არავის არ გაგიკვირდებათ ფასდაკლება მანქანებზე, ავეჯზე, სახლებზე, ტანსაცმელზე გინდაც საჭმელზე მაგრამ რა რეაქცია გექნებათ თუ წაიკითხავთ ”მოდელები ფასდაკლებით” მოგეხსენებათ რომ დღესდღეობით მსოფლიო საშინელ ეკონომიკურ კრიზისშია. კრიზისი ყველაფერს შეეხო და მათ შორის სამოდელო ბიზნესსაც, ამიტომ ჩვეულებრივ საშუალო კლასის მოდელებს ორი აჩევანი აქვთ :ჵ დიდი კონკურენციის გამო იმუშაონ ნახევარფასად ან კიდევ საერთო არ იმუშაონ და დაელოდონ უფრო შესაფერის მომენტს როცა მათი ”სილამაზე” ისევ სიე დაფასდება როგორც კრიზისამდე. სანამ კრიზისი გაივლის რამოდენიმე მოდელი ალბათ დაბერდება კიდეც ხოდა ნეტა მერე რას იზავენ ? :P :P
ყველაფერს აქვს თავისი დადებითი მხარე, ასევე ამ მოვლენასაც კერძოდ ის რომ ახალგაზრდა დამწყებ მოდელებს უფრო დიდი შანსი მიეცემათ Aგამოვიდნენ ასპარეზზე, რადგან ხშირად სრულიად მიზერულ ანაზღაურებასაც თანხმდებიან დასაწყისისათვის, კომპანიებს კიდე ის დრო დაუდგათ რომ ფულს ცოტა ხელი მოუჭირონ და მხოლოდ ”მოდელის ცნობადობის გამო ” არ დაფლანგონ ათიათასობით დოლარი თუ ევრო :)
თქვენ რა მხრივ შეგეხოთ მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისი? მე მაგალითად მოდელი არ ვარ მაგრამ მაინც შემეხო, კერძოდ კი კომპანიებმა შეამცირეს ზოგმა კი მთლიანად შეწყვიტა ახალი კადრების დაქირავება. ასევე გაიზარდა კონკურენცია რადგან უკვე ბევრი ადამიანი დარჩა სამსახურის გარეშე. ხოდა მიჩნდება კითხვა Куда мы катимся и как докатимся?
13 comments:
სამსახურში ერთჯერად კოვზებს ვრეცხავთ, იმიტომ რომ..
nati kuda - რატომ? :D მე რამოდენიმე იდეა მაქვს, მაგრამ არ მინდა მკითხაობა :)
მეც იმ მხრივ შემეხო, რომ ორგანიზაცია, სადაც უნდა მემუშავა, საერთოდ გაყიდეს :| თავს ვიიმედებ, რომ "ესეც გაივლის", როგორც ყველაფერი, საერთოდ. А куда докатимся, Ему лучше знать ;-))
Sophie Golden - მეც უკეთესობის იმედი მაქვს
me jerjerobit mxolod imit Semexo, rom yvelgan fasdaklebebia da savaraudod am fasdaklebebis gamo orjer ufro scrafad davxarjav xelfass, roca aviReb, vidre fasdaklebebis gareSe davxarjavdi :mo:
ნუ მე რადგანაც არ ვმუშაობ არც სამასახურიდან შევუმცირებივარ ვინმეს არც ხელფასები დაუკლია.
შეიძლება ეკონომიკურმა კრიზისმა კიდევ უფრო გაართულა ჩემი დასაქმების საქმე.
მაგრამ ეს გრანდიოზული ფასადაკლებები ყველაფერზე მაინც ძალიან მომოწნს
პლიუსი ყველაფერს აქვს მართალია.
ფასდაკლებები მართლაც მშვენიერი რამააა :)
ფასდაკლებები კარგია, მაგრამ ვინც არ მუშაობს და ხელფასი არა აქვს, ის ვერც ამ ფასდაკლებით ისიამოვნებს :|
Sophie Golden -კი ისიამოვნებ გააჩნია ვის კმაყოფაზე ხარ, უფრო სწორად ვის კისერზე :)
ჰხუხ, ნახევარი სასმსახური გაათავისუფლეს, კი არადა 70% თითქმის, მე კი გადავრჩი, საბედნიეროდ, მაგრამ მაინც ცუდი შეგრძნებაა...
ჰხო, სეილები თავისთავად...მაგის გამოა, რომ 10 დღეში მოულოდნელად გარდაიცვალა ჩემი ხელფასი : ))))
მე-ხათო - ვიზიარებ შენს ”მწუხარებას” გარდაცვლილ ხელფასთან დაკავშირებით :D
ივლისსში განცხადება დავწერე და სამსახურიდან წამოვედი, მერე დაიწყო ომი და კრიზისი, ვიშოვე ახალი სამსახური, მაგრამ დაბალი ანაზღაურებით, 2 თვე გავუძელი და წამოვედი. ახლა ვისვენებ და კრიზისს საერთოდ ვერ ვგრძნობ :P
tiko - იმიტომ ვერ გრნობ რომ წამოხვედი. კვლავ რომ მუშაობდე და იმის შიშში რომ იყო აი ახლა გამანთავისუფლებენ აი ახლაო ნამდვილად იგრნობდი. კიდევ სხვა ფაქტორებიცაა რატომ როგორ გრნობს ადამიანი ეკონომიკურ კრიზის :)
Post a Comment