Jan 5, 2009

Addicted


Internet addiction disorder -ის დიაგოზი დავუსვი ჩემს თავს, ყოველივე იმის შემდეგ რაც მე მჭირს ინტერნეტთან დაკავშირებით.

რათქმაუნდა დამაინტერესა ჩემმა დიაგნოზმა და დეიდა გუგლის მეშვეობით ვიპოვე, რომ Internet addiction disorder არის Computer addiction - ის ერთ ერთი სახეობა. თავად ტერმინი Computer addiction პირველად გამოუყენებია და ზოგადად იდეა განუვითარებია Nicholas Rushby -ის 1979 წელს წიგნში ”An Introduction to Educational Computing” . ავტორი წერს რომ ასეთ ადამიანებს შეიძლბა ქონდეთ აბსისტენციური სიმპტომებიც კი.
ინტერნეტზე მიჯაჭვულობა აჩვენებს რომ ადამიანები შეიძლება იყვნენ მიჯაჭვულნი არა მარტო ნივთებზე არამედ გარემოზე და ამ შემთხვევაში კი ინტერნეტ გარემოზე.

ხოდა რა მჭირს მე? რის პირობაზე დავუსვი ჩემს თავს ეს დიაგნოზი და ამდენი რატომ ვიბოდიალე. აი ყველაფერს ჩამოვწერ ქვევით:

1. დილას გაღვიძებისთანავე ვრთავ კომპს და შევდივარ ინტერნეტში. თავიდან ვფიქრობდი რომ მხოლოდ რამოდენიმე საიტზე ვარ მიჯაჭვული, მაგრამ მათი დაბლოკვის შემდეგაც კი სიტუაცია არა შეცვლიალ, უბრალოდ საიტები შეიცვალა.

2. რაც არ უნდა ბევრი საქმე მქონდეს, სასწავლი ან რამე სხვა, მე უაზროდ დავსეინრობ ინტერნეტ სივრცეში და გასაკეთებელს არ ვაკეთებ. მაშინაც კი როცა სადმე მივდივარ, შეიძლება დავაგვიანო მხოლოდ იმიტომ რომ ინტერნეტში ”შემოვრჩი”.

3. ინტერნეტ ”სეირნობას” მიაქვს უამრავი დრო, რომლის სანაცვლოდ არაფერს არ ვღებულობ.

4. ყველაზე დიდი პრობლემა კი ადამიანებთან ურთიერთოობაა. თუ ვირტუალურ გარემოში ძალიან ადვილად ვახერხებ ურთიერთობას , რეალურად დროის მსვლელობასთან ერთად უფრო და უფრო უარესდება მდგომარეობა. ხოლო ყველაზე მთავარი რაცაა და რაც მართლა მაწუხებს არის ის რომ მოთხოვნილებაც არ მაქვს რეალურ ხალხთან ურთიერთობისა. ჩემი თავი ხშრად დამიჭერია იმაში რომ ადამიანებთან ლაპარაკისას ენის გამოყოფის სმაილიკს ვაკეთებ ხოლმე, ანუ ენას ვყოფ... ხომ წარმოგიდგენიათ რა კოშმარია :(

5. და დიაგნოზი Internet addiction disorder დავსვი იმიტომ რომ კომპიუტერი ნეტში თუ არაა ჩართული მაშინ ძლიან იშვიათად ვრთავ.

ხალხო, თქვენ როგორ ხართ ამ მხრივ? გახასიათებთ ეს მიჯაჭვულობა? როგორ ებრძვით საკუთარ თავს, კომპიუტერს და ინტერნეტს?

23 comments:

utvino said...

ააააა ნახატია მაგარი :))
ლოოლ
ძალიან ნაცნობი პრობლემააა
თუმცა ერთხელ ჩავატარე ექსპერიმენტი, არ გავკარებოდი ინტერნეტს და კომპიუტერს, აღმოჩნდა, რომ ეს სულაც არ არის რთული და შეუძლებელი, ისაა მხოლოდ რამდენად მინდა ასე იყოს, აქაც აღმოჩნდა,რომ არ მინდა ინტერნეტისგან დამოუკიდებლად ცხოვრება :))

Pink Panthere said...

utvino - მასეთ ექსპერიმენტებს ვერ ვატარებ. არ მინდა ერთია და არ შემიძლია ეგ უკვე სხვა :(

OTO said...

არ ვებრძვი.: )

khatia said...

