
როგორც იტყვიან სხვაგან კარგია მაგრამ სახლი მაინც საუკეთესოა :) ჩემთვის საუკეთესო ადგილი ჩემი სახლია, ალბათ ჩემამადე რომ არ ეთქვათ მე ვიტყოდი ”ჩემი სახლი ჩემი ციხესიმაგრეა”-ს.
ხოდა აი მოვაღწიე სახლამდე და შემიძლია მივხედო ჩემს ბლოგუშკებს და შევეცდები ცოტა ცვლილებებიც შევიტანო მათში :)
ხოდა ალბათ გაიფიქრებთ სად იყავიო. დიდი არაფერი, საშობაოდ უნგრეთში ვიყავით ქმრის მშობლების მასანახულებად ჩამოვიდით 30 ში ხოლო პირველში კი წავედით ნათესავებთან მეზობელ ქალაქში. აი იქ მართლა საინტერესო იყო რადგან ვიყავი ასანთის მუზეუმში :) ბევრი სურათები გადავიღე და მალე ერთ პოსტიკსაც დაგიწერთ უსაფრთხო ასანთის წარმოშობოსა და განვითარების შესახებ :)
თქვენთვის რაა ადგილია ყველაზე საუკეთესო, სადაც ისვენებთ და სადაც სრულიად მოდუნებული ხართ?
17 comments:
sayvareli adamianebi is zi best saca ar unda iyo mattan ertad
ჩირვენი , თითქოს მეც ამსე ვფიქრობდი თუ ვფიქრობ მაგრამ ფაქტია რომ ეგრე არაა. სადაც არ უნდა ვიყი, ვისთანაც არ უნდა ვიყო ჩემი სახლი მაინც მენატრება :(
saxli, ra tqma unda.. chemi otaxi.
kidev shemodgomaze zgvaze visveneb sulierad...
kidev aris erti adgili... ufro scorad iyo... magram iqneba isev :)
ჩემთვის ანანურია ეგეთი ადგილი და ფასანაური შემოდგომის მიწურულს, "დაჩნიკებისგან" რო იცლება და სიმშვიდე როა მაშინ.
კიდე კუნძული სანტორინი, ნამყოფი არ ვარ, მაგრამ მგონია ნირვანას იქ მივაღწევ.
რკინის თევზო, აშკარად ერთ წყალში ვცურავთ :)
JoKey - მაგ კუნძულზე მასე თუ ფიქრობ, მაშინ ღირს დანაზოგის შექმნა და ნირვანისაკენ ”გაცურვა”
ჩემთვისაც ფაქტიურად, ჩემი სახლი გამოდის ეგეთი ადგილი, ოღონდ ის არა, სადაც მუდმივად ვცხოვრობ, არამედ ის, რომელშიც ძალიან იშვიათად მიწევს ყოფნა, მაგრამ როცა ვარ, იმდენად ვისვენებ, სულიერადაც და ფიზიკურადაც რომ, სხვაგან იგივეს ვერსად ვგრძნობ... ხო, ეს ადგილია რაჭაში ერთ-ერთი მაღალი და პატარა სოფელი...
Pink Panthere - სად არის ეგ ასანთის მუზეუმი? :) არ გაქვს ფოტოები გადაღებული? შენ პოსტს მოუთმენლად ველი... ხო, რატომ დამაინტერესა და... ასანთის კოლექცია მაქვს და პრინციპში, არც ისე პატარა :)
ვუი, ახლა შევამჩნიე რატომღაც, ბევრი ფოტოები მაქვსო... არ გინდა, დამთრგუნო და ეგ სურათები მომცე? :D
giojio (SiD) პოსტი აუცილებლად იქნება უახლოეს მომავალში :)
ასანთის მუზეუმი კი არის იონშოპინგში, შვედეთი. მოკლეთ დაწვრილებით დაწერ თავისი სურათებით და ამბებით :)
პ.ს ინგლსურად მინდა დაწერა (ახალ ბლოგს აკეთებ და ხო ნორმალურიათუ ქართულადაც დავწერო ერთი პოსტი ? )
სურათების მოცემა შემიძლია მას შემდეგ რაც პოსტს დავწერ :) ოკ ? :)
ახლა სერიოზულად დაფიქრდი ამ კითხვაზე...
ალბათ მეგობრებთან...
მშვიდად ვარ და ისე, როგორც მინდა, რომ ვიყო...
რადგან მეგობრებს მე ვირჩევ და ოჯახის წევრებს ვერა.
Kate -მეგობრებთან ერთად სადაც არ უნდა იყო ყველგან მშვიდად გრნობ თავს?
Pink Panthere - ძალიან კარგი, მაგრამ ქართულადაც თუ გააკეთებ, კარგს იზავ, ინგლისურად ნახევარს ვერ გავიგებ :) ხო და სურათები იყოს მერე, რა უჭირს, ცოტა გვიან დავიბოღმები და ეგ იქნება :D იმ ბლოგის მისამართიც დადე მერე, ჩავამატებ, მომწონს ეს ბლოგი და არც იქნება უინტერესო ;)
giojio - კი ქართულადაც დავწერ მაშინ.
(ინგლისურად იმიტომ ვწერ რომ ვივარჯიშო წერაში, ბევრ შეცდომეს ვუშვებ და :( )
Pink Panthere - :) ხო და შენ წერაში ივარჯიშე, მე შენ ნაწერზე კითხვაში და ასე, ორივე ნელ-ნელა დავამუღამებთ :) მაგრამ იცოდე, რამე არ შეგეშალოს, მეც უკუღმა არ ვისწავლო რამე :D
სახლი რა თქმა უნდა, ყველაზე მშვიდად, დაცულად და კარგად ჩემს კედლებში ვგრძნობ თავს
giojio - მზადაა პოსტის ინგლისური ვერსია. ქართულიც მალე იქნება მზად . ჩემი ახალი ბლოგია : http://travelvirtually.blogspot.com/
utvino - სახლში ყოფნა თუ გბეზრდება ხოლმე ხანდახან ?
ძალიან იშვიათად
Post a Comment