დღეს დაახლოებით 6 საათისთვის ტრამვაის გაჩერებიდან სახლში რომ მოვდიოდი ( ჩემს ქალაქში ამ დროს უკვე კარგად ბნელა და იმის გამო რომ ყინავდა ქუჩაშიც არავინ იყო, სახლამდე ასე 2-4 წუთის გზაა) ვიგრძენი რომ შიშმა ამიტანა, აი ხო იცით როგორი განცდაა , უცაბედად არსაიდან ჩნდება და იმდენად ინტესიურია რომ გაშეშებს. მოკლედ ასე შეშინებული დავდექი ერთ ადგილზე და დავიწყე აქეთ იქით ყურება. რატომღაც მეგონა რომ უცხოპლანეტელები უნდა გამოჩენილიყვნენ და ისე შემეშინდა რომ სიტყვებით ვერ გადმოვცემ. ჩემთვის საშიში იყო არა თავად უცხოპლანეტელი არამედ იდეა რომ ისინი შეიძლება გამოჩენილიყვნენ. ტელეფონი ვერც კი ამოვიღე რომ ჩემი ქმარისთვის დამერეკა რომ შეხვედრა მეთხოვა. არ ვიცი რამდენი ხანი დავყავი ასეთ გაშეშებულ მდგომარეობაში, ფაქტია რომ დროის რაღაც პერიოდის მერე სახლისაკენ ისეთი მოვკურცხლე, კისერი როგორ არ მოვიტეხე გაყინულ გზაზე ახლაც არ ვიცი.თქვენ თუ გქონიათ შიშის ასეთი მომენტები? როცა არსაიდან სრულიად უაზრო შიში აგიტანთ ხოლმე?
12 comments:
ძირითადად ღამე, გაღვიძებულს
ჩემს ქალაქში არ მეშინია ეგეთების
შეიძლება არამშობიური ქალაქის გამო
ვერ ვიტყყვი რომ არამშობლიურის გამო. თბილიშც მომსვლია ასე ოღონდ მაშინ ქურდების მეშინოდა :D
იშვიათად ხდება ასე.
ღამო რომ გაივიძებ რისი გეშინია ხოლმე? ახლა გამახსენდა მეც მაქვს ხანდახნ მაგ დროს შიში. ისეთი რომ ხმას ვერ ვიღებ :(
რისი ბრალი უნდა იყოს ნეტა?
მე ვარ მასე ხშირად, ეხლა ისე კარგად გაიგგე ვერ წარმოიდგენ, აკვიატებული და არსაიდან მოსული შშები მაქვს ხოლმე, უმეტეს შემთხვევაში მარტლდაბა :(
მთელი საღმოა რაღც იზმენა მაქვს და დამსტრესა, არ ვიცი საიდან და რატომ, ისე ცუდად ვგრძნობ თავს ამის გამო,რომ ფიზიკურადაც ცუდად გავხდი :/ შიში მაქვს ჯერ გაურკვეველი,,მაგრამ ვიცი რომ რაღაც ისეთ მოხდება, ძალიან ცუდი იქნება
vaa :/
Sal-შენ რასაც ამბობ is წინათგრძნობააა, და შენს შემთხვევაში რაღაცა ცუდის ცინათგრXნობა რომელიც რამოდენიმე დღე შეიძლება ბაგრძელდეს. ის რაც მე დავწერე შიშია, რომელიც მაქსიმუმი 10 წუთი ძლიერი ინტენსივობით ხასიათდება.
Jenny რა იყო, ფიქრობ რომ ვგიჟდები? :D
რა თქმა მქონია, უფრო მისტიკური იყოსავით, ამიტომ აქ არ მოვყვები. ისე კი ძალიან მართალია გამოთქმა: შიშს დიდი თვალები აქვს.
ნამდვილად.
თუმცა არა მარტო თვალები. არამედ ყველაფერს ძალიან გამძაფრებულად აღვიქვავთ და ხშირად რეალობას ვამახინჯებთ.
აი მაგ დროს ისეთი რაღაცის მეშინია, რომ დილით საკუთარი თავის მრცხვენია
ნუ ძირითადად სიზმარზეა დამოკიდებული
utvino - მეც მასე არ ვარ , სასაცილოდ არ მყოფნის ხოლმე და სულ მიკვირს ასე ”რამ გამომაშტერა” ;D
ვაჰხ მუნკი გაიჩითა :> სქრიიიიიმ
ar gamochndnen??? :(((
space - მუნკმა აშკარად იცოდა რა არის შიში :D აი ეგეთი ვიყავი ზუსტად :
Offline Network - ვინ უნდა გამოჩენილიყო? ჯერ არ მქონია მორიგი შეტევა :D
Post a Comment