Jun 10, 2009

და ისევ ეს ”მტანჯველი” ტრადიციები

დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული თქვენგანი ერთხელ მაინც (თუ გაგიმართლათ და მეტჯერ არა) შეხებიხართ ამ პრობლემას, ჩართულხართ საუბარში ან დისკუსიაში, მოგისმენიათ ამბები ახლობელ-მეგობარ- ნათესავებისაგან. გინახავთ ტელიკში რამე გადაცემა ან კიდე უბრალოდ წაგიკითავთ თბილისის ფორუმის ქალი და მამაკაცის განყოფილება. დარწმუნებული ვარ მიხვდით რაზე მინდა საუბარი :) ნამდვილად - ქალიშვილობის ინსტიტუტზე საქართველოში.

კაცს ყველაფერი ეპატიება. რადგან ჩვენი, ანუ ქართული კულტურა პატრიარქალურია თავისი ბუნებით, მამაკაცს დიდი თავისუფლება აქვს მინიჭებული. ვაჟიშვილი მამაკაცი თავიდანვე დიდ სირცხვილად მიიჩნევა. გახდება თუ არა ბიჭი მოწიფული, ”მიზანშეწონილია” მისი დავაჟკაცება რაც მაგალითად ნიშნავს: საუნაში წასვლას და ვინმე ”კეთილი ქალბატონისაგან” პირველი სექს გაკვეთილის მიღებას, ხანდახან არც თუ ისე მცირედი თანხის სანაცვლოდ. ქალებში სიარული, კაი ტონად ითვლება და მიუთითებს მამაკაცის პოტენციას, იმას რომ რაღაც საშუალება აქვს ქალებში სახარჯოდ, რაც მთავარია , რაც უფრო ბევრი ქალი ყავს მამაკაცს მით უფრო ”მაგრად” ითვლება, რაც უფრო ბევრი ქალი ყავს ”გაჟიმული” მით უფრო მეტი აქვს სატრაბახო. არ აქვს მნიშვნელობა ყავს თუ არა კაცს ცოლი, შეყვარებული - მისი ბოზებში სიარული ყოველთვის გამართლებული იქნება მისნაირვე პატრიარქი მამაკაცებისაგან. ალბათ მარტო საქართველოში ეუბნევა კაცი საყვარელ ქალს - ”ბოზებში სიარულს ისე ვარ მიჩვეული, ჩვენი დაქორწინების შემდეგ ხანდახან მაინც გავივლი” და ალბათ მხოლოდ საქართველოში ამართლებს ქალი კაცის ასეთ საქციელს-”კაცია და ბოზებში უნდა იაროს აბა რა უნდა ქნას”

მეორეს მხრივ, რა ხდება გოგონებთან? ხოდა რატომ ხდება ასე? აი ამ საკითზე მინდა მსჯელობა გავაბა თქვენთან. არ მინდა იმის წერა კარგია თუ ცუდი ეს ტრადიციები და ა.შ. მე მაინტერესებს , თუ რატომ ცხოვრობს თანამედროვე გოგონა XXI საუკუნეში იმ ტრადიციების მიხედვით რომელსაც ეწინაამღდეგება, მიიჩნევს მარაზმად მაგრამ არაფერს არ აკეთებს შესაცვლელად. საუბარი მაქვს ქართველი ერის მიერ ქალიშვილობის აპკის გაფეტიშებაზე.

8 comments:

Sophie Golden said...

ჩემი აზრი, პრინციპში, საქვეყნოდ ცნობილია, ვისაც როგორ უნდა, ისე მოიქცეს და საუკუნეს მნიშვნელობა არა აქვს ;) ეგეც ხო უკვე სტერეოტიპია, რომ you gotta get rid of virginity as soon as you can :| ყველამ თავის თავს (უფრო სწორად, სხვა რამეს) მიხედოს და მაშინ მართლა გვეშველება.

Katten försvann said...

