Dec 19, 2008

თითქოს პირველად წავედი პაემანზე :)


გუშინ საღამოს ჩემმა ქმარმა დამირეკა და შემთავაზა ერთ ერთ კაფეში ვახშმობა . (საჭმლის გაკეთება დამეზარა ძალიან, ის კი მშიერი იყო და ასე მოიფიქრა ამ პრობლემის მოგვარება :D :ბოროტი ცოლის ჩახითხითება:) რათქმაუნდა ”გამივიპრანჭე” აუცილებელ ნივთებს ზურგჩანთაში ვუკარი თავი, პომადა გადავისვი, ჩემი ლამაზი კურტკა ჩავიცვი, ვარდისფერ ქაშმირის შარფში კარგად გავიხვიე ცხვირ პირი და ეიფორიაში მყოფი გავეშურე ”პაემანზე ”

ჩემი სახლიდან კაფემდე სადაც შეხვედრა გვქონდა დათქუმლი დაახლობით 20 წუთია ამიტომ საკმაოდ დრო მქონდა იმის ანალიზისათვის რასაც მე ვგრძნობდი. საქმე ისაა რომ ძალიან ვშფოთავდი, აი როგორ იცით გოგო რომ პირველად დასთანხმდება საყვარელ მამაკაცს შეხვედრაზე. აი ზუსტად მასე ვიყავი . თავიდან შევეცადე გამეხსენებინა მთელი დღის განმავლობაში რამე ხომ არ დამილევია :P არა, არა ნამდვილად არაფერი არ დამილევია, საკმაოდ ფხიზელ მდგომარეობაში ვიყავი და ზოგადად სრულიად ჩვეულებრივი ნაცრისფერი დღე მქონდა. მაშინ რატომ ვიყავი ასე აფორიაქებული, ეიფორიაში ?

ვიჯექი ტრამვაიში და ვგრნობდი და მესმოდა ჩემი გულის ფეთქვა, იმავდროულად ვფიქრობდი სხვა შემთხვევებზე როცა ჩემ ქმარს უნდა შევხვედროდი, და აღმოვაჩინე რომ ყოველ შეხვედრაზე ისე ვნერვიულობდი თითქოს პირველად ვხვდებოდი მას :)

თქვენ თუ გქონიათ ასეთი შემხვევა როცა თქვენს დიდი ხნის პარტნიორს, შეყვარებულს, ქმარს ხვდებით და ისე ნერვიულობთ თითქოს პირველი შეხვედრა ყოფილიყოს? რას ფიქრობთ რატომ ვგრძნობთ თავს ასე? :)

30 comments:

utvino said...

რა მაგარია : )))
ძალიიან ბევრს ეგ რაღაცნაირი შფოთვა ცოლ-ქმრული ცხოვრების რაღაც დროის შემდეგ უქრება და საშინელებაა
რაღაც დამთბა ძალიან :))
და მესიამოვნა
რატომ არ ვიცი
მაგარია :))

Sal said...

მაგარი გრძნობაა :) მე მქონდა ხოლმე მასე ,სულ მასე ვიყავი როცა ჩემ შეყვარებულს ვხვდებოდი,არდა კაი ხანი ვიყავით ერთად :) სახლიდან ყოველი გასვლის წინ არ ვიცირა მჭირდა,,არადა 24 საათი ერთად ივყავით,
დაჟე ტელეფონზე რომ მირეკავდა ნა ვურეკავდი გული ნასკებშჳ ჩამდიოდა, მემგონი' this is love <3

deka136 said...

ვახ, ერთი უნდა შევიყვარო ვინმე :D

თაკა said...

ara dzaan magari da dzaaalian magari shegrdznebaa albat..
kiarada egrea..
magram tramvai sad ipove? :S

hexe said...

:love:


ძალიან მაგარია
გული ამიკანკალდა კი არა და ამიფორიაქდა
ამიფართხალდა



გამახსენდა

:)


ბოლო კითხვას რაც შეეხება
პასუხი ძალიან ბანალური და მარტივია- იმიტომ რომ გიყვარს

:tan:

Pink Panthere said...

