Dec 20, 2008

კინკლაობა

ხშირად გამიგია გამონათქვამი: ”არ არსებობს ურთიერთობა ჩხუბის გარეშე” . მე კი ვიტყოდი რომ ასეთი რამ არსებობს, მაგრამ თითქმის არ არსებობს ურთიერთობა კინკლაობის გარეშე.

ამ პოსტში მინდა საუბარი კინკლაობაზე (და არა ჩხუბზე) . მახსოვს ერთმა ჩემმა ახლობელმა რომელსაც ჩემი აზრით იდეალური ურთიერთობა ქონდა პარტნიორთან რა მიპასუხა ჩემს კითვაზე ”რატომ ეკინკლავები წვრილმანების გამო” პასუხი იყო - ”აბა სულ იდეალურად ხო არ იქნება ყველაფერი, ცოტა დაძაბულობაც უნდა იყოს ურთიერთობაში რომ მერე ”შერიგების გემო” განიცადო” -ო.

აი ახლა ვზივარ და ვფიქრობ რაზე ვკინკლაობ. თავიდანვე მინდა გითხრათ რომ კინკლაობის ინიციატორი ყოველთვის თავად გახლავართ და მიზეზები არის იმდენად სულელური და ბანალური რომ მეტი არ შეიძლება მაგ:1. ნუ ჭამ ღამე - ამაზე სულ ვკინკლაობ. 2. ჭიქა საიდანაც აიღე იქ დადე. 3. ფეხსაცმელებით სახლში ნუ შემოდიხარ :P 4.რამდენი საათი აპირებ თამაშს :D 5.მე უფრო მიყვარხარ (ამაზე რატომ ვკინკლაობ არ ვიცი :D ) და ასეთი უამრავი უაზრობა მიზეზის გამო :D

მიზეზი იმისა თუ რატომ ვიქცევი ასე არ ვიცი, უბრალოდ ხანდახან პირდაპირ ვგრძნობ რომ უნდა ვიკინკლაო :D

თქვენ რაზე კინკლაობთ თქვენს ახლობლებთან / პარტნიორთან ? ვინაა კინკლაობის ინიციატორი ? რას ფიქრობთ რა არის კინკლაობის მიზეზი თქვენს შემთხვევაში ?

20 comments:

თაკა said...

ai imena chemi postia ra..
me daje ar vkinklaob imito ro dziritadad cdilobs ar amkves..
amitom gamomdis rom vzivar da vbuzguneb da ubralod gunebas vucamlav masac da sakutar tavsac..
kvelaferi ki ickeba frazebit
"tu arc ra"
"me xom gtxove araa"
"gkidia shen chemi azrebi"
da ragac msgavsi..
ai am frazebs vurgeb kvela moments titqmis da mere hop da aushvi afrebi mtrisas..
eg kiarada mkavs daqali romelic shekvarebultan 24/7ze gabutul nachxubaria xolme da me mechxubeba nu eqcevi maseo,guli ara gaqvso,ar gecodebao,lamisaa shemchamo da dzvelbic gamogrgnao :)))

kvacha said...

მომეწონა შენი ბლოგი. აწი წავიკითხავ ხოლმე ოღონდ ქართულად:)

აი ნოველები ჩემს ბლოგში ჩემი არა. მე ჩემი მეგობრების ნოველებსა და მოთხრობების პოპულარიზაციას ვცდილობ, ხოლო თავად პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პრობლემებს ვეხები :)

მოკითხვით,

kvacha

Pink Panthere said...

თაკა - ხოოო, მეც შევამჩენე მაგი, ეს კინკლაობა საბოლოოდ ბუზღუნი უფრო გამოდის :D :D :D
hehehee

kvacha - thanks :)
აი ხო ხედავ შენც არ კითხულობ ჩემ შვედურ ”ზღაპრებს ” :P

hexe said...

კინკლაობის ინიციატორი ვარ ყოველთვის მე... :სწერვა: :P
და მიზეზი კინკლაობიოს კი იმდენად უმნიშვნელოა , რომ მერე რომ ვფიქრობ მეცინება და მიკვირს ნორმალურმა ადამიანმა ასეთ რამეზე როგორო შეიძლება იჩხუბოს მეთქი
მაგრამ როგორც შენი ახლობელი ამბობს მართლაც და ყოველთვის სულ იდეალურად ხომ არ იქნება ყველაფერი? :D


ხოდა აქვე კოmპლიმენტი: კარგი ბლოგია... :up:
პრადალჟაი ტომჟე დუხე... :P

Pink Panthere said...

hexe - ahaaa, ესიგი შენც იმ აზრზე ხარ რომ იდეალური ურთიერთობის შენარჩუნებისათვის ხანდახან უმიზეზო კინკლაობაა საჭირო ?? :P

ntvare said...

ჩვენ არაფერზე გვიუკინკლავია ჯერ და გვეშველება რამე? :D

Pink Panthere said...

ნტვარე - ფარხმალს ნუ დაყრი და სასოწარკვეატას ნუ მიეცემი. ჯერ წინაა ყველაფერი :D :D

:kiss:

Pink Panthere said...

ntvare - ახლა ვფიქრობდი :ჵ :ჵ კი არადა ცნობისმოყვარეობის ჭია მღღრნის :)
მაინტერესებს ვინ მოინადირა ისეთი კარგი გოგოს გული როგორიც შენ ხარ :) პირდაპირ ვკვდები ცნობიმოყვარეობით ისე მაინტერესებს :P

hexe said...

