Jan 15, 2009

ენა ”ფიქსი” :)

დაიწყო ისევ გაწამაწია, ანუ სწავლა :( მერე ისევ ტესტები და ნერვიულობა რომ კარგად ვერ ჩავაბარებ. დღეს ერთი კაი რამ მაინც მოხდა, ინგლისურის ტესტში მაღალი ქულა ავიღე და ეს კი იმას ნიშნავს რომ ორიოდე თვეში საბოლოო გამოცდას ჩავაბარებ და ამით მორჩება ჩემი ტანჯვა ინგლისურთან დაკავშირებით.

ისე რა დამიშავა ამ ინგლისურმა, არ ვიცი , მაგრამ ფაქტია რომ აკვიატებასავითააა, ვერ ვსწავლობ. არის საკითები რომელბიც თავში არ შედის და ცოცხალი თავით ვერ ვგებულობ. მაგ. ჩემთვის არტიკლი სრულიად უაზრო გამოაგონია. რაც არ უნდა ვისწავლო მაინც იგივე შეცდომებს ვუშვებ :D კიდევ მეორე პრობლემა რაც მაქვს - თეორიულ ცოდნას პრაქტიკულად ვერ ვიყენებ. არადა ინგლისური ჩემი ყოველდღიური სასაუბრო ენაა.. ხო წარმოგიდგენიათ რა სტუაციიააა... საბოლოოდ გადავწყვიტე ოღონდ ფურცელი მქონდეს რომ კურსი დამთავრებული მაქვს და რეალურად რა ვიცი არ მადარდებს უკვე.

თქვენ როგორ სწავლობთ ენებს? გამანდეთ რა თქვენი საიდუმლო, იქნებ მეც გამოვიყებნო როგორმე.

14 comments:

giojio (SiD) said...

სად ვსწავლობ თორე კი :) რაც სკოლა დავამთავრე მას მერე ინგლისურის სწავლა მინდა და... მაგ საკითხში ნამეტანი უთავბოლო ვარ, ვერ ვიტან სიტყვების დაზეპირებას, შანსი არააა დავჯდე და ვიმახსოვრო რა სიტყვა რას ნიშნავს, არადა ერთ-ერთი მთავარი მომენტი ეგაა ენის სწავლისას...

Katten försvann said...

ვერც მე ვერ ვიზეპირებ და ერთ სიტყვას ხანდახან 20 ჯერ ვნახულობ :D

ntvare said...

ui chemi frangulis diplomi maqvs asagebi :D ra kargia ro gamaxsene :D lol

Katten försvann said...

ntvare- ფრანგულიოოოოო... ვაიმეეეეეე..ეგ იყო ენა ტანჯვა ჩემთვის :D 7 წლის ”სწავლის ” შედეგად მხოლოდ კითვა შემიძლია დღესდღეობით.

ხოდა შენ როგორ სწავლობ ენებს? რა მეთოდით ?

khatia said...

ravi, me magalitad ai nervebi ar myofnis ropm enebs chavujde, franguls da inglisurs ertad vswavlob exla da ukve vxvdebi ropm mijirs

Tamara said...

khatia - რა მეთოდით სწავლობ მაგ უცხო სიტყვებს? სათითაოდ იზეპირებ?

ენის სწავლა ნამდვილად დიდ მოთმინებას და ნებისყოფას მოითხოვს :(

khatia said...

ravi ar vizepireb nagdad, mara tu zaan sachiroa motbinebas vikreb da chavujdebi xolme

utvino said...

აი არტიკლი ინგლისურ ენაში ჩემთვისაც ფრიად ამოუცნობი ფენომენია, ლოგიკას ვერ ვხვდები, საერთოდ რა საჭიროა? : ))
აი გერმანულში არტიკლი ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობისაა და უფრო ჩახუჭუჭებული, მაგრამ მის ხმარებას ლოგიკა აქვს და თუ კარგად ჩაწვდები მისი ხმარების წესს სულაც არ არის რთული, ინგლისური კი ნუ რავიცი : (((
ისე ინგლისური მართლა ბევრად ადვილია გერმანულზე, აი ბევრად ბევრად :((
3თვეა რაც ინგლისურს ვსწავლობ და რაც ამ 3 თვეში ვისწავლე დაახლოებით იმდენი ს სწავლაში 1-2 წელი დამჭირდა გერმანულის შემთხვევაში, რაც შეეხება ჩეხურს გრამატიკა აქვს უაზრო მაგარი და განვიცდი, ერთი ისაა, რომ რუსულს ჰგავს და ვინმე ჩეხი რომ დაგელაპარაკება აზრზე მოხვალ რას გეკითხება, სულ რომ გონზე არ იყო ჩეხურის

Katten försvann said...

utvino - ინგლისური ყველაზე ადვილი ენაა რაც აქამდე შემხვედრია კი არადა მისწავლია :D
ხოდა არტიკლი უნგრულშიც გავიგე, შვედურშიც მაგრამ აი ეს ინგლისურს ვერ გავუგე რაა :( გერმანული ჯერ არ დამიწყია და არც ვაპირებ :D :P

ntvare said...

Katten försvann - ar miswavlia franguli, ubralod davdiodi :D

Katten försvann said...

ntvare - ზუუსტად ჩემსავით :)
არც მე მისწავლია, უბრალოდ 7 წელი დავდიოდი აბსოლიტურად ყველა gაკვეთილზე კვირაშ 2-3 ჯერ :D :D :D

nati kuda said...

არ შემიძლია ეს სიტყვების გაზეპირება. ხშირად ვკითხულობ ხოლმე ამოწერილ სიტყვებს და მასე ვიმახსოვრებ ან წიგნშივე ვუწერ ფანქრით და გადახედვისას რომ მხვდება თვალში, გონებაშიც რჩება. და საერთოდ ზოგს უცხო ენებისადმი მიდრეკილება აქვს და ადვილას სწავლობს. მე არ მაქვს :(

Katten försvann said...

nati kuda - შეიძლება მიდრეკილებაცაა, მაგრამ მგონია რომ აქ მთვარი არის:
1. სისტემის აგება რომლის მიხედვითაც სწავლობ ენას
2. კარგი მეხსიერება :)

ხოდა მე არც ერთი მაქვს არც მეორე. თუმცა შვედური ჩემთვის უკვე მეთხე ენაა (ქართულს თუ არ ჩავთვლით,) თითოეულ ენაში ქართულის ჩათვლით მაქვს პრობლემები, რომლებსაც ვერ ვგებულობ. აი მომკალი და არ შედის თავში :D ამოუხსნელი ფენომენია "X- files" :D

Keti said...

ენა თუ არ მომწონს, თუ არ მსიამოვნებს მისი მოსმენა, ვერ ვისწავლი. შეიძლება უცნაურია ეს "პრეტენზია", მაგრამ ასეა. რადგან როცა არცერთი სიტყვა არ ვიცი, ენა ჩემთვის "მელოდიაა", რომელიც ან მიზიდავს, ან პირიქით. ისეც, სმენით უკეთ ვსწავლობ:)
ადვილად ვიმახსოვრებ – ინტონაციით და ა. შ.