Feb 25, 2009

სამეფო ქორწილის მოლოდინში :)

როგორც იქნა!
ურთიერთობის 7 წლიანი პერიოდის შემდეგ შევედეთის კრონპრინცესა ვიქტორია დაინიშნა მის შიყვარებულ დანიელზე. რატომ გაგრძელდა ეს ურთიერთობა ასე დიდხანს ყოველგვარი ქორწილისა და ნიშნობის გარეშე? იმიტომ რომ დანიელი სამეფო კარის წამომადგენელი კი არა, არამედ ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანია. შვედეთის კანონების მიხედვით კი თუ პალამენტი და სამეფო კარი არ მოიწონებს ასეთ ქორწინებას მაშინ პრინცესას ორი გამოსავალი აქვს 1. დაკარგოს ტიტული და გაჰყვეს თავის რჩეულს და 2. შეინარჩუნოს ტიტული მაგრამ დაკარგოს რჩეული. საბედნიეროდ ვიქტორიას ნება დართეს ქორწილზე, ასე რომ მთელი ქეყანა სამეფო ქორწილის მოლოდინშია :)

არ ვიცი რა მიხარია მაგრამ კი მიხარია :) რაღაც ადამიანურ თანაგრნობა მაქვს პრინცესას მიმართ რომელმაც სიყვარულის გამო ყველაფერი სასწორზე დადო (ნუ რომანტიკოსი ვარ და რა ვქნა :ჵ)

ეკონომისტებმა დაახლოებით მოითვალეს რამდენი დაჯდება პრინცესას ქორწილი - 2.5 მილიარდი კრონა (ერთ ერთი გაზეთის მიხედვით. თუ გადავიანგარიშებთ 2.5 მილიონ ევროზე მეტი გამოდის) დამეთანხმებით რომ პატარა თანხა არაა, ამიტომ ხალხის აზრი ორად გაიყო. ერთი მხარე ამბობს- რატომ უნდა დაფინანსდეს პრინცესას ქორწილი ამ ეკონომიკურ კრიზისში ჩვენი გადასახადებით, როცა იგივე ფული შეიძლება მოხმარდეს განათლებას, ჯანმრთელობის სისტემას, გარემოს და ა.შ. ? მერე მხარე კი ამბობს - ”სიყვარულს გაუმარჯოს” და სრულიად თანახმანი არიან თუ მათი გადასახადებით ქორწილი გაიმართება.

მე პირადად მეორე მხარეს განვკუთნები :) სამეფო ქორწილები არც ისე ხშირია , ასე რომ ქვეყანამ შეიძლება თავს უფლება მისცეს და თავის საყვარელ პრინცესას ჭეშმარიტად მეფური ქორწილი გადაუხადოს :)

15 comments:

iasamani said...

არადა მაგ ფულით ხომ შეიძლება მართლა ბევრი სხვა საქმე გაკეთდეს
პატარა კორწილი არ ეყოფათ?
ან სულ ნუ გადაიხდიან ქორწილს
ან რა ეჩქარებათ საერთოდ )))

Katten försvann said...

iasamani - 7 წელი ელოდნენ ამ დრეს :) თუმცა ქორწილი 2010 წლისთვისაა დაგეგმილი :)

ბევრი რამე კი შეიძლება გაკეთდეს, მაგრამ სამეფო ქორწილი მაინც სამეფო ქორწილია და ვიწრო წრეში ვერ გადაიხდიან. ვიქროტია მამამისის შემდეგ გახდება დედოფალი და ქვეყანის ოფიციალური წარმომადგენელი. ვინ იცის თუ კარგი ქორცილი არ გადაუხადეს, გაბრაზებული და დაბოღმილი რეებს ილაპარაკებს :P

ntvare said...

kide kai bagrationebmac miliardebi ar moitxoves "samefo qorcilishi" :gigi:

ise magaria 7 celi ertad :tan:

Kate said...

არადა, რამდენ გაჭირვეულს ეყოფოდა ეგ ფული...


თუმცა რავიცი....
ანუ მაინც მოიწონეს ეს ბიჭი და ტიტულსაც არ კარგავს ხო???

Katten försvann said...

Kate - ნოპე. ტიტულს არ კარგავს, პირიქიტ ბიჭი იძენს პრინცის ტიტულს. და აი აქ იწყება მეორე ისტორია :D

Katten försvann said...

ntvare - კი , 7 წელი, ერთიდაიგივე შეყვარებული და იმავროულად ტრენერი , ფაქტიურად უკვე რარაცაა :P:P

ბაგრატიონებს რაც შეეხება ვერ წარმომიდგენია მაგათი მეფობა დრევანდელ დღეს საქართველოში. მეფეღა გვაკლია რა

utvino said...

ნამდვილად წინააღმდეგი ვიქნებოდი შვედი რომ ვიყო

Katten försvann said...

utvino რატომ ? :)

Jenny said...

მეც მეორე ნაწილს ვემხრობი :P

Katten försvann said...

Jenny - შენც ”რომანწიკოსი” ხარ? :ჵ

daliela said...

ჭკვიანი ქალი ყოფილა!!! ვაშა ამხანაგებო
და მეფური ქორწილიც ეკუთვნის ჩემი აზრით:)

Sophie Golden said...

უტვინო, შვედეთი რომ იყო, გაგიხარდებოდა, ამ სიცივეში ერთი სამეფო მზიანი ქორწილი :) ჩვენს ბედკრულ ქვეყანაში ბევრად მდიდრულ ქორწილებს იხდიან და შვედეთში რომ გადაიხადონ, ეს ძალიანაც ნორმალურად მიმაჩნია. თანაც ვიქტორიას მიმართ დადებითად ვიყავი სულ განწყობილი (მაგრამ ამ სურათზე რაღაც არ მომწონს :| ადრე უფრო "შამსილი" ქალი იყო, როგორც მახსოვს).
Mazal Tov, Victoria! :lol:

hexe said...

ჩვენ კი უკვე გვქონდა სამეფო ქორწილი :D

Katten försvann said...

Sophie Golden - უკეთესი სურათი ვერ ვიპოვე :D

hexe- მეც მოვკარი ყური , რაცხას ლაპარაკობდნენ კურიერში

Kate said...

ვააა, რა მაგარია....