Mar 5, 2009

მეგობრები და მათი პარტნიორები

ერმონიასაგან შთაგონებული ვჯდები და ვწერ ერთ პოსტს ზოგადად ჩვენი მეგობრებისა და მათი პარტნიორების შესახებ.

ზოგადად საკითხი ალბათ ასე უნდა დავსვა: მე როგორც მეგობარს მაქვს თუ არა უფლება მივუთითო ჩემს მეგობარს რომ მისი პარტნიორი არის შტერი, პროსტიტუტკა (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით) და კიდევ უარესი ის მხოლოდ იმიტომ სჭირდება რომ გამოიყენოს, თუ უნდა გავჩუმდე და მშვიდად ვუყურო მოვლენების განვითარებას? ვიცი რომ არავინ არ უგდებს სხვის რჩევას ყურს მეც მათ შორის, მაგრამ რომ ვხედავ ადამიანი შეცდომას უშვებს, როგორ არ მივუთითო? თან უბრალოდ გამვლელი კი არა არამედ ჩემი ახლობელი, გინდაც ჩემი ქმრის მეგობრები რომლებიც მართლა კარგი ბიჭები არიან მაგრამ...

ჩემი აწ გარდაცვლილი მასწავლებელი ამბობდა ხოლმე, ყველა ადამიანი თავისი თვითშეფასების მიხედვით იღცევს პარტნიორსო, იგივეა რაც - მაჩვენე შენი პარტნიორი და გეტყვი როგორი თვითშეფასება გაქვს შენ.

მე როგორც რევოლუციონერული (რა ძნელი სიტყვაა ეს ოხერი) სულის ადამიანი, ვერ ვჩუმდები და რასაც ვფიქრობ პირდაპირ ვამბობ, ხშირად გული სტკივათ ხოლმე ჩემი ასეთი პირდაპირობის გამო, მაგრამ მე ვთვლი საჭიროდ მივუთითო შეცდომა (პარანოიდული იდეებით შემოსილი არ გეგონოთ)

თქვენ როგორ იქცევით მსგავს შემთვევაში? მითითება სჯობია თუ იგნორირება?

16 comments:

daliela said...

მე მივუთითებდი ყველა ვარიანტში! იგნორი რატომ უნდა გაუკეთო,შენ შენი უნდა თქვა და დალშე რას იზავს ეგ უკვე მისი პრობლემაა.
ზოგმა ჩაციკვლა იცის და მერე ტვინს ბილწავს ხოლმე,მაგათ საერთოდ ენა აქვთ ამოსაძრობი:)

Alexander said...

საერთოდ, შენ როგორც გოგონას, ალბათ ნაკლები უფლება გაქვს მეგობარ ბიჭს მიუთითო ვინ უნდა უყვარდეს... ცუდად არ გამიგო, იმიტომ რომ როცა ადამიანც ვინმე მოსწონს და უყვარს, ამ დროს სხვისი აზრი ნაკლებად აინტერესებს. მით უმეტეს თუკი ერთხლ ასეთი მცდელობა უკვე გექნება, მეორედ მაინც ნუ გაუმეორებ. ასეთ დროს დიდი შანსია ეს მეგობარი დაკარგო. თავისი პირადი ცხოვრების არჩევანში ყველა ადამიანი თავისუფალია. შეიძლება ადამიანს პრასტიტუტკაც მოწონდეს და უყვარდეს, და ეს არავისი საქმე არ არის.. ჩვენ როგორც მეგობრებმა ჩვენს მეგობარს მხარდაჭერა უნდა გამოვუხატოთ და ეს არ იქნება დათვური სამსახური. შესაძლოა ჩვენი მეგობრის პარტნიორი სულაც არ მოგვწონდეს ჩვენ, მაგრამ ეს ჩვენი საქმე არ არის. თუ არსებობს რამე კონკრეტული მიზეზები, რის გამოც ჩვენს მეგობარს თავის პარტნიორთან ურთიერთობების გამო საფრთხე ელის, ამ საფრთხის თაობაზე ძალიან კორექტულად უნდა გავაგებინოთ ამ ჩვენს მეგობარს და გადაწყვეტილებას კი ის თვითონ იღებს. სხვა ადამიანს მეროე ადამიანის პირად ცხოვრებაში გადაწყვეტილებების მიღების უფლება არ აქვს. მეგობრის ვალი კი ნებისმიერ შემთხვევაში იმაში მდგომარეობს, რომ რა სიტუაციაშიც არ უნდა იყოს მეგობარი – გვერდით დაუდგეს, სულაც რომ მუმია უყვარდეს. ტოველ შემთხვევაში ზედმეტად არ ჩაერიოს მის სიყვარულში. მე ასე ვფიქრობ........

