Mar 2, 2009

ჩემი პოლიტიკური ფიქრები

ის რაც დღეს საქათველოში ხდება ძალიან დამაფიქრებელი და საშიშია. საერთოდ პოლიტიკაში ნაკლებად ვერკვევი არც მაინტერესებს სიმართლე რომ ვთქვა, მაგრამ მაინტერესებს ხალხის და ჩემი ოჯახის ბედი. მაინტერესებს ის თუ რამდენად შეესაბამება სიმართლეს ის რასაც რუსთავი ორზე კურიერში აჩვენებენ (სამწუხაროდ მხოლოდ ამ არხის ყურების საშუალება მაქვს და ვერ ვახერხებ სხვა არხებთან შედარებას და ცოტა აზრზე მოსვლას)

არის თუ არა რუსეთის შეტევა მართლა რეალური? თუ არის მაშინ რას ველოდბით და რატომ არ ცხადდება მობილიზაცია? თუ არ არის მაშინ რატომ აწყობს მთავრობას ხალხის ასე დაშინება?

მე როგორც ვამჩნევ საპრეზიდენტო არჩევნები იქნება, და როგორც ვამჩნევ ჩვენი ამჟამიდელი პრეზიდენტი კვლავ გაიმარჯევს და მერე რა მოხდება, გადაგვივლიან რუსები? თუ ის არ გაიმარჯვებს და ვინმე სხვა (ეს კიდე უფრო მაშინებს) მაშინ რაღა გევშველება? ქვეყანაში სადაც პოლიტიკოსთა ძირითადმა მასამ არ იცის ურთიერთთანამშრომლობა და მოქმედებენ პრინციპით - ”ჩვენ თუ არ ვართ მთავრობაში, მაშინ ვიწყებთ პროტესტს, მიტინგებს და ა.შ.” - შეუძიათ კი ასეთ პარტიებს და ჯგუფებს ქვეყნისათვის სარგებლის მოტანა? მე რასაც ვხედავ ყველა საკუთარ ჯიბეზე ზრუნავს, და ასე მგონია ერთი სული აქვთ როდის მოხდებიან მთავრობაში რომ ანგარიშები და ჯიბეები უფრო გაისქელონ.

ხახლო ხედავთ რამე გამოსავალს? თუ მე მეჩვენება ყველაფერი შავად?

8 comments:

ntvare said...

araferi gveshveleba :no:

Sophie Golden said...

მე კი მჯერა, რომ გვეშველება. ეს არ მოხდება ხვალ ან ზეგ და საკმაოდ დიდი ხანი დასჭირდება, მაგრამ მაინც გვეშველება :)
მე, მაგალითად, ვადამდელ არჩევნებს ვეწინააღმდეგები, იმიტომ, რომ დროა, ცოტა გამოვფხიზლდეთ და ქუჩაში გამოსვლებით არ მოვიყვანოთ მთავრობა. რაც დავიბადე, სულ გადატრიალებები და ბანანის რესპუბლიკობას ვხედავ :( სანამ თითოეული ადამიანი არ ისწავლის თავისი ქვეყნის, ქალაქის პატივისცემას და სულ მარტივად, ნაგავს აივნიდან არ მოისვრის, მანამდე კი ისეთი მთავრობა გვეყოლება, როგორსაც ვიმსახურებთ.
რუსეთი დაგვარტყამს, თუ ასეთ სულელურ პროვოკაციას გავაგრძელებთ, როგორიცაა ევროვიზიაზე სტეფანე და გოგოების სიმღერა, ამასაც თუ სიმღერა ჰქვია. ამას მე ვეძახი "asking for it", if you know what I mean. "გველსა ხვრელით ამოიყვანს, ენა ტკბილად მოუბარი" - შოთამ რომ უფრო მეტი იცოდა, ეჭვი არავის გვეპარება, მჯერა ;)

Katten försvann said...

Sophie Golden - მეწ წინაამღდეგი ვარ არჩევნების, მაინც არაფერი არ შეიცვლება, ვინც არ უნდა მოიგოს მაინც არავინ იქნება კმაყოფილი თავად მოგებული გუნდის გარდა, კვლავ გაგრძელდება უსასრულოდ გამოსვლები და დემოსტრაციები.

სტეფანეზე და გოგოებზე მეც გეთანხმები,პროტესტი მე სხვანაირი ვიცი, და არა ისეთი როგორც ამ ხალხის იქ გაშვება და თავის და სზვა ქვეყნის გასულელება.

”გველსა ხვრელით ამოიყვანს, ენა ტკბილად მოუბარი ” მაგ ენას თუ ხედავ სადმე? მე ვერა :(

daliela said...

მეც გეთანხმები,არამგონია რაიმე კარგი მოხდეს,ყოველშემთხვევაში უახლოეს ხანებში.
მთავარია ძალიან მაგრად არ ჩავისვაროთ საქმეში
ეს მსოფლიო კრიზისიც ცუდად დაგვემთხვა
ისე როგორც საერთაშორისო ურთიერთობათა პრაქტიკაშია ცნობილი,დიდი კრიზისები ყოველთვის წინ უძღოდა დიდ ომებს:(
და თუ ეგ დაიწყო( ღმერთმა გვაშოროს)
დიდი კონფლიქტის დაწყების ერთ-ერთი სავარაუდო კერა ჩვენც ვართ

Katten försvann said...

daliela - თითქოს ჩემს სახლში ყოფილიყავი. მე და ჩემი ქმარი ვლაპარაკობდით სქორედ მაგაზე. ანუ მსოფლიო კრიზისზე მსოფლიო ომების წინ.

daliela said...

:)
ხოო ეგ ვისწავლე შარშან,ეგ თეორია.....
და ეს კრიზისი რომ დაიწყო მაგრად შევშფოთდი.
შეიძლება არ გიყვარდეს პოლიტიკა, მაგრამ მაინც შიანაგანად მაგრად გაწუხებს უამრავი კითხვა...
დენთის სუნია ჰაერში ბლიად:(

Sophie Golden said...

Katten, ვერც მე ვხედავ ამ ენას და "ვერც" მესმის :(
თუ დავფიქრდებით, შეიძლება ითქვას, რომ კრიზისის მიზეზი სწორედ ჩვენ ვიყავით კიდეც, პირდაპირ თუ ირიბად. რუსეთსა და ამერიკას შორის გამოვიჭყლიტეთ, როგორც ყოველთვის, სანამ ისინი გადაინაწილებენ სამყაროს... :| იქნება ომი ალბათ, თუ ასე გაგრძელდა "ტკბილი ენის" გარეშე.

Anonymous said...

Sophie Golden - მედალს ორი მხარე აქვს. ასეთი შტაბეჭდილება დამრჩა რომ, მგლები რომ ნადიროენ ცხოველს მახეებს უგებენ, ხოდა რამოდენიმე ჩასაფრებულია, რამოდენიმე კიდე იმ ჩასაფრების ადგილას ერეკება. მასე მოგვივიდა ჩვენც. გვერეკებოდა ამერიკა, და ჩაუვარდით რუსეთს ხახაში.

სამწუხარო მართლა არის რომ ჩვენ პირველები გამოვიჭყლითეთ. ისევე როგორც ჩვენ ვიყავით პრველები სსრკ-ს დაშლისას და დარტყმა მთელი ძალით ჩვენ მოგვხვდა. ამის შემდეგ კი მშვენივრად დაიშლა სოვეტიკები.

პ.ს. კატენი ვარ :ჵ