Dec 27, 2008

შემაჯამებელი პოსტი :)

მოდით ერთად შევაჯამოთ ეს წელი და დავწეროთ რა კარგი და ცუდი მოხდა ჩვენს ცხოვრებაში 2008 წელს?! :)

დღეს დილიდან დაწყებული საკუთარ თავს ვეკითხები რა გავაკეთე მთელი 2008 წლის განმავლობაში, რა შემეძლო გამეკეთებინა და სიზარმაცისა თუ ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო არა თუ ვერ გავაკეთე. გადავავლე თვალი ყველაფერს და პირადად მე რაც მეხება მივხვდი რომ ნეიტრალური უფრო ბევრი იყო ჩემს ცხოვრებაში ვიდრე პოზიტიური ან გინდაც ნეგატიური.

ალბათ არა მარტო ჩემთვის არამედ ყველასათვის ნეგატიური იყო აგვისტოს ომი საქართველოში, მე მაგ დროს ბალატონზე (ტბა უნგრეთში) ვიყავი და ყველას ჩავუშხამე დასვნება, ისეთი დაბოღმილი და განერვიულებული ვიყავი. დაჩაზე სადაც ჩვენ ვისვენებდით ინტერნეტი არ იყო, და ინფორმაცია რომ მიმეღო, ლეპტოპით ღამ ღამობით ერთ სასტუმროსთან მივდიოდი სადაც ნეტი გახსნილი იყო და ასე ვთქვათ იმათი ქსელით ჩუმად ვსარგებლობდი. მეორე უარყოფითი მომენტი იყო და არის ის რომ სამსახური ვერ ვიშოვე და ეკონომიკური კრიზისის გამო მომავალ წელს ალბათ კიდევ უფრო გაძნელდება :(

მიუხედავად ყოველივე ზემოთთქმულისა 2008 წელს იყო მომენტები რომლებიც ძალიან თბილად მახსენდება ასეთებია: ჩემი საქართველოში ვიზიტი. რიგაში მოგზაურობა :) ჩემი მეგობრის დახმარება მორალური მხრით. ბლოგზე წერის გაგრძელება, (ჩემი პირველი ორი ბლოგი 2006 წელს გავაკეთე მაგრამ წავშალე რადგან არავინ შემოდიოდა) რაც კი მქონდა ყველა გამოცდის წარმატებით ჩაბარება. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ახალ სახლში გადასვლა სადაც რემონტი და საერთოდ ყველაფერი საკუთარი ხელით გავაკეთეთ :)

რა შემეძლო გამეკეთებინა და არ გავაკეთე ?? რთული კითხვაა, შემეძლო უნივერსიტეტში სწავლა დამეწყო მაგრამ დამეზარა ტოეფელის ჩაბარება. ალბათ იმ ასაკში აღარ ვარ როცა ყველაფერს თავიდან იწყებენ :)

25 comments:

ntvare said...

რაც მე ამ ზაფხულს ვინერვიულე, 5 წელიწადს მეყოფა :D არამარტო ომის გამო

ისე კი წელს მაინც ძალიან ბევრი კარგი რამე მოხდა

Pink Panthere said...

ntvare - გვითხარი რააა რა კაი ამბები მოხდა :)

ERM0NIA said...

მართლა ვირთხის წელიწადი იყო. :D .)

Sal said...

ყველაზე ბედნიერი და სავსე ლამაზი ემოციებით, ასევე ყველაზე უბედური და სავსე საშნელი ტკივილით,, ეს იყო 2008 წელი,
როცა დავკარგე ყველაფრის აზრი ცხოვრებაშ და როცა ეს აზრი გაჩNდა ისევ..

ასეთს მეორედ ვეღარ გადავიტან :D

Pink Panthere said...

ermonia - რას გულისხმობ ??

Sal - ლამაზი ემოციების შესახებ დაწვრილებით დაგვიწერე ფლიზ :)

თაკა said...

agarasodes ganmeordes isini rac iko.
ginda kargi da ginda cudi..
es minda me :/

tindatin said...

shemiyvarda wels me :user:

Pink Panthere said...

