Mar 7, 2009

სასურველი ცვლილებების მოლოდინში

არ ვიცი რამდენი ხანი უნდა გაგრძელდეს ასე, ალბათ დროა მივმართო სპეციალისტს. (ბოლოსდაბოლოს ერთხელ მაინც ხომ უნდა გამოვიყენო ჩემი დაზღვევა)

ვიცი რომ როგორც ვიქცევი ცუდია, ვიცი რომ ასე არ შეიძლება მაგრამ შეცვლა არ მინდა თუ არ შემიძილია არ ვიცი. ვიცი რომ უნდა გავერთო და იმის ნაცვლად რომ სახლში ვიჯდე დეპრესირებული და ათას უაზრობას ვაკეთებდე, ჯობია ჩემს ამხანაგებთან ერთად წავიდე აქეთ იქით და გავერთო. მაგრამ... ის რასაც ისინი ეძახიან გართობას არ მიზიდავს, ის რასაც ისისნი აკეთებენ არ მაინტერესებს. რა ვქნა? ვფიქრობდი იქნებ ვინდსერფინგის კლუბში გავწევრიანდეთქო? გავერთობი ცოტას მაგრამ მერე კიდე უარესად მოვიშლები ნერვებზე ასე მგონია.

როდის გამოვა ამინდი რომ დავიწყო სირბილი და გამოვათავისუფლო უარყოფითი ენერგია. დღეები გარბიან მე კი იმის მეტი რომ ყოველ დღე ათასი უაზრობის გამო დაგრუზული ვარ არაფერი მრჩება.

6 comments:

iasamani said...

სანამ სირბილის ამინდები მოვა, ცურვაზე იარე ;)

Katten försvann said...

ცურვა მიყვარს, მაგრამ ბასეინზე იმდენი ხალხიაა...კოშმარ.

Mother Gong said...

ხალხმრავალი ადგილების გეშინია, ჩემი არ იყოს. ვგიჟდები აუზზე და რომ წარმოვიდგენ 29837934ადამიანს, მაჟრიალებს

Katten försvann said...

Mother Gong - კი არ მეშინია არ მიყვარს. ყველაფერს არ ეხება. საცურაო აუზია ერთ ერთი ასეთი ადგილი.

Sophie Golden said...

გაზაფხულია და მესმის შენი განწყობა... ისე გადი ხოლმე გარეთ და ისეირნე, მგონი სასიამოვნო უნდა იყოს (თუ ძაან ცივა???), ივლი, შენს თავთან დარჩები მარტო, იფიქრებ და ძალიან დამშვიდდები, მე ასე ვაკეთებ ხოლმე, დავხეტიალობ მარტო... :)

Katten försvann said...

Sophie Golden - გარეთ ყოველდღე გავდივარ, ელემენტარული კურსებზე ხო დავდივარ. მაგრამ მე სოციალურ სფეროში რომ არ მინდა აქტვიბა მაი მადარდებს :D