ესიგი შენც იმ აზრზე ხარ რომ იდეალური ურთიერთობის შენარჩუნებისათვის ხანდახან უმიზეზო კინკლაობაა საჭირო ?? :P



უჰუ მაგ აზრზე ვარ
მგონია რომ იდეალური ყველაფერი მოსაწყენია...
ხოდა თან მერე შერიგების მომენტია კიდე ძალიან მაგარი :taN:

Pink Panthere said...

hexe -"მერე შერიგების მომენტია კიდე ძალიან მაგარი" გეთანხმები 100% , მაგრამ ვერ ვხვდები რა არის იდეალური ურთიერთობა.
ერთია ის რომ ვინმეზე ფიქრობ იდეალური ურთიერთობა აქვთო, იმიტომ რომ სხვის ურთიერთობაში მაინც ვერ ხარ ბოლომდე ჩახედული, მაგრამ მეორეა ის რომ საკუთარ ურთიერთობაზე თქვა იდეალურიაო.

ხოდა არ ვიცი მე რაა ეგ იდეალი :) შენ თუ გამოგიცდია, იქნებ დაწერო პატარა პოსტიკი და ცავიკითხავ დიდი სიამოვნებით ?! :)

space said...

ნერვი რო ამიტოკდება ვკინკლაობ ეგრევე .. :D და ნერვი მაშინ მიტოკდება როცა ნერვს ეპრიანება.. :D ასერო არვიცი .. ელემენტალურზეც შემიძლია ..:|

hexe said...

შთამაგონე ეხლა მე შენ პოსწიკის დაწერის იდეა
ხოდა ეხლა მეძინება
და ხვალამდე თუ გამყვა იდეა
აუცილებდა დავწერ .. :)))


და რაც შეეხება ამას
"ერთია ის რომ ვინმეზე ფიქრობ იდეალური ურთიერთობა აქვთო, იმიტომ რომ სხვის ურთიერთობაში მაინც ვერ ხარ ბოლომდე ჩახედული,"

სხვაზე სწორედ იმიტომ ფიქრობ ასე ,რომ მათ ურთიერთობაში ბოლომდე არ ხარ ჩახედული
შეიძლება იმ სხვებსაც უამრავი პრობლემა ჰქონდეთ, მაგრამ ამას საქვეყნოდ არ გამოხატავდნენ და იდეალური წყვილის ილუზიას ქმნიდნენ

და საერთოდაც ჩვენ ხომ ყველა ჩვენზე ბედნიერი გვგონია :)

Pink Panthere said...

space - კინკლაობა ნერვის ატოკებამდეა. აი ნერვი თუ აგიტოკდა ეგ უკვე ჩხუბია :D :D

hexe - ხოდა დაწერე. აი ხო ხედავ რა კაი ბლოგი მავქს და კა პანტერა ვარ, ყველაფერ სიკეთესთან ერთად პოსტების იდეებსაც გთავაზობთ მკითველებს :)

space said...

Pink Panthere - მააშინ .. ესეიგი ვჩხუბობ :D

Pink Panthere said...

space - ასე მგონია :)
მოდი კაი პოსტი გამოაცხვე ჩხუბზე. თავიდან როგორ გიტოკდება ნერვი, მერე როგორ ვერ იკავებ თავს და როგორ გადადიხარ ჩხუბზე. ანუ მექანიზმი დაწერე. :) აბა რას იტყვი ? :)

space said...

მმმ .. =D
იასნა ვიკავებ უმეტეს შემთხვევაში თავს , მარა აი შიგნიდან რო ამოასხავს .. მეტი როაღარ შეუძლია ჩემ 'შიგნეულობას' ლოლ და აი რო მომაწვება რააღაც ..წყნარად არშემიძლია ,სრაზუ ღრიალზე გადავდივარ =))და დეეჩემი სუ მაგაზე მეჩხუბება ..თან უუმიზეზოდაც რო ავშარდები ჰოლმე,მერე ჩემთავზე ვბრაზდები და ვარ ესე =))

ntvare said...

ver dagetanxmebit ro mosawyenia kinklaobis gareshe... ar vici me var aseti bogma adamiani tu ra, magram patara cyenebic xshirad mamaxsovrdeba da mere michirs xolme im adamiantan urtiertobis iseve gagrzeleba :user:

aris ragaceebi, romlebic rac ar unda bevri iyos, arasdros mogbezrdeba :D magalitad fuli da siyvaruli :D

Pink Panthere said...

space - მართალი ვიყავი, შენ ჩხუბობ :D

ntvare - ბოღმა არაფერს შუაშია :) ეგეთი ხარ და ეგაა . მაგრამ მაგ,. მეეჭვება გულშჳ ჩაიდო ის რომ შემი შეყვარებული ტალახიანი ფეხსაცლმით სახლში შემოვიდა და მოგიტალახა ყველაფერი :


კინკლაობა ისეთი რამე, თან რომ ლაპარაკობ, შენიშვნებს იძლევი, მაგრამ ნახევრად გეჭიმება და თვალები გიბრწყინავს. ამიტომ არც არავინ ღებულობს ამას სერიოზულად :D

tornike said...

meotxe punqtia metad aqtualuri :D magari vicine

Pink Panthere said...

Tornike - შენთვის ნაცნობი სიტუაციია როგორც ვხვდბი :P