Dec 17, 2008

ახალი პროექტი

ჩემს ძმასთან მორიგი საუბრის დროს, ვკითხე თავისი ახალი სამუშაოს შესახებ. რაც მითხრა მირჩევნოდა საერთოდ არ ეთქვა. მისი სიტყვებით , საამქროში სადაც ის მუშაობდა საერთოდ არ იყო სახურავი, ამიტომ წვიმის დროს ”შენობაში” ისევე წვიმდა როგორც გარეთ. გარდა ამისა მუშაობდა დილის 8 საათიდან საღამოს 7 საათამდე. ხელფასი?! საინტერესო კითხვაა ნამდვილად. ჩემმა ძმამ არაფერი იცოდა ხელფასის შესახებ, რადგან კონტრაქტი არ ქონდა გაფორმებული შპს -ს თან. გადმოცემით ის იცოდა რომ საათობრივი ანაზღაურება იყო და საათში 2.50 გელს უხდიდნენ. თუმცა ეს 2.50 საათში სუფთა ხელფასი იყო თუ დარიცხვებით უკვე არ იცოდა.

რათქმაუნდა ძალიან გავბრაზდი, გავცოფდი ჩემს თავზეც და იმ ყევალაფერზეც რაც ჩვენს ქვეყანაში დღეს დღეობით ხდება შრომის ბაზარზე. როგორ ექცევიან ხალხს, და ხალხიც სხვა გამოსავალი რომ არ არის უბრალოდ ჩუმად არის. როგორ შეიძლება ქვეყანაში არ იყოს პროფკავშირების კომიტეტი რომელიც დაიცავს ამ ხალხის უფლებებს?! არ ვიცი! ამიტომ გადავწყვიტე რაღაცის გაკეთება მაინც ამ სიტუაციაში და ბევრი ფიქრის შემდეგ მოვიფიქრე ახალი ბლოგის გაკეთება სახელით დასაქმებული და დამსაქმებელი სადაც განვიხილავთ მსგავს პრობლემებს და რაც მთავრია შრომის კოდექს რომელიც ძლიან დაუხვეწავია.

ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ეს ბლოგი გაამართლებს. რადგან ეს დღესდეობით ძალიან მჭირდება.დასაქმებულმა და დამსაქმებელმა უნდა იცოდეს თავისი უფლება მოვალეობები და რას მთვარია უნდა მოხდეს შრომის პირობების გაუმჯობესება სულ ცოტათი მაინც.

2 comments:

Lei'la said...

vo vo
nanuka - mwvane otaxis (bligi) patroni sul magas chxubobs shromis kodeqsze da kak raz gaaxarebs albat asti camocyeba :up:

Pink Panthere said...

:) იმედია არა მარტო მას გაახარებს! და რაც მთავარია, იმედია რომ თვალსაჩინო სარგებელს მოიტანს ეს წამოწყბა!