Dec 22, 2008

წერილი თოვლის ბაბუს, სანტას ან თუნდაც ფიფქიას

თემა ამოვწიე, სადაცაა მოვა ახალი წელი და დროზე მისწერეთ თოვლის ბაბუს რომ მოასწროს სურველების ასრულება :P:P

ახალი წელი მოდის და მინდა ყველანი კარგ ხასიათზე და კარგი განწყობით შევხვდეთ, ამიტომ გადავწყვიტე ამ სახუმარო პოსტის დაწერა სადაც თითოეული ჩვენთაგანი მიუხედავად იმისა რომ დიდი ხანია გამოვედით ბავშვობის ასაკიდან მივწერთ წერილს თოვლის ბაბუს, სანტას ანდა თუნდაც ფიფქიას :P
ერთადერთი თხოვნა ის მექნება თქვენთან რომ ცუდი სიტყვები არ გამოვიყენოთ :)

ხოდა აქ ვპოსტავ ”ჩემს წერილს რომელიც გავუგზავნე სანტას” (მაინც ევროპაა და არ არსებობს აქ თოვლის ბაბუ და ფიფქია :D ):

სანტა, შენ ”იხვო” სადაა ჩემი ნათხოვნი ფოტოკამერა? ჰა? აკი მიგწერე როგორ მინდოდა კარგი კამერა, ისიც მოგწერე რომ თუ კამერას მივიღებდი ფოტოგრაფიას ვისწავლიდი. შენ კი რა ქენი, მოხვედი , კამფეტები შეჭამე და რაღაც უაზრო წერილი დამიტოვე, ვერ ვიშოვე შენი კამერაო. იცოდე , ამ წელს დაგელოდები და თუ არ მიმიტან იმას რაც გთხოვე, წვერებს მოგაჭრი, შენ ირმებს კიდე დავიჭერ და ზოოპარკში ჩავაბარებ!

პატივისცემით და დიდი სიყვარულით,
ვარდისფერი პანტერა”


16 comments:

Sal said...

სანტა,ვიცი რომ მთვრალი გდიხარ და ხვრინავ ახლა,მაგრამ გაიღვიძებ წერილს ნახავ..სან ფრანცისკოშჳ ბილეთი გთხოვე, დაგავიწყდა? :( კიდე სტუდია მიდნა მუსიკალური,ყველა ინსტრუმენტით შიგ.კიდე ბაკო მალე კარგად გახდეს და კიდე მრცხვენია,ვერ დავწერ,,შენით მიხვდი.შენ ხომ სანტა ხარ!
მადლობთ

Chaotic said...

სანტააა, ისა ...
პატარა ბაია მინდა... შენ არ მაჩუქო, მამენტ ბებერი ხარ და ვერა რა... ჰოდა, ვინმე გამოაყოლე, რო პატალა გავაკეთოთ და შემდეგ ახალ წელს უკან გაგატან, თუ გინდა...
ნუ, იასნა, რომ ბავშვს მე დავიტოვებ...

:D

Pink Panthere said...

Sal - რეალური სურვილები გაქვს , იმედია აგისრულდება :)

Chaotic - გეთანხმები ნამდვილად, სანტა ცოტა ბებერია. მაგრამ ერთი კაი იდეა მაქვს , მოვიდეს შენთან ახალგაზრდა , ლამაზი და ჭკვიანი სანტა. ბაია გაჩუქოს, მერე კიდე სანტას სეზონი რომ გავა შენთან დარჩეს. :P

აბა როგორ მოგწონს იდეა? :D

Chaotic said...

loool

ახალგაზრდა, ლამაზი, ჭკვიანი და ისეთი, რომ სეზონის მერეც დარჩება, მართლაც რომ ზღაპრის პონტია, ტიპა სანტა და პრინცები....

მე ტროი მინდა... :user:

Troy- reality bites- ამ ფილმიდან ....

Pink Panthere said...

