Mar 14, 2009

პარასკევი 13

სასწაულად არეული დღე იყო პარასკევი 13 მარტი.

ყველაფერი იმით დაიწყო რომ ავდექი დილის 7საათზე და დავიწყე გამოცდისათვის საკითხების გამეორება. წავედი გამოცდაზე , არ ვიცი რატომ მაგრამ გამოცდა დავწერე 20 წუთში, არ გადავხედე არაფერს, არ დავფიქრდი არანაირ ზედმეტ საკითებზე და გამოვედი. რატომ? არ ვიცი ... ფაქტია რომ გზაში რომ დავფიქრდი მივხვდი რომ ბევრი რამის უკეთესად დაწერა შემეძლო. სკოლიდან რომ მოვდიოდი გამასწრო ავტობუსმა, ამიტომ გადავწყვიტე რამოდენიმე გაჩერების ფეხით გავლა... და აბა მიხვდით? ნამდვილად გზა ამებნა და ნახევარი საათი ვიბოდიალე, ბოლოს ”ვაჟქალურად” გადავირბინე გზატკეცილზე და დავეყუდე ავტობუსის გაჩერებაზე. გაჩერებაზე დამირეკა ჩემმა ქმარმა და მითხრა რომ ბილეთები ვერ ავიღეთ U2 -ს კონცერტისათვის, ძალიან მეწყინა.

წავედი ბიბლიოთეკაში, ჩავაბარე წიგნები, ავიღე ახლები და წამოვედი ”სახლში ”. არ ვიცი როგორ ამერია მწვანე 4 ნომერი ტრამვაი წითელ 5 ნომერ ტრამვაიში, მაგრამ ფაქტია რომ თავი ამოვყე ქალაქის სრულიად სხვა ნაწილში. მოვბრუნდი უკან, და მოვაღწიე სახლამდე.

გუშინ ჩემს ამხანაგს ”გოგონების ფართი” ქონდა ხოდა გადავწყვიტე წასვლა. გაჩერებაზე რომ ვიყავი გამახსენდა რომ ბილეთი დამრჩა სახში, მოვბრუნდი ავიღე ბილეთი. გამოვიხურე კარები ჩავედი ეზოში და გამახსენდა რომ ტელეფონი დამრჩა, კიდევ ამოვბრუნდი ავიღე ტელეფონი და გავეშურე ამხანაგისაკენ. გზაში შევიარე ალკოჰოლის მაღაზიაში ლუდის საყიდლად, შევარჩიე ლუდი და..... საფულე არ მქონდა თან. ასე გაწამაწიაში 40 წუთის დაგვიანებით მივაღწიე ადგილამდე.

სუფრასთან ახალი დამჯდარნი ვიყავით როცა მოვინდომე ფორთოხლის წვენის ჩამოსხმა ხოდა ისეთი ჩამოვასხი, მთელი მაგიდა ყვითელი გახდა . და აი ბოლო მომენტი ყვალზე მაგარი იყო. სახში რომ მოვდიოდით ჩემმა ამხანაგმა შემომთავაზა მისი ბეჭდის მოსინჯვა, მოვისინჯე და ისე მოვისინჯე რომ დღეს დილას ძლივს მოვიძრე თითიდან საპნით.

ხოდა ახლა ვფიქრობ What the hell was going on ....

თქვენ თუ გქონიათ ასე ერთიანად აბნეული დღე?

9 comments:

მე-ხათო said...

ჰხუხ


მიუხედავად იმისა, რომ
13 მარტების და პარასკევების არ მჯერა
ვაღიარებ
რომ
გუშინ
1-1-1
ყვეეეეეეელაზე
წარუმატებელი დღ იყო
ჩემს ცხოვრებაში

:უსერ:


ძლივს გამიარა გადანრისხებამ

iasamani said...

ვაიმე, რა საშინელებაა
გითანაგრძნობ ))

მარა იქნებ მაგ არეულობებზე იმან იმოქმედა, რომ იცოდი, რომ პარასკევი 13 იყო?

გამოცდის შედეგები შეგვატყობინე, გბალეშიკობ ))

Katten försvann said...

მე-ხათო - არც მე არ მჯერავს. უბრალოდ 13 იყო და პარასკევი გუშინ და რა დამეწერა აბა?


iasamani - სხვა დროსაც მცოდნია მაგრამ ასეთი რამ არ შემთხვევია. ცალკ ცაკლე კი კაცო, აგრამ ასე ერთიანადა ყველაფერი.

ერთის მხრივ კი კარგია, მაგრად ვიხალისე, და მურამში ვიყავი დღე როგორ დამთავრდებოდა .

nati kuda said...

წყალს მოუყევი, თუ წყალს სიზმარს აყოლებენ.. მაშინ არ ვიცი. შემდეგ 13 პარასკევს სახლში დარჩი, ტელევიზორთან ან კომპიუტერთან : )

Sophie Golden said...

კატენ, უნდა დაგამშვიდო :ლოლ: მე რომ ათენში ვცხოვრობდი, ერთხელ ტროლეიბუსი შემეშალა ავვტობუსში და შენი უკვე აღარ მიკვირს ტრამვაის ფერები რომ აგრევია :D ხანდახან არის ასეთი დღეები, პარასკევის და 13-ის ბრალი არ უნდა იყოს, შეიძლება დაღლილი იყავი სწავლისგან, რაღაცებისგან და იმიტომ. იმდენჯერ მქონია ასეთი დღეები - დილით ღილი რომ ამიწყდება, მერე აღმოვაჩენ, რომ ჩექმების გაწმენდა დამავიწყდა და დრო აღარ მყოფნის, მერე ავტობუსი დააგვიანებს სამო სობოი, ლექციაზე მივალ და ლექტორი არ მოვა ;) :D ცხოვრებაა რა, საკაიფო :P

Katten försvann said...

Sophie Golden ტრამვაის ფერი ერთნაირია, ნომერების ფერია სხვადასხვა :D :D

მასეთი რამეები მეც მომსვლია, ბევრჯერ :D უბრალოდ გუშინ მართლა ყოველ საათს რარაც უცნაურობა ხდებოდა :ჵ:ჵ , ძალიან ვიმხიარულე ყველაფრისდა მიუხედავად.(ბეჭედს არ ვთვლი, იმიტომ რომ ძალიან დავპანიკდი, თითი გამისივდა)

p.s. ათენზე დაწერე რა პოსტი როცა მოახერხებ, მაინტერესებს ეგ ქალაქი ძალიან.

ჩორვენი¹³ said...

mevaseeeba paraskevi 13 ricxvii
dedachemi iseti moxerxebulia damatxvia kidec mag dges!! genialuria genialuri megobrebo

ntvare said...

arc damifiqsirebia 13 da paraskeviu rom iyo, citeli plashi vikide, morigeobaze viyavi da mSvenieri dge mqonda :tan:

Katten försvann said...

ntvare სურათი რომ დადე ახალ პლაშშია გადარებული ? :)

საქმე ის კი არ იყო რა რიცხვი და რა დღე იყო, უბრალოდ მასე დაემთხვა :)