Katten försvann said...

Alexander - შენ დისკრიმინატორო :ფემინისტკას სმაილიკი: :ჵ
რა მნიშვნელობა აქვს გოგოა თუ ბიჭი? ვინც ხედავს იმან უნდა მიუთითოს.
მეც მასე ვფიქრობ რომ ყელას აქვს არჩევის უფლება, მაგრამ მითითებისაც :ჵ ხოდა მაგიტომ ვთქვი ვიცი რომ არავინ ისმენს მითითება დარიგებებს მაგრამ მაინც ვერ ვჩერდები

daliela - მანდვილად, მერე უკვე მისი გადასაწყვეტია

Alexander said...

katten მე დისკრიმინატორი? :):):)
ოკ, ამაზე არ არის ბაზარი, მთავარი რაც მინდოდა მეთქვა, რომ ასეთი მითითების გამო შეიძლება მეგობარი დაკარგო... ჩვენ ყოველთვის არ ვიცით, მეგობარს რა მოსწონს და სინამდვილეში რა უნდა.. სხვა არაფრის თქმა არ მინდოდა..

LadyCrow said...

მე არაფერსაც არ ვიტყვი :დ ერთხელ ვთქვი და ის გოგო ეხლაც იმასთან არის და ჩემი ნათქვამის მეთვიტონ მრცხვენია და ამიტომ თავში ქვა უხლია ყველას :დ

Alexander said...

აი LadyCrow–ც ამას ამბობს... :)

თიკო said...

როდესაც მეგობარი რჩევას მეკითხება, ან მიყვება პირადი ცხოვრების შესახებ, რა თქმა უნდა ვპასუხობ და ჩემს აზრს გამოვთქვამ ძალიან "ტონკად" . შემდეგ უკვე გადაწყვეტილების მიღებაში არ უნდა ჩაერიო , ის მაინც იმას გააკეთებს რაც უნდა და სენი ბლაბალ რომ ცუდია, თავი დაანებე, დაიტანჯები და სისულელეები დარჩება სიტყვებად, და ცუდ მოგონებად

მე-ხათო said...

ყველა მაინც იმას გააკეთებს, რაც თვითონ უნდა :)))

კი არა და

მეგობრის ნათქვამის გამო არამგონია ვინმე დაშორდეს შეყვარებულს

თუმცა

საკუთარი აზრი ერთხელ მაინც უნდა დააფიქსირო ალბათ....:)

Katten försvann said...

მე-ხათო - აი ზუსტად! აზრის დაფიქსირებაზე მაქვს საუბარი და არა ლექციების კითხვაზე.

თიკო - რჩევას რომ გეკითებიან ეგ ცოტა სხვა მომენტია. მაგ დროს საერთოდ კრიტიკის ქარცეცხლშივ ვატარებ რამე თუ არ მომწონს :D

Alexander - კი, შეიძება დაიკარგოს ემგობარი, უფრო სწორად ურთიერთობა გაცივდეს.

LadyCrow - უმიზეზოდ თქვი რამე?? რატომ გცხვენია შენი ნათქვამის? ეტყობა იყო საჭირო და იმიტომ მიუთითე ხო? იმან თუ არ მოგისმინა ეგ უკვე მისი პირადი საქმეა.