Chaotic ხოდა , აკი დავწერე რომ ჩვენი ფანტაზია და ზღაპრები თქო :P
ხოდა ვისურვოთ კაი რამეები, რატომაც არა , იქნება აგვიხდეს? :P

ხოდა მოდი ვისურვოთ სანტად გადაცმული ტროი მოვიდეს შენთან :ჵ why not ? :P

JoKey said...

სანტა, ჩემი ტურისტული სააგენტო მინდა მქონდეს, კიდე ნეიშენელ ჯეოგრაფიკის და ფორბს ტრეველერის ქართული ვერსია და ჰარმონიკაზე დაკვრის სწავლა. ეეეეეეეჰ

hexe said...

სანწა

მე არაფერი არ მინდა
არანარი ბარბების და კანფეტების და სათამაშოების თრევით არ შეგაწუხებ
მე მხოლოდ ერთი სურვილი მაქვს
მინდა რომ მომავალი წელი
წინას ჯობდეს
რთულია ვითომ ეს?
მგონი არც ისე....


ა ხოო... ისიც უნდა დავწერო რომ ამ წელს კარგად ვიქცეოდი და საჩუქარს ვიმსახურებ ხო?
იცი ჯერ წლიური ანგარიში არ დამიწერია ჩემი თავსითვის და შესაბამისად არ ვიცი კარგად ვიქცეოდი თუ არა...

და საერთოდაც მგონი ბანალურია ყოველ წელს ერთი და იგივე თავის გასამართლებელი საბუთი: საჩუქარს ვერ მიიღებ იმიტომ რომ წელს ცუდად იქცეოდიო.

მგონი ჯობია თქვა .... : გუშინ იმდენი დავლიე რომ სულ დამავიწყდი შენი საჩუქრიანათო :love:

space said...

he comes with nothing, he leaves with something =))

წერილი :

ბაბუ :">

Pink Panthere said...

hexe - "მგონი ჯობია თქვა .... : გუშინ იმდენი დავლიე რომ სულ დამავიწყდი შენი საჩუქრიანათო :love:"

ეს არ მომწონს რაა :) უნდა დავიჭიროთ და გამოსაფხიზლებელში წავიყვანოთ :)


space ”he comes with nothing, he leaves with something”
არ ვიცი, შეიძლება არაფრით მოდის მაგარამ არფრით რომ არ მიდის ეგ ვიცი . კამფეტებს, ნამცხვრებს და ა.ს. ყველაფერს ჭამს , მაგოტომაცაა წონაში რომ იმატებს და იმატესბ. გარდა ამისა თავისი ირმებისათვის სტაფილოებიც მიაქვს. უხ, სანტა :D

Sal said...

santa რა ცუდი ტიპი გამოდის :D მოდის ,ჭამს სვავს ერთობა მიდის,, ჩვენ დასალაგებელ სახლსა და დასარეცხ ჭურჭელს გვიტოვებს ,:P

Pink Panthere said...

Sal - ეგრე გამოდის :D
ნეტა თოვლის ბაბუ და ფიფქია როგორ იქცევიან ? :P :P

egoistka said...
This comment has been removed by the author.
nati kuda said...

სანტაა, შენ ისედაც იცი, რა მინდა. პაატარა სახლი, რემონტი არ მინდა, ჩემი ხელით შევღებავ, გავალამაზებ, მოვხატავ. ნუ თუ მაინცდამაინც, ვანა–ტუალეტი შენ მომიწყვე, გენდობი.

Pink Panthere said...

nati kuda - :) იმედია აგიხდება ოცნება :)

zzzeus said...

რა მინდა რა მინდა და სადმე სამოგზაუროდ გამიშვი ინგლისი ამერიკა ან თვითონ აარჩიე ლიჟბი აქედან გავიდე. მიყვარხარ გკოცნი გეხვევი შენი Z

Anonymous said...

გამარჯობა სანტა მე ნატო ვარ გურჯანიდან თბილისში ნუ მომძებნი. მინდა პიტერ-პენის სათამაშო ფერია ან საპასტე რომელსაც იგივე ფერია პენი ეხატება მომიტანო... ძალიან მიყვარხარ ჩემო საყვარელო მოხუცო...გელოდები