონს ეგ ხალხი )))

Tamara said...

OTO - გამრავლების გარდა კიდე რატომ შეიძება დამიანმა ისწავლოს ჩინური?

არ ვიცი საიდან გამომდინარე ფიქრობთ რომ იაპონიას უფრო მეტი კულტურა და ტრადიცია აქვთ ვიდრე ჩინელებს და პირიქით. დიდი ხნის განმავლობაში იაპონია ასე ვთქვათ ჩაკეტილი იყო უცხო თვალისათვის , და ასე მგონია ასეთი ბუმი ამ ქვეყნის მიმართ რაღაც უცხო ხილის ეფექტს გავს :)

hexe said...

მაგ სამიდან არც ერთს
მაგრამ თუ ერთ-ერთი მაინც
მაშინ ჩინურს
ბოლო-ბოლო
ყველაზე მეტი ადამიანი საუბრობს მსოფლიოში ამ ენაზე. :D

LadyCrow said...

ინგლისურს :ლოლ: გერმანისტი ვარ იდეაში,ხოდა ასევე იდეაში არ უნდა გამიჭირდეს ინგლისურის სწავლა, იმიტომ, რომ გერმანულს საშინელი გრამატიკა აქვს და ინგლისური ძალიან ლაითია იმასთან შედარებით..:დ მაგრამ მომკალით და ვერ ვიტან ინგლისურად წერა-კითხვას :მო:

Katten försvann said...

LadyCrow - იგლისური არიც ჩემი ტკივილი :D :D ამ სემესტრში ჩავაბარებ იმედია გამოდას და სულ მკიდია მართლა ვიცი თუ არ ვიცი :D

hexe - მარტო ხალხზე არაა, ეკონომიკა აქვთ ძალიან განვითარებადი და ევროპა მჭიდრო კავშირშია უკვე მათთან.

Sophie Golden said...

მე კორეულს ვისწავლიდი :P ჩინეთზე და იაპონიაზე მეტ-ნაკლებად ვიცით კიდევ რაღაცები და ამ ქვეყანაზე მგონი - არაფერი. ენაც არ ვიცი, როგორ ჟღერს. ყველა ენას ვისწავლიდი საშუალება და დრო რომ მქონდეს. სპარსულს და არაბულსაც სიამოვნებით და შენ რატომ არ გინდა, Katten?

Katten försvann said...

Sophie Golden -არაბულის ჟღერადობა არ მომწონს საშინლად, თან ვერ ვხედავ ენის პერსპექტივას, ნუ დიდი ხნის მერე როცა მთელი ეკონომიკა აფრიკაში გადაინაცვლებს ჩინეთიდან, მაგ დროისათვის ცოცხალი არ ვიქნები :ჵ :ჵ იგივეს ვიტყვი სპარსულზეც, თუმცა ამ უკანასკნელს ჟღერადობა ცოტა უკეთესი აქვს.

კორეული საკმაოდ ლამაზად ჟღერს და ჩინურისაგან განსხვავეით ბგერების განსხვავება უფრო ადვილია, კიდევ ერთი პლიუსი ამ ენისა ისაა რომ იყენებენ ასოებს და არა იეროგლიფებს ( ჩინური და იაპონური.) კორეული ენის პერსპექტივასაც ვერ ვხედავ. :( ნუ ამ შემთხვევაში პრაგმატულად ვიქცევი მაგრამ როცა ასეთ რთულ ენებს ეჭიდება ადამიანი მგონი რაღაც დონეზე საჭიროა პრაგმატიზმი.

lasharela said...

ძველ სანსკირტს მიაწექი... :)

Katten försvann said...

lasharela - რომ გითხრა სანსკრიტი გაიფიქრე თქო დამიჯერებ? :ჵ მაგრამ კურსები არააა აქ უნივერსიტეტში (ჩემდა საბედნიეროდ :D )