Mar 2, 2009

მომღერალი მადონა და დიდი ნაცრისფერი ბუ

გეთანხმებით რომ სათაური სრული აბსურდი ჩანს, მაგრამ ახლავე გაგარკვევთ საქმის არსში. 9 აგვისტოს ჩემს ქალქს სტუმრობს პოპ ვარსკვლავი მადონა, კონცერტი გაიმართება ქალაქის სტადიონზე. ჰმმმ.. შეიძლება მკითხოთ კი მაგრამ ბუ რაღა შუაშია? ახლავე გიპასუხებთ - იმ შუაშია რომ ქალაქის სტადიონზე ბუემბა დაიდეს ბინა. დიახ დიახ, ჩვეულებრივმა, დიდმა ნაცრისფერმა მტაცებელმა ბუემბა, რომელნიც ყოველ საღამოს გამოდიან და ნადირობენ კურდღლებზე , სხვადასხვა ფრინველსა თუ თაგვებზე. პრობლემა რაღაოო მკითხავთ? საქმე იმაშია რომ ეს ფრინველები საშინლად ვერ იტანენ ხმაურს , ხოდა ამდენი ხალხისა და ხმაურის შემყურე რას იზავენ არ ვიცი, არადა ეს სტადიონი სპეციალური ადგილია მათთვის, ყოველ წელს მოფრინავენ და ბუდობენ.

4 comments:

LadyCrow said...

ააა,საღოლ ბუებს :დ

Katten försvann said...

LadyCrow - აბა, მოფიქრება და მოხერხება არ გინდა სტადიონზე რომ ბინა დაიდო :D

Sophie Golden said...

იცი, როგორ მიყვარს ბუები??? სიბრძნის სიმბოლოა :) ხოდა, ახლა არ თქვა, რომ მადონას კონცერტის გამო, ამ ბუებს რამე დაუშავდებათ??? :(

Katten försvann said...

Sophie Golden - მეც მიყვარს ბუები :) (სათამაშო ბუც კი მყავს:ჵ ) მეეჭვება რამე დაუშავდეთ. ასე რომ ყოფილიყო არ ჩაატარებდნენ კონცერტს. როგორც ამბობენ, კონცერტის დროისათვის ბუდობა უკვე დამღავრებული ექნებათ და გაფრენილები იქნებიან სტადიონიდან.
ასე ამბობენ , სინამდვილეში თუ ასეა არ ვიცი :)