Feb 16, 2009

პატარა თავსატეხისავით :)

რამოდენიმე დღის წინ, საზოგადოებათმცოდნეობის ლექციაზე პატარ პატარა ჯგუფებში ვმსჯელობდით ადამიანთა უფლებებზე. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და რისი გათვალისწინებაა ყველაზე მთავრი როცა ადამიანთა უფლებების კოდექსზე ვსაუბრობთ?!

მოცემული გვქონდა 30 დებულება ბაზალური ღირებულებებიდან დაწყებული და ზევით. უნდა მოგვერჩია ხუთი მთავარი ღირებულება რომლებიჩ ჩვენი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ადამიანთა უფლებების დაცვის კოდექსში. ისე მოხდა რომ ყველა ჩვენთაგანი მეტნაკლებად სხვადასხვა გზით წავედით. ქვემოთ ჩამოვწერ რა ქვეყნებიდან ვიყავით ჯგუში და რა ღირებულებები ამოვირჩიეთ.

ჯგუფის წარმომადგენლები:
A. მე, საქართველო
B.მამაკაცი, შვედეთი
C.მამაკაცი, ჩინეთი
D.მამაკაცი, ავღანეთი
E.მამაკაცი, სამხრეთ აფრიკა
.

ღირებულებათა 5 ჯგუფი რომელიც თითოეულმა ჩვენთაგანმა აირჩია.

1. საჭმელი, ჩასაცმელი, საცხოვრებელი, განათლება, სამსახური.
2. საჭმელი, ჩასაცმელი, განათლება, საცხოვრებელი, ჯანმრთელობის სისტემა
3. საჭმელი, ჩასაცმელი, საცხოვრებელი, სამსახური (ამან მეხუთე ვერ აირჩია)
4. საჭმელი, ჩასაცმელი, საცხოვრებელი, სამსახური, განათლება
5. მშვიდობა, თანასწორება, სიტყვის თავისუფლება, აღმსარებლობის თავისუფლება, არჩევნის უფლება.


თქვენი აზრით ღირებულებათა რომელი ჯგუფი აირჩია ზემოთ ჩამოთვ
ლილ ქვეყანათა წარმომადგენლებმა? და მთავარი კითხვა რატომ?

7 comments:

OTO said...

A - 5
B - 1
C - 4
D - 3
E - 2

Secrets said...

ლოლ ის რო არ დაგეწერა სამხრეთ აფრიკაო მივხვდებოდი რო სამხრეთ აფრიკელის დაწერილი იყო :D

ntvare said...

visac ra aklia imas irchevs

Sophie Golden said...

ადრე მიყვარდა ასეთი თავსატეხები, ახლა რაღაც მგონია, რომ სტერეოტიპულია ძალიან და ვცდილობ ამას გავექცე.

Katten försvann said...

OTO - თითქმის მართალი ხარ.
ntvare - ვფიქრობ რომ ვინც აზროვნების განვითარების რა დონეზეა გაჩერებული იმას ირჩევს. მასლოუს საფეხურებს თუ გაიხსენებ მივხვდები რაზე ვლაპარაკობ :)
Sophie Golden - მეტ ნაკლებად ყველანი სტერეოტიპებით ვცხოვრობთ, :)

OTO said...

Where is answer ? : )

Katten försvann said...

OTO - დამავიწყდა სულ დაწერა :(

A - 5
B - 1
C - 2
D - 3
E - 4