Mar 4, 2009

რატომ მიყვარს ზაფხული

ადამიანთა იმ კატეგორიას არ მივეკუთვნები ვისაც ზაფხულზე აბოდებს, პირიქით ზამთრის ადამიანი ვარ, რაც უფრო ცივა და მაგრად თოვს მით უფრო კარგად ვგრძნობს თავს. მაგრამ მაინც არის ერთი მიზეზი რატომაც აგერ უკვე მეოთხე წელია სულმოუთქმენლად ველოდები ზაფხულს. ისე, ზოგადად ზაფხულს კი არა არამედ აგვისტოს 2 კვირას როცა მე, ჩემი ქმარი და მისი მეგობრები ერთად წავალთ დასასვენებლად მისი მეგობრის დაჩაზე ტბა ბალატონზე .

აბა მითხარით რა იფიქრეთ? რომ მე მსიამოვნებს ჩემი ქმრის მეგობრებთან და მათ გადარეულ შეყვარებულებთან ერთად ყოფნა? რომ მე მიყვარს უნგრეთში ჩასვლა? რომ მე მომწონს ბალატონი? ნურას უკაცრავად :P :P მიზეზი თუ რატომ მიხარია იქ წავლა არის windsurfing.

როცა ჩემი ქმრის მეგობარს - ბალაჟს პირველად შევხვდი დაახლოებით 4 წლის წინ, შემომთავაზა ესწავლებინა ჩემთვის დაფისა და იალქნის მართვა. მეც მეტი რა მინდოდა, რათქმაუნდა დავთანხმდი და მას შემდეგ, ყოველ ზაფხულს ვსერფავ. :P well, როგორც ბალაჟი ამბობს ძალიან ნიჭიერი მოსწავლე ვარ, რადგან პირველ ცდაზე დაფაზე ვერავინ ვერ დგება, მე კიდე დავდექი და გავცურე კიდეც - და აი ამ მომენტიდან დაიწყო ჩემი სიყვარული და თაყვანისცემა სპორტის ამ სახეობის მიმართ.

წარმოიდგინეთ, დგახართ დაფაზე, ხელში კი გიჭირავთ იალქანი. მთავარია გააკონტროლოთ საკუთარი სხეულის სიმძიმე, მერე ქარის მიმართულება დაიჭიროთ და ბოლოს კი ტალღებზე იფიქროთ. ვერ აგიხსნით რა შეგრძნებაა... ძალიან მობილიზირებული ხდები ადამიანი თავიდან , მაგრამ როგორც კი მოახდენ კონცენტრაციას და ქარსაც დაიჭერ მხოლოდ ფსიქოლოგიურ სიამოვნებას განიცდი, რომ შეგიძლია ”მოარჯულო” საკუთარი სხეული, ქარი და წყალი.

სპორტის რა სახეობა გიტაცებთ ? და რაც მთავარია რატომ?

11 comments:

Sophie Golden said...

მიუხედავად იმისა, რომ მეც ძალიან მიყვარს ზამთარი, არცერთი "საზამთრო" სპორტის აზრზე არა ვარ :D ყველაზე მეტად ცურვა მიყვარს და ამ დროს უდიდეს სიამოვნებას ვიღებ, საოცარ თავისუფლებას ვგრძნობ და სურვილი მაქვს ხოლმე, თევზი ვიყო და სულ ვცურავდე... :)
სერფინგი ძალიან მომწონს და ჩემს აუსრულებელ ოცნებებს შორისაა, wind-სერფინგი კი რატომღაც დიდად არ მიზიდავს, პრინციპში ვერც ვერკვევი კარგად.

Katten försvann said...

Sophie Golden აზრზე არ ხარ, ანუ თავად არ მისდევ სპორტის რომელიმე სახეობას ხო?
ალბათ როდესღაც იყავი კიდეც ტევზი მასე თუ განიცდი წყალს :)

სერფინგი აუსრულებელი ოცნება რატომაა კი მაგრამ?? მგონია რომ სრულიად ასრულებადი და რეალური ოცნებაა!

სერფინგისათვის მართლა გინდა პირობები, ანუ ტალღა, აი ვინსერფინგი კი ქარს საჭოროებს. დამწყებისათვის პატარა ნიავიც კი საკმარისია (რეკომენდირებულიც)რომ გაცუროს.

ERM0NIA said...

და რას ეერჩი ქმრის მეგობრებს? :D რა საოცარია! პირველი არა ხარ ვინც მაგას ხაზს უსვამს.

Katten försvann said...

ERM0NIA - მეგობრებს რას ვერჩი, პირიქით ძლიან კარგები არიან, მაგრამ მათი პარტნიორები არიან სრული კოშმარი. არ ვიცი როგორ უნდა მოახერხო რომ მასეთი მოძებნო :D

ERM0NIA said...

ოოო, მაშინ ხო. :D

Katten försvann said...

ERM0NIA - ცუდ პარტნიორებზე კიდევ სხვა თემას დავწერ :ჵ

daliela said...

უხ მე კალათბურთი მიყვარს,ბალღობაში დავდიოდი გძეტა 3 წელი
შედეგად მამაჩემს გავუსწარი სიმაღლეში:)
სპორტი მაგარია,სულ სხვა ენერგიას გაძლევს,მითუმეტეს წყალი და სერფინგი

hexe said...

რა საინტერესოა :))))0

ზაფხული მე ძალიან ძალიან მიყვარს :)
სადმე ტროპიკებში უნდა დავბადებულიყავი
მისამართი ამერია :D

Katten försvann said...

daliela - კალათბურთი ალბათ მიტომ რომ ბავშვობიდანვე მაღალი იყავი ხო?

hexe - ასე მგონია ტროპიკებში რომ ჩამსვა გავიგუდებითქო :D

ntvare said...

აუ მომიდა მეც :(

Katten försvann said...

ntvare რა მოგინდა ზაფხული ? :ჵ
მოვა :ჵ:ჵ