Feb 13, 2009

ყველაზე არასასურველი პროფესია

რადგანაც სამუშაოს ვეძებ , თავისთვად ბევრს ვფიქრობ იმაზე თუ რა პროფესიას არ ამოვირჩევდი განათლების სულ ნულიდან მიღების საჭიროება რომ იყოს ან რა პროფესიით არ ვიმუშავებდი საერთოდ შიმშილით რომ ვკვდებოდე. ჩემთვის შევქმენი პროფესიათა პატარა წითელი სიაც კი - მიზეზი იმისა თუ რატომ არ გავაკეთებ, არის არა ის რომ ”მეპაზორება” ან რამე, არამედ ფიზიკური ან ფსიქოლოგიური სტრესი, პროფესიისა და ჩემი ღირებულებების სრული კონტრასტი.

წითელი სია:
1. Executor - არის ის პროფესია რაზე გაფიქრებაც კი მზარავს. ასევე ნებისმიერი თანამდებობა ციხეში
2. ფიზიკურად ავადმყოფი ადამიანების მომვლელი. ერასდროს ვერ ვიმუშავებ , იმიტომ რომ საშინლად ცუდად ვხდები ამ ადამიანებს რომ ვუყურებ. მეცოდებიან (თქვენ იტყვით სესაცოდი რა აქვთო მაგრამ მაინც მეცოდებიან) , თავს დამნაშავედ ვგრძნობ არ ვიცი რატომ
3. მართალია ჩვენს ქვეყანაში არაა ეს პროფესია მაგრამ არ ვიმუშავებდი - პროსტიტუტკად
:P სერვისზე ორიენტირებული ადამიანი არ ვარ და არ გამოვდგები :
P
4.მესაფლავე და ყველაფერი რაც მკვდებთანაა დაკავშირებული.
5. დამლაგებელი- ერ ვიმუშავებ ფიზიკური თვალსაზრისის გამო, იმირომ რომ ქიმიკატებზე საშინელი ალერგია მაქვს.
6.ვერ ვიმუშავებდი გამყიდვლად, იდევ ერთხელ იმიტომ რომ სერვისზე ორიენტირებული ადამინი არ ვარ და ელემენტარული ვერ ”ვაიძულებ” ვინმეს იყიდოს ის რაც მას საერთოდ არ სჭირდება
7. კგბ -ს აგენტი და ნებისმიერი პროფესია რაც არის დაკავშირებული სამხედროსთან, მილიციასთან და ა.შ.

8.არაოფიციალური პროფესიებიდან ვერ ვიქნებდი - ქურდი, მაფიოზი, მკვლელი, გამტაცებელი, ტერორისტი და ა.შ.
9. ვერ და არ ვიმუშავებ ცხოველების საკლავ ფერმაში. ხორცი კი მიყვარს მაგრამ რომ ვხედავ როგორ კლავენ რამეს ძლიან ცუდად ვხვდები.

თქვენს წითელ სიაში რა პროფესიებია? რად არ/ვერ იმუშავებთ და რატომ?

18 comments:

ERM0NIA said...

გოეთე ამბობდა, "ჯერ არც ერთი ცოდვა არ შემხვედრია, რომელიც შესაფერ გარემოებაში მეც არ ჩავიდინო". იგივეს ვიტყოდი ეგეთ პროფესიებზეც. "არასოდეს თქვა არასოდეს", ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ ადამიანს ყველაფრის გაკეთება შეუძლია, მით უმეტეს, როცა შიმშილით კვდება ან შვილი უკვდება შიმშილით.

რამდენ ისეთ ადგილას მიმუშავია, რომელიც მეზიზღებოდა, თუნდაც ბენზოგასამართ სადგურზე ოპერატორად, ან ჩარხთან ზეინკლად, სანიტრად (დამლაგებლად) საავადმყოფოში და კიდევ სხვა ადგილებზეც, მაგრამ ახლა ცუდად ნამდვილად არ მახსენდება. .)

Katten försvann said...

როცა სტრესულ სიტუაციაშია ალბათ შეუძლია , თუმცა არჩევნის საშუალება ყოველთვის გვაქვს - რა გავაკეთოთ და რა არ გავაკეოთ. მე არ ვთვლი რომ ადამიანი თუ შიმშილით კვდება მის მორალს და ღიღებულელებს ”მუცელი” გადაუვლის.

შენ რაც დაწერე - ბენზოგასამართი სადგური ნო პრობლემ. ვიმუშავებდი უპრობლემოდ.
სანიტარი მაინც ხვააა ვიდრე დამლაგებელი ასე ვიცი მე. სანიტრად ვიმუშავებდი რადგან ქიმიკატებთან არ უნდა ქონდეთ მაგათ შეხება (ასე მგონია მე) ხოლოჩვეულებრივი ოფისის დამლაგებლად ვერა რადგან 22 სამუშაო დღიდან 20 დღე ბიულეტინზე მიმიწევდა ყოფნა ისეთი ალერგია მაქვს ქიმიკატებზე :D

Sophie Golden said...

ერმონიას დავეთანხმები და გოეთესაც, ჯანდაბას :P
მკვლელად (ცხოველების/ადამიანების) ვერ ვიმუშავებდი ვერასოდეს და დანარჩენ პროფესიებს რაც შეეხება, ღმერთმა იცის... (იმედია, პროსტიტუტკობა არასოდეს მომიწევს :ლოლ: მიუხედავად იმისა, რომ გაყიდვები მიტაცებს :P )

მე-ხათო said...