ფსიქოლოგები ამბობენ რომ კვირაში 36 საათზე მეტს თუ ატარებ კომპთან ეს უკვე ფსიქიკურ დამოკიდებულებას ნიშნავს, რაც იგივე სირთულისაა როგორიც ნარკომანია ან ალკოჰოლიზმიო და თერაპიულ ჩარევას ექვემდებარებაო, რომ ვკითხეთ რა ვუშველოთ ასეთ ბავშვებსო გვიპასუხეს აუხსენით რა სასიცოცხლო ზიანი შეიძლება მოუტანოს მას კომპიუტერმაო, ყველა ადამიანს უნდა რომ ჯანმრთელი იყოსო, მითუმეტეს ახალგაზრდებას და ამიტომ ეს მეთოდი ხშირად ამართლებსო, ისე მე მაინცდამაინც არ ვენდობი ეხლა ძალიან პრიმიტიულია, მაგრამ რავი მაინც რა...

noemberi said...

netis gareshe compi gind yofila da gind ara. nu me yovel shemtxvevashi sxva araferi madgeba. ise ki, jobia saerTod ar CavrTo Tu vici rom ar gamova dRes "kaifi", Torem Tu chavrTe mere vsooo

Pink Panthere said...

OTO - არ გაწუხებს თუ ? არ გახასიათებს მიჯაჭვულობა?

khatia - ეგ მეთოდი რომ ჭრიდეს , აქამდე ერთი ადამიანიც არ უნდა იყოს ვინც სიგარეტს ეწევა :ჵ

noemberi - რატომ, უნეტროდ მშვენივრად შეგიზლია ითამაშო, ან რამე დაწერო, ან წიგნი წაიკითხო. მოკლეუდ უამრაი რამ. მაგრამ mag. ჩემთვის უნეტო კომპი ნაკლებად მიმზიდველია :D

თორნიკე said...

ჩემთვის მტკივნეულ თემას შეეხეთ,რადგან რაც ინტერნეტ სივრცეში შემოვედი დროის ფასი დამავიწყდა.ბლოგი რაც გავხსენი უფრო მეტ დროს ვატარებ კომპიუტერთან(არ ვიცი ამაზე მეტი დრო არ არსებობს).რეალურ ურთიეთობებშიც დიდი უფსკრული გაჩნდა.ამიტომ ყველას ურჩევ(პირველიგში საკუთარ თავს) ''უფრო მეტი დრო დაუთმეთ რეალურ სამყაროს''..ინტერნეტი მაგნიტივითაა..ზოგჯერ გინდა თავი დაანებო,მაგრამ არ შეგიძლია.წელიწად ნახევარი არ მქონდა ინტერნეტი,მაგრამ მგონი ერთ თვეში ავინაზღაურე ''დანაკლისი''.

თორნიკე said...

ჩემთვის მისაღები კომპიუტერი ინტერნეტის გარეშე,მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პროფესიიდან გამომდინარე ვორდში ტექსტების ბეჭვდა გიწევს.ალბათ ყველაზე კარგია ადამიანმა დროის განაწილება იცოდეს(ჩემი ჩათვლით).ინტერნეტი არის ინფორმაციის მოძიების ერთერთი ყველაზე ოპტიმალური სისტემა.მე ყველაზე ძალიან მასში ეს მომწონს,მაგრამ გადამეტებული არაფერი არ ვარგა.

egoistka said...

მეც ეგრე ვარ : )) მაგრამ მეტი საინტერესო რა გავაკეთო არ ვიცი. თუმცა სიმართლე უნდა ვთქვა და ძალიან უაზრო გახდა ინტერნეტში ბოდიალიც. სხვა რამე საქმე რომ მქონდეს ასე ხშირად აღარ ვიქნებოდი ინტერნეტში. ალბათ უფრო მეტს რომ გავდიოდე გარეთ. რავიცი.

Pink Panthere said...

თორნიკე ჩემი პრობელმაც რეალური სამყაროა :(
ფაქტია რომ არ მაქვს ერალური მეგობრების მოთხოვნილება, ვირტუალური ბევრი მყავს და სრულიად ”კმაყოფილი” ვარ. არადა ფსიქოლოგი ვარ პროფესიით და ვიცი რომ ეს არ არის ნორმალური!! და ადრე თუ გვიან გარკვეულ კრიზისამდე მიმიყვანს!

რა სახის ინფორმაციას ეძებ ნეტით ?

Pink Panthere said...

ეგოისტკა - გინდაც გარეთ გასვლა და გინდაც კითვა. ან რა ვიცი რაიმე საინტერესოს სწავლა.

სულ ვფიქრობ, ადამიანებები და ახალგაზრდიბა ინტერნეტისა და კომპის გამოგონებამდე როგორ ერთობოდნენ და რას აკეთებდნენ? ფაქტია რომ boredom - ისაგან არ იხოცებოდნენ.

თორნიკე said...