მიხარია რომ ზოგიერთ თქვენგანს გამოცდილი გაქვთ ეს გრძნობა :)

დეკა - შენ კი გურვებ ამ გრძნობის განცდას, შეიძლება გიყვარდეს ვინმე მაგრამ ეს განცდა არ გქონდეს, ან შეიძლება სულაც არ გიყვარს მაგრამ ყოველი შეხვედრის წინ ისე ნერვიულობ თითქოს პირველად ხვდები :)

თაკა - ქალაქში სადაც მე ვარ ტრამვაი ყველაზე მოსახერხებელი ტრანსპორტია :) ყველგან მიდის და 24 საათი მუშაობს :)

თაკა said...

vui megona saqartveloshi ikavi da imitom..
mapatie :S

Pink Panthere said...

თაკა - კაი რააა, რაზე მეუბნევი მაპატიეო :)
ქისს :)

tindatin said...

ოომგ :) რა საყვარელი პოსტია :ლოვე: სოო sweeeet : ) აიი მეც პოლსკისნაირად :უსერ: დაჟე დარეკვაზე, ან მე რომ ვურეკავ და რომ უნდა აიღოს იმაზეც კი გული მიჩქარდება :უსერ: იტ'ს ლოვე ლოვე ლოვე...

iron fish said...

აი მე სულ მაგას ვეწუწუნები ჩემსას, როცა სულ ერთად ვიქნებით, მერეც ხომ ესე ჩამეხუტები, მერეც ხომ ესე წავალთ კინოში, მერეც ხომ გამომივლი სამსახურში და შენი ხელით მაჭმევ ხოლმე მაკნაგეტსებს...
ხოდა შენმა პოსტმა რაღაც დამამშვიდა და გამიხარდა....
ძალიან მაგარია... :user: :love:

misherson said...

საერთოდ ჩემი იდეაა, რომ საღამოობით დაივიწყო შენი საყვარელი ადამიანი და მეორე დილას რომ გაიღვიზებ იმაზე იჩალიჩო რო თავიდან გაიცნო =)) გაცილებით საინტერესო გაცნობა შეიძლება გამოვიდეს... არ გიცდიათ არავის ? =)

Pink Panthere said...

iron fish - ნუ ეწუწუნები, შენთვის იფიქრე ჩუმად :) და მერე რა იქნება მერე ნახავ :) თუ რამე ისე არ იქნა როგორც გინდოდა მისი მხირდან ნუ დაელოდეი ცვლილებების დაწყებას, არამედ შენ დაიწყე ცვლილებები :)

tindatin - დარეკვაზე ახლა აღარ მიჩქარდება გული :P

misherson - იდეა თავისთავად. სიურეალისტური :)

ntvare said...

taqikardiebii :love:

Pink Panthere said...

ntvare ექიმო, მხოლოდ შენ თუ გვიშველი ამ "ტაქიკარდიით" დაავადებულ ხალხს :P

Anonymous said...

:)

Khatia said...

სიყვარული სხვადასხვანაირი არსებობს, სხვადასხვა პერიოდებში სხვადასხვანაირ განცდას იწვევს. ხშირად დიდხანს ერთად ცხოვრებისას ეს რაღაც ჯადოსნური ქრება. ფანტასტიურია, როცა კიდევ არის მომენტები, როცა ამ ჯადოსნურ სამყაროს შენს გარშემო გრძნობ ;) ე.ი. გულს სიყვარული შეუძლია და ბედნიერია :) ბედნიერებად სიგურვებთ! :)

killer said...

შეხვედრის წინ არა, მაგრამ როცა ვუყურებ, მიხარია. ბედნიერად ვგრძნობ თავს რომ მყავს. ალბათ შეხვედრის წინ დრო რომ მქონდეს, მეც მასე ვიქნები. :)
მაგარია წლების მერეც რომ გაქვს ესეთი შეგრძნება :)

Pink Panthere said...

Khatia - კი , მეც ხშირად გამოგია რომ დრო სიყვარულს კლავს, თუმცა ვფიქრობ დრო კი არა თავად ჩვენ ვკლავთ :)
მეც ენიერებას გისურვებ :)

killer -ხოოო, მასეთი განცდაც მქონია :)
პ.ს. კიდევ აქ ხარ კაცო ?? :P

ntvare said...

