Jan 28, 2009

ყველაზე სულელური სურვილები და კომენტარები ამ სურვილებზე :P

მინდა პატარა ტოპიკი დავწერო ყველაზე სულელურ სირვილებსა და ოცნებებზე.

ლოღიკურად რომ ვთქვათ :P ყველაფერი ინდივიდუალურია და თუ ჩემთვის სხვისი სურვილი მაგ: ”მინდა რაც შეიძლება მეტი ქვეყნის წარმომადგენელთან მქონდეს სექსი” ხოლო ამ სურვილის მქონე ადამიანისათვის კი შეიძლება ცხოვრების მიზანი იყოს. ასევე მეღიმება ისეთ სურვილები როგორიცაა მაგ: ”მილიარდელი ქმარი/ცოლი მინდა მყავდეს რომ მე არ ვიმუშაო” - პირადად მე არ მესმის ადამიანს როგორ შეიძლება არ უნდოდეს მუშაობა.

ახლა დავწერ ჩემ ყველაზე სულელურ სურვილებს :D
1. ბავშვობაში ძალიან მინდოდა რომ უცხოპლანეტელებს წავეყვანე :P:P ალბათ ხვდებით რომ საიდუმლო ფაილებს ზეგავლენის ქვეშ ვიყავი იმ პერიოდში :ჵ
2.ძალიან მინდოდა ”პაპუა გვინეას” ერთ ერთ ტომში მეცხოვრა. იმავე ”დისკიდანაა” აფრიკის სავანაში ველურად ცხოვრების სურვილი ველურ კატებთან ერთად, აი დისქავერიზე რომ აჩვენებენ ხოლმე, ხო იცით.. კატებს რომ დასდევენ და იღებენ კამერით :P :P
3.და მესამე ყველაზე სულელური სურვილია - მინდოდა გენიოსი ვყოფილიყავი .. ჰაჰაა, არ ვიცი როგორ ვაპირებდი გენიოსობას მაგრამ ფაქტია რომ ხანდახან ვერ ვიძინებდი იმაზე ფიქრით რა მერჩივნა ასეთი ვყოფილიყავი და ჩვეულებრივი თუ გენიოსი და Stephen Hawking მხოლოდ ორი თითის განძრევა შემძლებოდა.

ხოდა , ხვდებით რომ ეს თემა სახუმაროა და მოდით თქვენც დაწერეთ თქვენი სურვილები რომლებზეც თქვენ თავადაც კი გეცინებათ :)

12 comments:

OTO said...

სულ მინდოდა ფრენა : D D D

И мир во всем мире :Joke:

Katten försvann said...

OTO შენით რომ იფრინო ის გინდა თუ თვითმფრინავი რომ ”ატარო”? :P

OTO said...

რა თქმა უნდა თვითმფრინავის ”ტარება” ყველაზე სულელური სურვილია რაც შეიძლება ადამიანს გაუჩნდეს : D D D

Katten försvann said...

OTO :D

მე-ხათო said...

აუაუაუ
მე მინდა მქონდეს ლოკოკინა მანქანა... ანუ არ ვიცი რა ჰქვია, ოთახი რომაა მოწყობილი.... მმმ... ჰხო, ეგ მინდა და მინდა იმ მანქანით ვიარო და ვიარო და ვიარო და სულ სულ სულ სულ ვიარო....:უსერ:

ntvare said...

მე მინდა რო ძილი არ მჭირდებოდეს :უსერ:

Katten försvann said...

ntvare - ისე ხომ არსებობს მასეთი აშილობა??

karaganda said...

ჩემ ოცნებას ამ ცხოვრებაში განხორციელება არ უწერია სამწუხაროდ :D რაც შეეხება მატერიალურ ოცნებებს მინდა იმაზე კარგად ვიყო ვიდრე ეხლა ვარ, ეხლა კარგად ვარ მაგრამ მინდა რომ უკეთესად ვიგრძნო თავი ანუ იდეების რომელიც ძილის წინ მებადება განხორციელების მატერიალური საშვალება მომეცეს

karaganda said...

ჰე ჰე ვიცი ეს ყველაფერი სერიოზულად დავწერე მაგრამ მე ოცნების დღემდე მჯერა :D და სასაცილოდაც არ მეჩნევებიან აი ბავშვობაში კოსმონავტობა ვიცი რომ ბევრს უნდოდა ასევე მეც მაგრამ ამ ოცნებაზე კი არ მეცინება პირიქით გული მწყდება

Katten försvann said...

karaganda - განუხორცელებელ და ფანტაზი ოცნებებზე ამქვს საუბარი. აბა ჩემს ოცნებას Stephen Hawking ისავით გენიოსი ვიყო განხორციელება უწერია? :D

Sophie Golden said...

მე დღემდე მინდა ფრენა ვიცოდე!
აი, ძაან მიწიერი რაღაცები მინდოდა 11-12 წლის რომ ვიყავი: ისეთი დიდი ძუძუები, როგორც ჩემს ზოგიერთ კლასელს უკვე ჰქონდა :D
მერე მივხვდი, რომ ზომას მნიშვნელობა არა აქვს :D თანაც ფრენაში მგონი ხელს შემიშლიდნენ ;-))))

Katten försvann said...

Sophie Golden -მეც მასე ვფიქრობ, დიდი ძუძუები ფრენაშi შეუძლიან ხელს

:D