Sophie Golden - საქმეც ეგაა რომ ვერ ხდება თავის იმაზე მიხედვა :ჵ:ჵ

Keti said...

"აქაცა რეკამს?!" დამემართა, ანუ ეს თემა აქაც :))
სანამ ბიჭები იფიქრებენ, რომ ცოლი პირველ ღამეს ქალიშვილი უნდა იყოს...

მე მაინც მგონია, ვისაც როგორ უნდა – ისე ცხოვრობს და პატივს ვცემ ნებისმიერ არჩევანს.
უბრალოდ, კარგი იქნება, თუ ამ პირად გადაწყვეტილებებს საქვეყნოდ ა(ღა)რ გამოაფრიალებენ და სხვასაც არ მოსთხოვენ, მით უმეტეს უპირობოდ, მსგავსად ცხოვრებას (ვგულისხმობ ქალებსაც და კაცებსაც).

Katten försvann said...

ცოლობა ქმრობას მაინც ქონდეს მნიშვნელობა.
უბრალოდ მართლა ფეტიშის დონეზეა ეს ყველაფერი.

ჩორვენი¹³ said...

mgoni ukve yvela is cxovrobs rogorc uswordeba ubralod is vinc amaze laparakos, tarabxobs an moitxovs - an mshisharaa an ar aqvs piradi cxiovreba looseria da mokled am temaze bevris gamtrakebels diidii probelenbi aqvs

Katten försvann said...

ჩორვენი¹³ - სამწუხაროდ არაა მასე. შენ გაგიმართლა ეტყობ რომ მასეთი ხალხი გყავს გვერდით, ან თავად ჩხოვრობ შეიზლება ისე როგორც გსურს.
რაიონებში და თბილის გარეუბნებშიც კი სულ სხვაგვარადაა საქმე.

Khatia said...

მე მიმაჩნია რომ ქალმა მაშინ უნდა დაკარგოს ქალიშვილობა, როცა უნდა თვითონ. არც გადაგდებისკენ მოვუწოდებ გოგონებს და არც სამუდამოდ შენარჩუნებისთვის. ყველა, ისე კი, უნდა დაფიქრდეს როგორი ცხოვრება და რა უნდა. და რა ნაბიჯებით ვისთან და ვისგან რას მიიღებს. ცოტა ჭკუა რომ დაატანო საქმეს, ურიგო არ იქნება ;)

მშობლების გასარჩევი საქმე არაა სრულწლოვანი გოგონა ქალიშვილი ეყოლებათ თუ არა. ადამიანის განვითარებისთვის და ზრდასრულობისთვის სექსუალური ურთიერთობის ქონა ძალიან მნიშვნელოვანია. ზრდასრულ გოგოს ისევე უნდა ქონდეს უფლება თავის განვითარებაზე, როგორც ვაჟს.

რაც შეეხება ბიჭებს, სექსუალური ურთიერთობის ასე გაცალმტვერება და ბოზობა არ ბოზობად აღქმა საშინლად მიმაჩნია, ა.გ. გამოთქმაც 'წაიყვანეთ ბიჭი, გააგულავეთ ცოტა ბიძებმა ქალებში'.

და ჩემი დასკვნა, ჩვენი მშობლები და ხედვა არამარტო გოგოებს, არამედ კაცებსაც უფუჭებს ცხოვრებას.

კარგი თემაა :) სასაცილო ის იყო, რომ ჯერ მაგალითებზე გავშტერდი (დამავიწყდა როგორც ჩანს), მერე გამახსენდა, ჰო ზუსტად ეგრე რომ იყო :)

mari said...

ბოლო საუკუნეში გახშირდა საუბრები ამ თემაზე. დავიწყეთ ღიად საუბარი "ქალიშვილობის ინსტიტუტზე" და სულ ისმის,რომ ყველა ისე უნდა იქნეოდეს როგორც მას სურს და არა როგორც ამას ტრადიციები გვკაარნახობს... ფაქტია რო ისევ ისეა ყველაფერი როგორც ადრე.