Mar 7, 2009

ნაღებიანი ბულკები

შვედეთში არის სპეციალური ფესტივალი რომელსიც ეძღვნება სპეციალურ ნამცხვარს/ბულკს სახელად Semla -ს (სურათი იხილეთ ქვევით)

ეს არის ბულკის სპეციალური სახეობა რომელიც ცხვება სპეციალურად მხოლოდ ზამთრობით და უამრავი საცხობი ეჯიბრება ერთმანეთს საუკეთესო ზემლას სახელის მოპოვებისათვის. ის თუ როგორ კეთდება ზემლა და უფრო მეტიც იხილეთ აქ

მოკლეთ ეს კვირა არის ზემლა ფესტივალის ბოლო კვირა, ხოდა ხალხი და მათ შორის მეც გამალებული ვყიდულობთ ბულკებს. დღესაც ასე მოვიქეცი, ვიყიდე 4 დიდი ზემლა მაგრამ იმის ნაცვლად რომ სახლში მომეტანა ... :P :D

ტრამვაიში ყოფნისას თვალი მოვკარი არხში მოცურავე ორ გედს. ხომ წარმოგიდგენიათ ჩემი გაკვირვება, ქალაქის ცენტრი, უჭუჭყიანესი არხი კვატებით სავსე და ორი ლამაზი თეთრი გედი. ტრამვაიდან სასწრაფოდ ჩამოვედი და გადავეყუდე ხიდზე. ამ გედებს ისეთი საწყალი მშიერი სახე ქონდათ გადავწყვიტე მათი დაპურება ანუ დაზემლება :ჵ:ჵ ხოდა ორ გედს ჩემი ოთხივე ზემლა შევაჭამე, მე კი ფრიად კმაყოფილი წამოვედი სახლში, იმით რომ გედები გამაძღარნი დავტოვე :P

13 comments:

iasamani said...

მომინდა :მო:

Katten försvann said...

რა მოგინდა ზემლა?
არაა ძნელი გასაკეთებლი, ბმულზე შედი ჩემი ამხანაგი მართლა დაწვრილებით წერს როგორ უნდა გააკეთო, თან მაგ გოგო საუკეთესო ნამცხვრებს აცხობს რაც კი აქამდე გამისინჯავს :)

hexe said...

uih uih
me ki megona tramvasihi rom ijeqi
sulma wagzlia
da shen tavad shewame
es otxive zemla :)

kai saqme gagiketebia :)

Katten försvann said...

hexe- araa, magdeni rom ertma kacma shechamos mosasulierebli gaxdeba.

nati kuda said...

არ ვიცოდი გედები ფუნთუშებს თუ ჭამდნენ : )) მართლა : ))

Katten försvann said...

nati kuda -chamen romelia, narebis kremic ki miayoles :D

ჩორვენი¹³ said...

ar sheizleba cxovelebis da frinvelebis eseti arajamrteli da mattvis sheuferebeli sakvebit ganebivreba

martla ....
tumca tu zalian gindoda axla vegaraferi shegacherebda

Katten försvann said...

ჩორვენი¹³ სრულიად გეთანხმები. ვიცი რომ არ შეიძლება და ვინერვიულე კიდეც რამე ხომ არ მოუვიდოდათ ამდენი ნაღების გამო, მაგრამ ისე გემრიელად ჭამდნენ :)

LadyCrow said...

მნიამ..რა გემრიელად გამოიყურება,მომინდა სურათს რომ შევხედე :დ

Katten försvann said...

LadyCrow - ძალიან ადვილი გასაკეთებელია :)

Keti said...

მადისაღმძვრელად გამოიყურება :))

Katten försvann said...

Keti - არის კიდეც გემრიელი. ერთი დიდი მინუსი აქვს ოღონდ - ძალიან კალორიულია :P

likka said...

ალბათ გეტებორგში.. მიუხედავად იმისა, რომ სახელწოდების ძირი გერმანულიდან მოდის, შვედურად სემლა წარმოითქმის (მე რაც გამიგია) :) უგემრიელესი რამეა! <3