Feb 4, 2009

პროსტიტუცია როგორც ლეგალური პროფესია.

რამოდენიმე საათის წინ ალექსანდრეს ბლოგზე აი ამ პოსტში შემდეგი კომენტარი ამოვიკითხე ”ერთადერთი გამართლებულად მიმაჩნია საზოგადოების ჩარევა, თუკი იქ ან საერთოდ ნებისმიერ ადგილას "ბორდელია" გახსნილი, რაც ჯერჯერობით ჩვენს ქვეყანაში კანონით აკრძალულია. ასეთ შემთხვევაშიც ჩარევა უნდა იყოს არაპირდაპირი, ანუ საზოგადოების ჯგუფმა უნდა მოითხოვოს სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსაგან კანონიერების აღდგენა და არა პირდაპირ მიადგეს ამა თუ იმ დაწესებულებას.”

კომენტარის წაკითხვის შემდეგ ვფიქრობდი - ვენმა მთავრობამ რამდენი რამე ”მოიფიქრა” მაგრამ ის კი არ მოუვიდა აზრად რომ პროსტიტუცია ოფიციალურ, ლეგალურ პროფესიად დაეკანონებინა ხოლო ”ბორდელები” ლეგალურ დაწესებულებად. ეს ისეთი რამაა რასაც ვერ მოსპობ, თვალებს ვერ დახუჭავ, ამიტომ რატომ არ შეიძლება ფაქტის სახემწიფოსათვის და მოსახლეობისათვის სასარგებლო მხარით გამოყენება? რატომ არ შეიძლება ეს ყველაფერი გახდეს ლეგალური?

რა შეიძლება მოყვეს ამ იდეას ანუ უარყოფითი მხარეები :(
  1. საზოგადოების რექცია და რაც მთავარია ”მართმადიდებელ მშობელთა კავშირის” და არა მათი მარტო ისტერიკები, რომელთა მოთოკვაც საკმაოდ ძნელი იქნება.
  2. კორუფცია და იატაკქვეშა გარიგებები.
  3. იატაკქვეშა გაუკონტროლებადი პროსტიტუცია.
  4. პირდაპირი/არაპირდაპირი თავდასხმა და დარბევა ბორდელზე და იქ დასაქმებულ გოგონებზე.
ახლა კი დადებითი მხარეები :)
  1. დაწესებულებამ ანუ ბორდელმა და მასში დასაქმებულებმა ანუ პროსტიტუტკებმა უნდა გადაიხადონ გადასახადები.
  2. ბევრად ადვილი იქნება დაავადებათა კონტროლი, რადგან თითოეული დასაქმებული სამედიცინო აღრიცხვაზე იქნება აყვანილი და მუდმივად ჩაიტარებს კვლევებს.
  3. დასაქმებულები ელემენტარული იქნებიან დაცულნი, რადგან კანონში უნდა იყოს მუხლი, მათი ხელყოფის, გაქურდვის და ა.შ. კლიენტი დაისჯება
  4. ადვილი გახდება კლიენტების გაკონტროლება, ანუ არასრულწლოვანები ნუ - ნუ
  5. გოგონები რომლებსაც ამ საქმის წარმოების უფლება არ ექნებად აღებული მაგრამ მაინც იყოლიებენ კლიენტებს დაისჯებიან გარკვეული თანხის გადახდით და აღრიცხვაზე აყვანით.
  6. და იქნებ ამდენი ფორმალური მხარე რომ იქნება, ბევრმა გოგონამ უბრალოდ უარი თქვას პროსტიტუციაზე.

მეტი ამჯერად არაფერი მომდის თავში და მერე თუ რამე ჩავამატებ.

თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე?

10 comments:

hexe said...

საპატრიარქო იქნება საშინელი წინააღმდეგი
ნუ პოსტშიც გიწერია
ეს

დადებითი მხარეები გასაგებია
მაგრამ იმჰო მათთვის ეს რთული გასაგები და ასახსნელი იქნება
რომ "ეს" მაინც ხდება და რახან ხდება ჯობია უფრო ლეგალური და ცივილური სახე მივცეთ.

მეც ესე ვფიქრობ რომ გაკონტროლება და თუნდაც არასრულწლოვანთა უფლებების დაცვა ასე უფრო მარტივი იქნება.

Katten försvann said...