მმმ არ ვიცი... თუ გამიჭირდა შენი ჩამოთვილი პროფესიებიდან ალბათ ბევრზე ვიმუშავებდი (ყველაზე არა) მაგალითად, ყოველგვარი გაჭირვების არა ისე გულის გასახარად ვიმუშავე გამყიდველად და ყველაზე კარგ პერიოდად მახსოვს : )) სიამოვნებით გავაგრძელებდი ისევ.....

ჰხოდა ისე, რისი ნიჭიც ნამდვილად არ მაქვს და ალბათ ვერასდროს გავხდებოდი - მასწავლებელია! ჯერ იოსე ვერ ვლაპარაკობ იმაზე, რაც ვიცი და მერე ვინმეს თუ უნდა ვასწავლო ჰხომ///: ))) არა, ვერა...

nikoloz said...

tqven is tqvis samsaxuri sad vishovo ari sadme eg chamotvlili samsaxurebi ai mafiozoba momewona magrad :d

iasamani said...

მე მაქვს ძალიან ბევრი პროფესია ეგეთ წითელ ლისტში ზუსტად იმიტომ რომ უკვე გამოცდილი მაქვს არასასურველი სამსახური როგორ ანგრევს ფსიქიკას )))

ჩორვენი said...

raga darchaaaaaaaaa?? :)))))))))))))))))

Katten försvann said...

Sophie Golden - ერმონიამ რაც დაწერა "ჯერ არც ერთი ცოდვა არ შემხვედრია, რომელიც შესაფერ გარემოებაში მეც არ ჩავიდინო" (გოეთე) ვერ დავეთანხმები გოეთეს. ეს გოეთეს პირადი აზრი იყო და მისი პირადი გამოცდილება!!! ზოგჯერ პირადი გამოცდილება უნივერალურად არ უნდა განავრცო ადამიანმა.

გამყიდველად მეც ვმუშაობდი მაღაზიაში. მაგრამ ძლიან უღიმღამო გამყიდველი ვიყავი (ერთ სუპერმარკეტში ვმუშაობდი)ვინმე რომ მოდიოდა ვეუბნეოდი რა პროდუქტები არ უნდა ეყიდათ რადგან ვადაგასულები იყვნენ :D :D :D


nikoloz - არალეგალური პროფესია ცუდია. კანონი არ იცავს არანაირად არც მაფიოზებს და არც მკვლელებს :D

iasamani - მაგალითად?

ჩორვენ - იმდენი პროფესია და საქმე დარჩა რომ ... :) ბევრი მოკლედ :)

ntvare said...

შენ იცი რომ არსებობს სამუშაო: "პეკინის მეტროს ვაგონებში ხალხის შემტენი"? :gigi:

Katten försvann said...

ntvare -ვიცი. დოკუმენტურ ფილმს ვუყურე ჩინეთშის აზოგადოებრივ ტრანსპორტზე და იქ თქვეს. მაგრად კი ვიხალისე მე მაგრამ თვითონ ის ხალხი რას გრძნობს არ ვიცი :D

daliela said...

ვერაფრით ვერ ვიმუშავებ მასწავლებლად,ლექტორად,ეკონომისტად,ბუღალტრად
მზარავს ეს ყველაფერი
ბრრრრრ

Katten försvann said...

daliela - რატომ? მიზეზი ხომ აქვს რატომ ვერ იმუშავებდი? თან ორ სტულიად სხვადასხვა კატეგორიის სამსახურებზე ამბობ უარს :)

tiko said...

არასოდეს არ ვიმუშავებდი ბავშვის მომვლელად, ან აღმზრდელად ბაღში ან პედაგოგად სკოლაში.
არა იმიტომ , რომ ბავშვევბი არ მიყვარს, უბრალოდ ძალიან დიდ ენერგიას მართმევენ და ვიფიტები :vis:

Kate said...

ალბათ ვერასოდეს ვიმუშავებდი წყლის სიღმეებში.

peoplearound said...

აი ექიმი კი არასოდეს ))
შენი ჩამოთვლილიდან მომვლელი არ ვიქნებოდი :უსერ:

daliela said...

2 მიზეზი მაქვს:
1.უზრდელ ბაღნებს ვერ ვიტან
2.მათემატიკა მეზიზღება
ვოტ!:)

Katten försvann said...

თიკო- ბავშვები მართლაც ძნელია. ერ ამრტო პასუხისმგებლობაა საშინლად მაღალი.
Kate - რა გამახსენდა იცი, ადრე ხუმრობდნენ ხოლმე პროფესიებზე ”წყალწვეშა მეხანძრე უნდა გამოვიდეო”

daliela- უზრდელი აბვსშვები მეც მარაიზიანებენ და მოხუცმა ბებოებმა რომ იციან ისე ვაძლევ ხოლმე შენიშვნებს :( ერთხელ ვინმე თუ მომიბრუნდა და რამე მითხრა არ გამიკვირდება

Keti said...

წიტელ სიაში ბევრი ისეთი რამ არის, რომ გაფიქრებამაც ცუდად გამხადა...
ჰოდა, რა ვიცი..

კიდევ არის პროფესიები, რომლებსაც ვერასდროს შევისწავლიდი და შესაბამისად, არც ვიმუშავებდი. თუნდაც ექიმის.