Pink Panthere:მეც ბევრი ვირტუალური მეგობარი შევიძინე,მაგრამ ზოგი ვირტუალურ მეგობრად დარჩა,ზოგი კი საუკეთესო მეგობარად იქცა(რეალურ სამყაროში).ერთ ფორუმზე 4 წელი ვიყავი.ჩემი ოჯახივით იყო.ყოველ წელს ვხვდებოდით ერთმანეთს.ბოლოს ეს ფორუმი გაითიშა.ეხლა ძირითადად სკაიპის საშუალებით ვლაპარაკობთ,მაგრამ ვცდილობთ უფრო ხშირად შევხვდეთ ერთმანეთს.ხშირად ვირტუალურ ურთიერთობებს დიდი იმედგაცრუება მოსდევს.ადრე როცა კომპიუტერი და ინტერნეტი არ არსებობდა ალბათ უფრო ''ბედნიერები''იყვნენ,რადგან სწორედ რეალური სამყაროა ყველაზე მყარი დასაყრდენი ურთიერთობების(მეტი სითბო და სიყვარული იყო).როგორც უკვე ავღნიშნე ვირტუალური მეგობარი გამხდარა ჩემი უახლოესი მეგობარი,მაგრამ მაინც არსებობს ''ვირტუალობის'' მყარი კედელი.ჩემი მოღვაწეობა ინტერნეტ სივრცეში ''ბლოგერობით''გრძელდება,რით დამთავრდება არ ვიცი.

Pink Panthere said...

თორნიკე, მე არ ვიცი თუ შევძლებ ჩემი ვირტუალური ამხანაგების შეხვედრას, ზოგი იაპონელია და ზოგი ჰინკონგინდან. (ნუ ძირითადად ამ ზონიდან)

OTO said...

არა უბრალოდ არ ვებრძვი : D

ჩორვენი¹³ said...

maqvs mara mase zalianac ara amitom ar masuxebs :D

Anonymous said...

maqvs da dzalian macuxebs.
veranairad ver vebrdzvi.

Keti said...

შენი ჩამოთვლილი პუნქტიდან ხუთივე ჩემიც არის, :პ: – ს რეალში გაკეთების სურვილის ჩათვლით.

და არ მაწუხებს ეს დამოკიდებულება. სახლში – უფრო დედას, რადგან ძირითადად ეკრანს ვარ ჩაჩერებული და ჩუმად, მაშინ როცა ვირტუალურად ამდენს ვლაპარაკობ.
სამსახურში... აქაც დაბლა სწევს საქმის ხარისხს.

Pink Panthere said...

Keti რა სფეროში მუშაობ? ელემენტარული 20 საათი ადამიანი ნეტში რომაა შემძვრალი ცოტა ძნელია მუშაობა :(

zzzeus said...

მეც ჩავატარე ექსპერიმენტი ჩემს თავს კომპიუტერი ავუკრძალე, ჰოდა რამდენიმე დღე არ გავეკარე მერე ავდექი და დავჯექი სხვა საქმე, რომ არაფერი მქონდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თითქოს მარტო მაშინ ვჯდები როცა საქმე არ მაქ, ხანდახან 10 წუთის გამოც ვჯდები რაიმე შუალედი თუ მაქვს, მერე ცოტა ხანი მიგრძელდება და შედეგად ვაგვიანებ ყველგან. ეს ერთ–ერთი ფორმაა დაავადების, ამიტომ ჩვენ ყველანი ინვალიდები ვართ და პენსიაც გვეკუთვნის :D

Pink Panthere said...

zzzeus hahaaa, მომეწონა შენი იდეა :)
გაფიცვა ლოზუნგით ”ჩვენ ყველანი ინვალიდები ვართ!”

ხოდა ალბათ მალე ამ აaddictions შეიტანენ დაავადებათა კლასიფიკაციაში და მერე ვინ იცის იქნებ პენსიებსაც გამოვკრათ ხელი :D

noemberi said...

Pink Panthere
ედიქშნ-იც მაგაშია, რომ შეიძლება უამრავი რამის გაკეთება და მე კი ნეტის გარდა არაფერი არ მინდა. ამიტომ გინდ ჩართული ყოფილა და გინდ გამორთული სულერთია. თავის კონტროლი კი მაში მდგომარეობს რომ საერთოდ არ ჩავრთო კომპი. :(

Pink Panthere said...

noemberi - ეეეჰ, სადაა საერთოდ არ ჩართვის ბედნიერება :(

მგონია ჩვენნაირებს მართლა პენსიას დაგვინიშნავენ მალე.
პ.ს. დღეს ტესტირებაზე დამაგვიანდა , რადგან ნეტში შემოვრჩი :(

ინტერნეტ მარკეტინგის სახელმძღანელო said...

ინტერნეტი ფულის შოვნის უნიკალური საშუალებაა, ამიტომ ჯობია კომპიუტერთან ჯდომაში გაატარო 5 საათი და მიიღო შემოსავლები, ვიდრე 400 ლარიან უვარგის სამსახურში იყო და დროს გაყვანაზე ფიქრობდე.