Jan 9, 2009

მნიშვნელოვანო გადაწყვეტილება!

ხანდახან ადამიანთა მოდგმა მეზიზღება...განსაკუთრებით მაშინ როცა ვუყურებ სევდიან ფილმებს სადაც ბავშვები და ცხოველები იხოცებიან, ან ვკითხულობ მსგავსი შინაარსის საიტებს და წიგნებს. ძალიან ვიგრუზები.. სრულიად აუტანელი ვხდები. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება:

1. არ ვუყურო სევდიან ფილმებს
2. არ წავიკითო სევდიანი წიგნები და საიტები

3.არ წავიკითხო საინფორმაციო გაზეთები და არ ვუყურო საინფორმაციო გამოშვებებს!
4. შევეცადო დადებითზე ვიფიქრო და ყურადღება რაიმე სასიამოვნოზე გადავიტანო, მაგალითად ჩემს
ახალ ჰობიზე - ხატვა ( ვერაფერს ვერ ვხატავ მაგრამ მაინც)
5.ბლოგზე ვწერო კარგი და თბილი პოსტები.
6.დავიწყო ინტენსიური ვარჯიში რომ უარყოფითი ემოციები გავდევნო და ვჭამო ბევრი შოკოლადი!

იმედია ეს ყველაფერი სასურველ შედეგს მომცემს!

7 comments:

თორნიკე said...

ზოგადად ბლოგებზე გახშირდა ''აგრესიით''დამუხტული წერილები,მაგრამ ეს ჩვენს რეალურ სამყაროდან გამომდინარე ხდება.მაინც კარგია როდესაც ''თბილ''წერილებს კითხულობ.

Pink Panthere said...

სხვისი არ ვიცი მაგრამ მე ძალიან დამგრუზა ერთმა საიტმა
ამ საიტზე უპატრონი ძაღლების გაჩუქებას ცდილობენ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ძაღლი თუ არ წაიყვანეს მაშინ კლავენ :(

utvino said...

აუცილებლად მოგცემს

GayGuy said...

მართლაც რომ მნიშვნელოვანი და სწორი გადაწყვეტილებაა. კარგი იქნება, თუ ახალგაზრდების უმეტესობა ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს. პატარა დოზებით ყველაფერი საჭიროა, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ადამიანმა შენ თვითონ რომ არ დაიგრუზო თავი, იმდენი საშინელება ტრიალებს გარშემო, რომ ამის გარეშეც არ დაილევა დასაგრუზი მასალა. ამიტომ გადაწყვეტილება მართლაც კარგია და ჯობია ცხოვრებასნათელ ფერებში ხედავდე. ეს რეალურ პრობლემებს არ წყვეტს, იმ წამიერად არ წყვეტს, მაგრამ ხანგრძლივ პერსპექტივაში შენი ხასიათის გაუმჯობესებაზე იმოქმედებს და შესაბამისად შენს გარშემო ადამიანებიც არ მოიწყენენ. ეს კი ამ დროში ბევრს ნიშნავს :):):)

giojio (SiD) said...

:) მშვენიერია... არც მითქვამს მივნესთვის და არც ვაპირებდი, მაგრამ რომ წავიკითხე შენი პოსტი, მომინდა მეპასუხა... მეც დაახლოებით მაგდაგვარი გადაწყვეტილება მივიღე, ყველანაირი ნეგატივი უნდა გავაქრო ჩემი ცხოვრებიდან, რადაც არ უნდა დამიჯდეს, რამაც კი შეიძლება დამგრუზოს და ცუდ ხასიათზე დამაყენოს, უნდა მოვკლა... ფიქრები, ფილმები, საიტები, ყველაფერი საერთოდ... უბრალოდ, მინდა რომ კარგად ვიყო და ვიქნები ;) მთავარია დაიჯერო...

Pink Panthere said...

რა კარგია რომ თქვენც გესმით ის რაც მე დავწერე ზევით :)
მადლობა თანადგომისათვის. მე მართლა მჯერა რომ თითოეულ ადამიანს თავად შეუძლია სიტუაციის შეცვლა ამ შემთხვევაში უკეთესობისაკენ.

giojio (SiD) said...

Pink Panthere - აქამდე ასე არ ვფიქრობდი, მაგრამ ბოლო დროს მივხვდი, რომ თუ რამის გაკეთება გინდა, აუცილებლად გამოგივა, შეუძლებელი არაფერია... გინდა კარგად იყო? მოინდომე-იქნები, გინდა ცუდად ყოფნა? არც ეგაა პრობლემა... მთავარია იმაზე გააკეთო კონცენტრირება, რაც გინდა რომ გქონდეს/გყავდეს... ბევრის დაწერა მინდა, მაგრამ აქ ვერ მოვახერხებ :)