Mar 8, 2009

უსაქმურობა

უსაქმური - ეს ისეთი სიტყვაა რომელიც ყველას მწარედ ხვდება ყურში, ყველას აღიზიანებს ვინმე თუ უწოდებს, და თავადაც იყენებს თუ ვინმეს გაღიზიანება უნდა.
”შე უსაქმურო” - ალბათ ხშირად გაგიგიათ და რეაქციასაც შეამჩნვდით, რამდენად უსიამოვნოა ამ სიტყვების მოსმენა.

ჩემი პირადი დამოკიდებულება ამ სიყტვასთან დაკავშირებით ასოცირებულია დეგრადაციასთან. ანუ თუ ვარ უსაქმური, არაფერს არ ვაკეთებ და კიდევ უარესი არაფერის გაკეთება არ მინდა მაშინ როგორც პიროვნება ვხდები დეგრადირებული. გაკეთებაში მინდა გითხრათ რომ ვგულისმობ ყველანაირ საქმეს, გინდაც ბლოგების წერას, გინდაც წიგნების კითვას და ელემენტარული რაღაცით თავის დაკავებას რომელიც პიროვნულ ზრდას უწყობს ხელს. (არ მითხრათ ოღონდ ბლოგი რა მხრივ იწვევს პიროვნულ ზრდასო) .

იმისათვის რომ არ ვყოფილიყავი ”უსაქმური” ჩავეწერე უამრავ კურსზე, დავიწყე გიტარაზე დაკვრა, ვცდილობ ვისწავლო ხატვა და ა.შ. ნუ არ ვმუშაობ და ეს დრო როგორმე სასარგებლოდ უნდა გამოვიყენო.

თქვენ როგორ იკავებთ თავს? რას აკეთებთ იმისათვის რომ არ გქონდეთ მოკერებული კლიშე ”უსაქმური”

10 comments:

Sweet Baby Girl said...

ეგრე თუ ვიმსჯელეთ, უსაქმური ვარ კი არა, საქმეში ვიხრჩობი, იმდენი მაქვს :D

ბლოგების წერაზე და წიგნების კითხვაზე და ა.შ. ვგულისხმობ

Keti said...

სულაც არ მგონიხარ უსაქმური :))
და ძალიან მომეწონა შენი ბლოგი, თითქმის ყველა სტატია კომენტირების სურვილს მიჩენს :)

Katten försvann said...

Sweet Baby Girl - და რა შენ თავს უსაქმურად თვლი? თვითდაკავებულია დამიანი ხარ.

Keti - როგორ დამამშვიდე ნეტა იცოდე :)
thanks Ö

Sophie Golden said...

მე ამ ბოლო დროს ძალიან გავუსაქმურდი, სამსახური აღარ მაქვს ეკონომიკური კრიზისის გამო (კიდევ კაი, ეს მიზეზი დამრჩა), ჰოდა სახლშიც კი მეზარება განძრევა - დალაგება, საჭმელების გაკეთება და რაღაც... სამაგიეროდ, ბლოგინგის ამბავში წინ წავიწიე და მეწერინება გემოზე ;) ამიტომაც, ჩემო კატენ, შენც მშვენიერ საქმეს აკეთებ ამ ბლოგინგით, რომ იცოდე... კლიშეები კიდევ კლიშეებია და მეტი არაფერი ;):logic: :D

tiko said...

არ ვთვლი, რომ დროის გაყვანა ჰობით საქმიანობაა.
არ ვმუშაობ და მართლა სვით ბეიბი გირლის თქმის არ იყოს საქმეში ვიხრჩობი.

Katten försvann said...

Sophie Golden - კლიშე კლიშედ მაგრამ , ხეს რომ უძახო გამხმარი ხარ გამხმარიო, ბოლოს მართლა გახმება (ნუ ცოტა გადავაკეთე მაგრამ არაუშავს) :D

Sweet Baby Girl said...

Katten försvann - არა მე არ ვთვლი ჩემს თავს არანაირად უსაქმურად. უდაკავებულესი და ამასთან ერთად უბედნიერესი ადამიანი ვარ...

:D

CheshireCat said...

და რა არის უსაქმურობაში ცუდი? )))

daliela said...

იმისთვის რომ უსაქმური არ დამიძახონ არაფერს არ ვაკეთებ და თუ დამიძახებენ კიდევ ვცდილობ იგნორირება გავუკეთო..
მაგრამ აი საკუთარი სინდისი რომ გეტყვის უსაქმური ხარო მაშინაა ცუდი:)

Katten försvann said...

CheshireCat - თუ შენ არ ხედავ ცუდს არაფერს მაშინ არაფერი :)

daliela- აი ზუსტად. საკუთარი სინდისი ყველაზე საშინელება :( მაგრამ ხანდახან სინდისი სხვისი ჩაძახილით იღვიძებს