მე მგონია მთავარია თავიდან მყარი არგუმენტები მომზადდეს. გარდა ამისა ოფიციალურად სახემწიფო რელიგია არ გვაქვს და ამიტომ მეორე მხარის მოსაზრება მთლიანად მორალურ/რელიგიურ მოსაზრებებზე და არა კანონიერ მოსაზრებებზე იქნება დაფუძნებული. ამას კიდე არანაირი ძალა არ უნდა ქონდეს წესით.

Alexander said...

Katten försvann ამ თემაზე სერიოზულად არასდროს მიფიქრია, მაგრამ შენ ისე კოხტად დაწერე ყველაფერი, რომ ალბათ აშკარად ღირს დაფიქრება :) მადლობა ლინკისთვის და მოხსენიებისთვის.

lasharela said...

ნუ რა უნდა ითქვას.
ადრე წამოწია სახელწმიფომ ეგ თემა და საკმაოდ დიდი დაპირისპირება მოყვა ხალხიდან.

მარტივად თუ შევხედავთ "იატაქვეშა" გარიგებები და "საზოგადოებაც" წყნარად არის...

სახელმწიფოს მიმდინარე პოლიტიკისთვის იდეალური სიტუაციაა...

თუმცა უძველესი "პროფესია" იურიდიულად თუ დაკანონდება ეს მხოლოდ უკეთესი იქნება ეს ცალსახაა.

ეს არ არის "მარიხუანა" რომ მწეველთა რიცხვი გაიზარდოს და ა.შ. ფიზიოლოგიურ ნორმებზე იურიდიული კანონები გავლენას ნამდვილად ვერ მოახდენს (პრინციპში ვერც პირიქით :) )

Katten försvann said...

lasharela mმაგიტომ ვამბობ. ეს არის და იქნება, და რატომ არ შეიძლება სახემწიფომ სარგებელი ნახოს? თნ თუ გავითვალისწინებთ იმას რომ მსგავს დაწესებულებებს როგორც წესი საკმაოდ მაღალი გადასახადებუ აქვთ.

ntvare said...

msgavsi temaa narkomanebistvis ufaso shpricebis darigeba

magram araa... "chveni xelit xo ar mivcemt"

shen ar miscem, ati kaci erti shpricit gaiketebs da imitoa naxevari saqarTvelo shidsit daavadebuli da meore naxevari c hepatitit.

Katten försvann said...

ntvare - მაგ იდეა რომ არსებობდა ეგ არ ვიცი.რატომ იკავებენ თავს იმიტომ რომ გარკვეული თანხა დაჯდება თუ იმიტომ რომ არ უნდათ ნარკომანიას ”ხელი შეუწყონ”?

ntvare said...

imitom, rom they don't care

lasharela said...

Katten försvann – სახელმწიფო არ ვიცი და ცალკე მსჯელობის საკითხია "ხელისუფლება" ნახულობს თუ არა არსებული მიდგომით სარგებელს?

რიტორიკულად დავსვამ და დავტოვებ ამ შეკითხვას.

მე პოლემიკაც კი მახსოვს – ვიღაც ორი "ინტელიგენციის წარმომადგენელი" პირდაპირ ეთერში რომ კამათობდა. და ეთმა მეორეს ასეთი რამ უთხრა "იცი შენ რატო ხარ დიდ გულზეო? იმიტომ რომ შენ ბიჭი გყავს და მე ქალიშვილი მეზრდებაო...."

ნუ ზოგადად.... რელიგიური კუთხითაც მე არ ვარ მომხრე აგიტაცია პროპაგანდა ხდებოდეს და სატელევიზიო ეთერში ან ბილბორდებზე ამის რეკლამირება იყოს ნებადართული. თუმცა ესეც იმავე კანონის ფარგლებშივე უნდა იყოს დარეგულირებულ.

აქედან შემოსული ფული, რომელიც ვიღაცის ჯიბეში მიდის შეიძლება ზუსტად სახელმწიფოს და მისი ინსტიტუტების გაძლიერებას მოხმარდეს.

მოკლედ ლეგალიზაციის მხარეს უფრო ბევრი + ცალსახად.

Katten försvann said...

lasharela - სამწუხაროდ არ მახსოვს ეგ ”გარჩევები” ამიტომ ვერაფერს ვერ დავწერ.

აგიტაციასა და პროპანაზე ჯერ ადრეა საუბარი, თუმცა გეთანხმები რომ ამასაც კანონი უნდა არეგულირებდეს.