LadyCrow said...

არაფერი უმიზეზოდ და უსაფუძვლოდ, ეხლაც იგივე მდგომარეობაა :დ ამ გოგოს ბევრჯერ უთქვამს , რომ ეს მასაც არ მოსწონს, მაგრამ ლოგიკა ხომ იცით " მიყვარს და რა ვქნაა" .. :დ ამიტომ ერთხელ თუ ვერ გაიგო სიჩუმე ყველაფერს ჯობია და Alexander +1 :)

Sophie Golden said...

აი, ის კარგად თქვი, როგორ პარტნიორსაც ირჩევ, ისეთი თვითშეფასება გაქვსო...

მე მგონი, არ უნდა ვუთხრათ. მერე რა, იქნებ იმას პროსტიტუტკა და შტერი მოსწონს??? ლეიდიქროუსი არ იყოს, ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა რაღაცას იტყვი და საშვილიშვილოდ მოიმდურებ მეგობარს :( ადამიანს ხომ აქვს არჩევანის თავისუფლება, თვითშეფასება და ყველაფერი - ხოდა, თვითონ უნდა მიხვდეს. არა მგონია, სხვისი გადასაწყვეტი იყოს ადამიანების პირადი ამბები. მეც ძალიან ხშირად მქონია შემთხვევა, man, ეს ამასთან როგორ ცხოვრობს, მაგრამ მახსენდება, რომ ჩემი საქმე არ არის და ვჩუმდები. Simple as that :|

Katten försvann said...

Sophie Golden - ცოტა სხვადგვარადაა საქმე, არ უნდა უთხრა ერთია, მაგრამ რომ ”გეთქმევინება” ეგ კიდე სხვა :D :D.

საკუთარი თავიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებ, თუ მე ბრმა ვარ და რაღაცას ძალიან მივქარაv დაბრმავებული, მინდა რომ მიმითითოn. ვაიდა ვისმენ მითითებას? ელემენტარული დავფიქრდები მაინც.

ჩორვენი¹³ said...

yvelaferi rac gacuxebt tqvit ertxzel tramamad da pirdapir, tu amis chemshamrit mizans da azrs ver gaigebs da dagshordeba gagebuteba an gagicyreba im adamianis problemaa,
tu gacveba unda tqva rac ar unda iyos es.
me zalian pirdapir vambob xolme rasac vfiqrob da rac mtavaria vasabuteb, nu axla misagebi iqneba tu ara im vigacistcis chemi argumenti eg mistvis mimindia rac mtavaria me intrigani ar var xoda egrea chemi hazri :D

Sophie Golden said...

ალბათ, ყველაფერი მაინც ინდივიდუალურია :) შეიძლება უთხრა, რომ ის მეტს იმსახურებს. თანაც მგონია, რომ ადამიანებმა თვითონ ყველაზე უკეთ იციან ხოლმე, საით მიდიან და სად ჰყოფენ თავს...

Keti said...

ალექსანდრეს ვეთანხმები, ოღონდ პირველ ნაწილში ("შენ როგორც გოგონას) – არა:))
მხოლოდ კორექტულ მითითებას შევძლებ, ისიც მაშინ, თუ ჩემს მეგობარს "ის" რაიმეს უშავებს და საჭიროა დახმარება..

Katten försvann said...

ჩორვენი¹³ ნამდვილად მასე ჯობია :)

Sophie Golden ხანდახან მეც ვფიქრობ რომ ვიცით. მაგრამ რომ მახსენდება რა სისულელე შემძლო გამეკეთებინა და რა არ გავაკეთე გინდაც იმიტომ რომ დედაჩემი მიტარებდა ლექციებს უკვე მეეჭვება რამდენად ვიცით რას ვაკეთებთ. ადამიანი როცა ეხმციებით ხემძღვანელობს ცოტა შორსაა საღო გონებიდან :D