Jan 9, 2009

აღშფოთებული ვარ! ძალიან აღშფოთებული!

მოკლეთ არ შემიძლია არ დავწერო. ბოდიშით თუ თავს გახვევთ ჩემს ემოციებს მაგრამ პირდაპირ გაბრაზუბული და გაკვირვებული ვარ ზოგი ადამიანების უპასუხისმგებლოით.

ყველა ჩვენგანი შედის forum.ge ზე. ხოდა გეცოდინებათ რომ იქ მშობლების განყოფილებაში არის ერთი ძალიან საყვარელი თემა რომელსაც ქვია ”ჩვენი ბავშვების სურათები” ხოდა , დღეს იქ წავაწყდი შიშველი ბავშვის სურათს, რომელიც ”ბედოვლათმა დეიდამ” დადო. ხოდა არ მესმის, რატომ დებენ შიშველი ბავშვების სურათებს? ერთი მიზეზი მაინც მითხარით? გინდაც დეიდა, გინდაც მამა , გინდაც მეზობელი და ვინც არ უნდა იყოს, რა უფლებით ?! არ ფიქრობენ იმას რომ შეიძება ფორუმზე ვინმე პედოფილი შედიოდეს, ან კიდე უარესი ვინმე ვინც ელემენტარული ასეთ სურათებს იღებს და ვინმეს ყიდის?

4 comments:

Kate said...

ეგ მეც არ მესმის მამენტ.

Anonymous said...

ხო თუ მართლა მასეთი რამე მოხდა არცისე კაია, თუმცა მაინც მგონი ტყუილად განაწყენდი, ვინც პედოფილია ის თავის საზრდოს ფორუმ.გე- ს გარეშეც ადვილად იშოვის დამიჯერე :)

Pink Panthere said...

aninimus, ყველგან იპოვის ნამდვილად. მე უბრალოდ სხვაგან არსად მინახია ასეთი სუარათები აქამდე და სადაც ნახე იქ აღვშფოთდი :)

hexe said...

ჰეჰ ეგ თემა ჯერ კიდევ ჯენერალში იყო
როდესაც ერთმა იუზერმა ძალიან მოკრძალებულად ურჩია მშობლებს
თუ შეიძლება მაქსიმალურად მოერიდეთ შიშველი ბავშვების სურათების დადებას, რადგან პედოფილები ყველგან დაძვრებიანო
და ეს პოსტი იყო და თავზე დაახურეს ყველაფერი
ესეთი რამე ან რამ გაფიქრებინა ან რამ დაგაწერინაო

არადა იმას რას ერჩოდნენ
სრულიად გულითადი და საღი აზრი იყო ..
?
:)