Pink Panthere - არა აარა, შველა არ უნდა მაგას, პირიქით :D

Pink Panthere said...

"ntvare - Pink Panthere - არა აარა, შველა არ უნდა მაგას, პირიქით :D:"

ნთვარე ექიმი თუ ასე ამბობს მაშინ გავითვალისწინებთ აუცილებლად
:P :P

Anonymous said...

მეც მასე ვარ ზუსტად ნუ სეყვარებულია ქმარ არაა მაგრამ მეორე წელია უკვე ტიტმიქს ყოველდღე ვნახულობ მაგრამ ყოველი ნახვის წინ საშინლად ვღელავ ასევე დარეკვის წინ მიუხედავად იმისა რომ ყოველ საათსი ერთხელ ვურეკავტ ერთმანეტს,მე ვფიქრობ რომ ესაა სიყვარული :)

Pink Panthere said...

”ყოველი ნახვის წინ საშინლად ვღელავ ასევე დარეკვის წინ მიუხედავად იმისა რომ ყოველ საათსი ერთხელ ვურეკავტ ერთმანეტს”

ყოველ საათში ასე თუ გრნობ თავს მალე ეს ჩვეულებრივ მდგომარეოად გადაიქცევა:) ანუ სულ აფორიაქებული გამოდიხარ მაშინ :) სიყვარულით აფორიაქებული :)

khatia said...

ქმარს არა :) მარა შეყვარებულს რო ვხვდები თითქმის ყოველთვის ძააან ვღელავ, ერთხელ იყო რომ 1 თვე არ გვენახა ერთმანეთი, ზაფXულში და მერე რო ჩამოვედით ორივე და უნდა შევხვედროდი ცოცხალი თუ გადავრჩებოდი არ მეგონა მთელი დღე ისე ვღელავდი, წამალი დავლიე და ისე წავედი გული არ წამივიდესთქო :D აუ გამახსენდა ეხლა :) მმმ...

Pink Panthere said...

ხატიაა- მეც გამოცდილი მაქვს ეგ ყველაფერიი
უცნაური შეგრძნებაა როცა დიდი ხნის მერე ხვდები საყვარელა ადამიანს :)

Anonymous said...

მთელი დღე სულმოუთქმელად ველოდები ხოლმე როდის გახდება 6 საათი, როდის დაეწერება სკაიპში ჩემი ქმრის სახელს offline და ვიცი რომ მალე მოვა...
მერე ფანჯარას ვეცემი...
კარებიც აუცილებლად მე უნდა გავუღო და ერთად ვივახშმოთ (თუ დააგვიანა უიმისოდ მაინც არ ვჭამ)
სკაიპშიც შეყვარებულებივით ვჭუკჭუკებთ, რატომღაც სულ მენატრება
მიუხედავად იმისა რომ 3,5 წელი შეყვარებულები ვიყავით და აგერ უკვე 1.4 წელია ცოლ-ქმარი ვართ სულ მგონია რომ ეხლა გავიცანი
მართლა არ ვაჭარბებ და ერთმანეთს ლოგინშიც ფანტასტიურად ვეწყობით და როგორც ზემოთ თქვეს მის ყოველ შეხებაზე მაკანკალებს
არ ვიცი რატომ
სულ მგონია რომ ეს პირველად ხდება და მგონია რომ სიამოვნებისგან გული წამივა

space said...

imaginary ტრამვაი ? :-? თუ=))

space said...

უიუი 24საათიო =)
მეუასება ტრამვაები :">

Pink Panthere said...

space - მეც. ქალაქში გადასაადგილებლად საუკეთესო ტრანსპორტია და გარდა ამისა რომანტიკულ ხასიათზე აყენებს ადამიანს :)

m i r a m a x said...

მმმმმმმმმმმმმმმ <3 გული ამიჩუყდა :)

space said...

რომანტიკულობაში 0 ვარ ,მარა ტრამვაი კაი ვეშია =))