Dec 16, 2008

”ახლად გამომცხვარი” დიზაინერი

დაახლობით 2 თვის უკან გადმოვედით ახალ სახლში, სადაც ყველაფერი თავიდან ბოლომდე გასაკეთებელი იყო. შესაღები , შესაკეთებელი, ყველანაირი ავეჯი საყიდელი (სამზარეულოს გარდა), მთელს სახლში ერთი ნათურაც კი არ ეკიდა და მე და ჩემი ქმარი სანთლის შუქზე ან ჩვენი კომოპიუტერების შუქზე ვვახშმობდით.( საბედნიეროდ კომპიუტერების მაგიდა ყველაზე პირველი ვიყიდეთ და ავაწყეთ ასე რომ რაღაც მაინც გვქონდა)

ხოდა როგორც ზევით ავღნიშნე ყველაფერი შესაღები იყო, ამიტომ დიდის ამბით წავედით ფერთა მაღაზიაში და ყოველი ოთახისათვის ცალკეული ფერი შევარჩიეთ. თეთრი თავიდანვე გამოვრიცხეთ და შემდეგი ფერები ამოვარჩიეთ : საძინებელი - ვარდისფერი, ზალა / შემოსასვლელი - ღია ბეჟი ვარდიფერში გარდამავალი, სამზარეულო- ღია მწვანე , პატარა ოთახი - იასამნისფერი. დაახლოებით ერთ კვირაში მთელი სახლი გადავღებეთ. ფრიად კმაყოფილი ვიყავით ჩვენი ნამუშევარით რომ არა კიდევ დარჩენილი ერთი ოთახი - კერძოდ კი გარდერობის ოთახი, რომელიც საშინელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ყველაზე მეტად საჭიროებდა გადაღებვას. მაგრამ რადგანაც ასე საააშკარაოზე არ იყო გამოჭიმული ამიტომ დღევანდელ დღემდე მოვიყვანეთ დღევანდელ დღემდე.

დღეს დილას საბრძოლო განწყობით ავდექი! გადაწყვეტილება მივიღე რომ გარდერობი უნდა შევღებო. რომელიც აი ასე გამოიყურებოდა:იდეაში მქონდა კედლების გადაღებვა და პატარა ჯუნგლების მიხატვა, ანუ ბალახი, ყვავილები, ლიანები და. ა. შ. გადავღებე კედლები ბეჟად და ვცადე ყვავილებისა და ბალახების დახატვა მაგრამ ძალიან ულამაზო გამოვიდა , ამიტომ კიდევ ერთხელ გადავღებე და გავაკეთე ”A la modern :D ”, ბეჟ კედლებს მივაწუწე იასამნისფერი და მწვანე საღებავი, მივახატე ერთი იასამნისფერი კატა ვარდიფერი ყვავილებით, რომელიც უკვე დიდი ხანია მინდა მყავდეს მაგრამ გარკვეული თუ გაურკვეველი მიზეზების გამო ვერ მომიყვანია.

ეს ჩემი კატაა , რომელსაც მალე მეორე კატასაც მივუხატავ :)

და ესეც კედლის ეპიზოდი ზედ მისხმული საღებავით

არ ვიცი რატომ მაგრამ, სურათის ხარისხი მაინც არ ვარგა არაფრად :(.

ხოდა ის მინდოდა მეთქვა, ”პროფესიონალი” მღებავ- დიზაინერი ვარ და თუ რამე დაგჭირდათ მომმართეთ. გარდერობის ორიგინალურობა 100% გარანტირებული გექნებათ! :P
p.s. 2. გულწრფელად არიარეთ რამდენს გყავთ გარდერობში დახატული კატა ჩემს გარდა ? :D უნდა დaვაპატენტო ეს იდეა :D

15 comments:

ჩორვენი¹³ said...

au mainteresebs axali garderobii
me minda axla chems otaxshi ramis daxatva <3 jer vfiqrob :D isec or fershia otaxi da :D

Pink Panthere said...

აბაა, ფერები მითხარი და იქნებ შემოგთავაზო იდეები ? :)

Sal said...

ახ მაგარია, ინტერიერშჳ იმპროვიზაცია და თავისუფლება, ოცნებების და სურვილები ასრულება პირველი გზაა კომფორტისკენ და იდეალური ოჯახისკენ :))ჩემი ოთახი ძჳრითადად ყვითელია მაგრამ რაც არ უდნა საოცარი იყოს ვარიდსფერი და ცისფერი ტალღები კოპლებით ძალიან მოუხდა,,და კიდევ მასიური ყვავილები ნებრეჟნად მიხატული ალაბ ალაგ,,ნუ კედლებზე ბევრი ნახატია, ეგრევე თავშჳ რომ დაგარტყავს და მიახატავ. საბოლოო ჯამშჳ კომფორტია მაგარი :)
თავისუფლად იმოძრაო უნდა კედლებზე და არჩევანში.ყველაფეირ მაგრი გამოვა :P

Pink Panthere said...

Sal - გეთანხმები სავსებით :) :ჵ

თაკა said...

auuu ra dzalian magaria..
chemi otaxi vardisferia da imdenad momcons da mikvars shecvlas ar vapireb tumca momcons aseti sakvareli otaxebi..
ai MARY`s aqvs kidev dzalian magari mixatul moxatuli otaxi..

Pink Panthere said...

მარის როგორი ოთახი აქვს?

მხიარული ოთახები მეც მიყვარს, თუმცა ვერ გავრისკავდი ასეთი რაღაცეების მთელ სახლში გაკეთებას. ფერები კი მხიარული მაქვს სახლში მაგრამ აი ჩემი ნახატები მხოლოდ გარდირობშია :D :D

თაკა said...

cisartkelebian kvavilebiani :love:
ulamazesia martla..

Pink Panthere said...

სურათი დაიდოს!

თაკა said...

BoOoOo_s daukvshirdi magaze, me ar maq magis otaxis suratebi :user:

utvino said...

გარდერობი სულ არ მაქვს : ((

Pink Panthere said...

კედლები ხომ გაქვს? :P
ეს მე მოვინჟე გარდერობში ხატვა. რომ დავსპეცდები სხვაგან გადავალ და "მოვხატავ" :D

ntvare said...

arckedlebi ar maqvs me chemi sakuTari, aq ro rame davxato, gmagdeben saxidan:D arada ra kardia yvelafes shen gemoze ro aketeb

Pink Panthere said...

ntvare- ძალიან გულდასაწყვეტია. შენი ნახატები ამქვს მე ნანახი და დარწმუნებული ვარ კედლებსაც ლამაზად მოხატავდი

ხოდა ახლა არ გაქვს საკუთარი მაგრამ მომავლაშჳ ხო გექნება ? :) ასე რომ ”ვსიო ვ პერედი! ”

Sweet Baby Girl said...

მე მაცივარში მყავს კატააა!!!

:ჯუმპ:
აი თუ არ გჯერა

http://sweet.ge/?p=296

Pink Panthere said...

Sweet Baby Girl - hahaaaaa... magaria :)
მაცივარში ჯერ არაფერი მყავს, იდეაშიც არ მომსვლია რამის მიკრობა შიგნით
ცოდოოოაააა... ნუ, შეიძლება თეთრი დათვი მივაკრა. გლობალური დათბბის გამო ძალიან გაუჭირდათ არსებობა