თაკა , კარგის გამორება რატომ არ გინდა ? :)

tindatin - ძალიან კარგი რამ მომხდარა :) შენი სიყვარული დიდ ხანს გაგრელებას გისურვებ :) :)

ERM0NIA said...

Pink Panthere
რას ვგულისხმობ და ვირთხასავით წელვადი და უსიამოვნო იყო. მხოლოდ ერთი ძალიან საკაიფო რამ მოხდა ი ვსო. :))))

peoplearound said...

ოო
ეს წელი იყო ყველაზე ბედნიერი და ყველაზე მწარე, რაც კი ოდესმე ყოფილა. რაც მე 2008ში ემოციები მქონდა,იმდენს დანარჩენი 17 წელი ერთად ვერ შეედრება..

Pink Panthere said...

ERMONIA - გვითხარი ეგ კაი სასიამოვნო :)

peoplearound - აბა ცოტა დაცწვრილებით მოგვიყევი :) აირჩიე დაებითი ემოციებზე გირჩევნია მოყოლა თუ უარყოფითზე ? :)

Infection said...

წელს ის წელი არაა რუსეთმა თავზე რო დაგვაიმასქნა? მაგას გარდა ბევრი ცუდი რამე მოხდა. მარა მაინც კაი წელი იყო (ჩემთვის) იმიტო რო პირველად გავლახე ვიღაც როჟა. :ბოროტისმაილიკი:

Pink Panthere said...

Infection - შენ ვინმეს გალახბა თუ ბედნიერებას განიჭებს, ეჭვი მაქვს უპრობლემოდ იქნები სულ ბედნიერი :P :P

Infection said...

მასე ადვილი არაა პირველივე შემხვედრ ადამიანს უთხრა "უკაცრავად გალახვის თაობაზე გაწუხებთ" და მუშტი ხიო სახეში ამიტო არ ვარ ბედნიერი :(

Pink Panthere said...

Infection - რა მიზეზით გალახე ის ვიღაც ? :) დამაინტრიგე საშინლად:)

Infection said...

არ გეტყვი :P

ntvare said...

Pink Panthere "გვითხარი რააა რა კაი ამბები მოხდა :)"

რა და რუ გავიცანი, მუშაობა დავიწყე და უკეთესი გავხდი რაღაც-რაღაცეებშჳ :D

Pink Panthere said...

ntvare - ექიმად დაიწყე მუშაობა ? :) :)
რუ -როგორც ვხვდები შნეი შეყვარებულია :)

zzzeus said...

ძალიან ცოტა რამე მოხდა ჩემს ცხოვრებაში, როგორც პოზიტიური ასევე ნეგატიურიც : (

Pink Panthere said...

zzzeus - კარგია რომ ნეგატიური ცოტა მოხდა :) და იმედი მაქვს რომ მომავალ წელს უბრო ბევრი პოზიტიური იქნება :)

ntvare said...

Pink Panthere - ექიმად არა, სამედიცინო წიგნების თარგმნაში ვმონაწილეობ (მიწერია ბლოგზე ამაზე)

(რუზეც ბევრგან მიწერია)

:)

Pink Panthere said...

ნტვარე-შემოგეჭერი ბლოგზე და ამოვქექე შენი პირადი საქმე და ვნახე რაღაცეები :)

არ მეგონა ტოლები თუ ვიყავით, ჩემზე ბევრად უმცროსი მეგონე :)ასე3-4 წლით :)

Jenny said...

უი მეც ვამზადებ ასეთ ჩანაწერს პუნქტებად მაქვს ჩამოწერილი :D

Jenny said...

P.S. ეგეთი ასაკი არ არსებობს როცა ყველაფრის თავიდან დაწყება არ შეიძლება :user:

Pink Panthere said...

Jenny - დამამშვიდე რომ მითხარი გვიანი არასდროს არ არისო :)