Jan 26, 2009

მინი მსოფლიო

თავიდან ძალიან არ მინდოდა იმ უბანში გადმოსვლა სადაც ახლა ვცხოვრობ რადგან ცუდის მეტი არაფერი არ გამეგო. ყველა ამბობდა, რომ ბევრი უმუშევარია, ხალხი ხმაურიანია და შეიძლება ცოტა სახიფათოც, ვგულისხმობ კრიმინალის დონეს. მოლოდინმა გაამართლა თუ არ ჩავთვლით კრიმინალის დონეს, გარდა ამისა ერთი პლიუსი ვუპოვე კიდეც ჩემს უბანს- ბევრი მუსლიმანი ცხოვრობს რომელნიც არ სვავენ არანაირ ალკოჰოლს ასე რომ მთვრალ ადამიანს იშვიათად ვხვდები, და თუ ვინმე ასეთი შემხვდა ან სლავია ან ლათინო. ტრამვაიში რომ ვზივარ ერთდროულად მესმის მინიმუმ 6-7 ენა. გეთანხმებით კოშმარი და სიგიჟეა, მაგრამ ხანდახან ვერთობი ხოლმე, ზოგი ენა ისე სასაცილოდ ჯღერს.

ხოდა რა მინდოდა მეთქვა, მოიუხედავად იმისა რომ პატარა უბანია, ძალიან ბევრი ეთნიკური წარმოშობის ხალხი ცხოვრობს, რომლებსაც რათქმაუნდა თავისი ტრადიციები და რაც მთავარია დღესასწაულები აქვთ. რაც გადმოვედი მას შემდეგ ჩემს უბანში ”ავღნიშნეთ” - რამადანი, 4 ადვენტი, ლუსიას დღე, შობა, ჰანუკა, ახალი წელი, მართმადიდებლური შობა და ახალი წელი, დღეს კი ჩინურ ახალ წელს ავღნიშნავთ :)

ხოდა როგორც იტყვიან "нет зла без добра" (გამონათქვამი შებრუნებულა ჩემს მიერ :P :D ) თუ გინდათ იხილოთ მინი მსოფლიო ეწვიეთ ჩემს უბანს, ასევე ალბათ მაგალითის აღებაც შეიძლება - როგორ შეიძლება მრავალეთნიკურმა და სრულიად სხვადასხვაგვარი ტრადიციების მატარებელმა ჯგუფებმა ერთად იცხოვროს კომფლიქტების გარეშე.

4 comments:

ERM0NIA said...

თბილისია ეგეთი, მრავალეროვანი, მრავალდღესასწაულიანი და მრავალტაძრიანი... არც ეთნოკონფლიქტებია და არც რელიგიური დაპირისპირება. ზოგჯერ ენჯეოშნიკები აბუქებენ რაღაცეებს. მაგათაც რა ქნან? ფული რაში აიღონ? :D
კარგია ეგეთი უბნები. .)))

Katten försvann said...

თბილისი ჩემ ქალაქზე სამჯერ დიდია:ჵ ეს ერთი, მერე იდე ეთნიკურობის მხრივ აქ უფრო მრავალფეროვნადაა საქმე,სატისტიკის მიხედვით ყოველი მეოხე ადამიანი არის ჩამუსილი. გარდა ამისა თბილისში რამოდენიმე ათეული და ასეული წელია ეთნუკური ჯგუფები გვერდიგვერდ ცხოვრობენ. აქ კიდე ყოველ დრე ჩამოდიან ად მიდიან. ანუ ხალხის დენადობა მაღალი. ხოდა წარმოიდგინე რა დომხალია :D :

ntvare said...

tolerantoba kai ramea :yes:

Katten försvann said...

ntvare - ნამდვილად კაი თვისებაა. თუმცა მე მგონია რომ ეს ამ შემთხვევაში ”თავის გადარჩენისთვის” ვლინდება. ანუ თუ ”აურევენ” დეპორტაციის დიდი შანსი აქვთ :)