ასაკიანი ბებო მყავს და რა გასაკვირია თუ მას სკლეროზი დაემართა. ხანდახან ეს დაავადება საშინელებაა და საშინლად აღიზიანებს გარშემომყოფებს, მაგრამ ხანდახან ძალიან სასაცილო.
ხოდა დღეს ველაპარაკე ჩემ ბებოს და ამ საუბარმა რასაც ქვია მშვენიერ ხასიათზე დამაყენა. დაახლოებით დავწერ ჩვენი საუბრის შინაარსს. :)
- ბებო გენაცვალოს, როგორ შეეგუე ახალ ქმარს?
- (ახალ ქმარს? ბებო აშკარად ფიქრობს რომ ”გუშინ” დავქორწინდით ან კიდე მეორე ვარიანტია ფიქრობს რომ მეორედ დავქორწინდი, ამ შემთვევაში კი მე მაქვს სკლეროზი რადგან არ მახსოვს ჩემი ძველი ქმარი ვინ იყო. :ჵ) კარგად შევგუე, შენ როგორ ხარ? ვპასუხობ მე.
-კარგად ვარ მე ხან ისე ხან ასე. ბებო, დედამთილი და მამათილი თუ ამოდის თქვენთან? (ბებო ფიქრობს რომ ისინი სოფელში ცხოვრობენ , ჩვენ ქალაქში და ისინი თავისთვად ქალაქში ამოდიან)
-ხანდახან ამოდიან. ვპასუხობ მე
- თქვენ თუ ჩადიხართ ხოლმე სანახავად?
- კი ჩავდივართ აბა რა.
-უი ბებო გენაცვალოს, მასე უნდა, მოხუცები არიან და ცოდოები არიან რომ იარონ აქეთ იქით. თქვენ ჩადით ხოლმე მასე ჯობია. ბებო, ჩემთან როგორ ვერ ჩამოხვედით სანახავად. აგერ ყურის ძირში ხართ და რით ვერ მოიცალეთ?
- აუცილებლად მოვახერხებ და ჩამოგივლით :) დავამშვიდე მე.
შეიძლება ბევრს სასაცილოდ არ მოეჩვენოს ჩვენი ეს საუბარი, მაგრამ იმ წუთას ძალიან სასაცილო და მხიარული იყო. ხანდახან კაია სკლეროზი :)
12 comments:
ბებოზე საყვარელი არსება არ ვიცი. ჩემ ბებო ეხლა ცუდადაა და საავადმყოფოაშია, ხოდა იმის გაფიქტებაზეც გული მისკდება რომ აღარ იქნება:((
:(
მე არ გამეცინა, პირიქით, გული დამწყდასავით. ბებიაჩემსაც სკლეროზი ჰქონდა და თან დიაბეტი და ეგონა, რომ რახან შაქარს უმალავდნენ, შვილები არ აჭმევდნენ :(
ბოლოს რომ ჩავედი, ჩემი ბიძაშვილი დედაჩემი ეგონა (ის უვლიდა) და მეც დედაჩემი ვეგონე. წამოსვლის დღეს ვკითხე, იცი ვინ ვართქო? და კიო, მიცნო.
ჰოდა, 1 კვირაში გარდაიცვალა. :(
ყველაზე საოცარი ის იყო, რომ დეიდაჩემს უთხრა, წადი თბილისშიო, სამსახურიდან არ გამოგიშვანო და დედაჩემი დაიბარა.ის ჩამოვიდესო. ალბათ, ხვდებიან მაგ დროს, რომ ბოლო დღეებს ითვლიან და დეიდაჩემი მაგარი მშიშარაა და დაინდო :)
სამწუხაროა თქვენი ბებიების ამბავი.
ჩემი ბებო ჯერ კარგად გრძნობს თავს, ყველას გვცნობს და ისეთი ამბები ახსოვს რომ ხანდახან ყბა ჩამოგვივარდება ხოლმე რომ ყვება. უბრაოდ ასე ბოლო 2-3 წელია დაეწყო სკლეროზი, უფრო სწორად კი არ ავიწყდება არამედ რეალობას ამახინჯებს :) ერთიდაიგივე რამეს ბევრნაირად ყვება და ბერნაირ ინტერპრეტაციას უკეთებს :)
vai,ra sayvarelia : )
LadyCrow - კი , მეც მასე ვფიქრობ რომ საყვარელია :)
me minda janmrTeli movkvde, yovelgvari sklerozebis gareshe :(
ntvare მეც მასე მინდა მაგრამ მეეჭვება აქ საქმეს მხოლოდ ჩვენი ”მინდა” შველოდეს
ჰჰეი =)
ბებიაჩესაც ქონდა სკლეროზი და ტვინს ტ*ნავდა დღედაღამე და ინსულტმა ხია მესამედ და აღარარი =) შემეცოდა , მარა ყველა მიდის :|
ჰხოოდა
იმიტომ რომ სპილომ გაანალიზა რომ სპილოებს ფრენა არ შეუძლიათ 1 (100%) აგეე =))
და ისა .. შენ ბლოგს რო ქვია ეგ ისაა ჭილაძის ? ღირს წაკითხვა ? :?
space - არ მინდა ბებიაჩემს რამე რომ მოუვიდეს. ცოტა სკლეროზი კი კაია მისთვის, დაავიწყდება ის რის გამოც თავს იტანჯავდა.
ოთარ ჭილაძის ”გზაზე ერთი კაცი მიდიოდა” მართლა ძალიან კარგი ნაწარმოებია. ნამდვილად ღირს მისი წაკითხვა ისევე როგორც მისი სხვა ნაწარმოებების :)
ჰხოდა ისა გამიგია მარკესს გავსო ეგ ადამიანი თავისი შემოქმედებით და წავიკითხავ აუცილებლად =)
აი ლიუბლიუ:) ბებოებს რა ჯობია
ერთობ საყვარლები არიან,განსაკუთრებით ჩემები
daliela - ჩეებიც საყვარლები არიან.
ერთს სკლროზი აქვს და მეორეს ისეთი მახსოვრობა მეც კი მშურს :D
Post a Comment