Dec 20, 2008

საჩუქარი

სამწუხაროდ თუ სასიხარულოდ შობა ახალი წელი დღითიდღე ახლოვდება. შესაბამისად ადამიანების ნერვიული ფონი უფრო დაძაბული ხდება და კიდევ უფრო დაძაბულია მდგომარება მაღაზიებში. ნევს ვერ ჩააგდებს კაცი იმდენი ხალხია, ვერაფერს ვერ ნახავ ნორმალურად, ვერაფერს ვერ გაეკარები. სალაროსთან რიგებზე ხომ საერთოდ ხმას არ ვიღებ. ყოველ წელს ჩემს თავს ვაძლევ პირობას რომ საჩუქრებს ერთი თვით ადრე ვიყიდი, და ყოველ წელს ვარღვევ ჩემივე თავისადმი მიცემულ პირობას. მოკლეთ ეს კიდე არაფერია იმასთან შედარებით რაც მართლა წარმოადგენს სირთულეს რომელსაც ქვია - რა ვუყიდო ჩემ ახლობელებს საჩუქრად?!

როგორც წესი ყველას ჩემი ქმრის გარდა ძალიან ადვილად ვურჩევ საჩუქარს. ნუ წიგნი იქნება, სახატავი მოწყობილობა, უმაღლესი ხარისხის შავი შოკლადი თუ რაიმე სუვენირი. მაგრამ ჩემი ქმარი უკვე სრულიად სხვა შემთხვევაა.

ამოვწიე თემა რადგან სულ აღარაფერი დარჩა ახალ წლამდე. საჩუქრებიც შევიძინე და ზოგს თავად ვამზადებ:
1. სიმფსონების ორი ჭიქა, ერთი მხოლოდ ჰომერით და მეორე კი მთელი ოჯახობით
2. მხრების მასაჟორი
3.მაისური
4. ვქსოვ თეთრ შარფს
5. სავარაუდოდ ხვალ გავაკეთებ პატარა შოკოლადებს ნუშით და მარციპანით. ვსიო, ესაა და ეს :)

თქვენ თუ მოახერხეთ რამის მოფიქრება ?

34 comments:

khatia said...

მე ვაპირებ რომ ნაქსოვი ჯემპრი ვაჩუქო

Sweet Baby Girl said...

მე ჯერ ისევ ვფიქრობ და ვერ მომიფიქრებია :mo:

Pink Panthere said...

Khatia - შენით უქსოვ ? :) თუ სადმე შეიგულე კაი ჯემპრი ?

ტკვილო გოგო - შენ დაახლოებით მაინც რას ფიქრობ ?

თაკა said...

mmm..
rame iseti unda 8ikos chemeuli..
tan iseti rasac tundac manqanashi daidebs, jibeshi an sxeulze tu ar eqneba..
mm..
jer arvici..
rame iseti minda chemi tavi rom gaaxsenos da sul tanhqondes :yes:

Pink Panthere said...

თაკა - ხოდა რაა ეგეთი ? :)

თაკა said...

dasakeci me : ))
kiarada chemi gamosaxulebis miniaturka breloki ro gavaketo ra damijdeba neta : )))


ra macinebs azrze ar var ra vachuqo :user:

Pink Panthere said...

ბრელოკი არ დაგიჯდებაძვირი, ან უნდა იიყიდო ისეთი რომელსაც სურათი ეხსნება შიგნიდან და მერე შენი და მისი სურათი ჩასვა :) კაი იდეაა ძალიან :)

თაკა said...

maseti ar mindaa :MO:
ai donaldakisebs tviton donaldis forma ro aqvt ra, ai egeti minda chem formiani : )))

Pink Panthere said...

"ai donaldakisebs tviton donaldis forma ro aqvt ra, ai egeti minda chem formiani : ))) "

რომ გაიგო ვინ მუშაობს მაგ ბრელოკებზე და დაუკავშირდე? მეეჭვება ძვირი დაჯდეს :)

თაკა said...

ho mara dzaan bavshvuria eg..
is cota iseti mkaVS..
DZETSKI SAD_o itkvis xo vici ..
sheizleba me ar mitxras mara gulshi itkvis :S
ase rom rame momafiqret kiarada movifiqrot ertad

khatia said...

არა მე არა, შეგულებული მაქვს დიდი ხნით ადრე, თან მისი საყვარელი ფერია ვიცი :)

khatia said...

ჰობი თუ აქვს რამე ისეთი განსაკუთრებული, მაგის მიხედვით შეიძლება კიდევ შერჩევა !
რაც შეეხება ბრელოკს ჩემს შეყვარებულს უკვე 3 ბრელოკი ვაჩუქე :D
ძალიან უყვარს ბრელოკები! :D

ntvare said...

საერთოდ საყიდელი საჩუქრების არჩევა არ მიჭირს ხოლმე, მაგრამ ეხლა რაღაც განსაკუთრებული მოთხოვნილება მაქვს, ჩემი ხელით გაკეთებული რაღაცეები ვაჩუქო ხოლმე.

დაბადების დღეზე ჩვენი პორტრეტი დავუხარე და ის ვაჩუქე, ეხლა თბილი კაშნის მოქსოვას ვაპირებ (ჯემპრს ვერ გავქაჩავ ჯერ :D)

პ.ს. ქსოვა რა მოდაში ყოფილა :D

Pink Panthere said...

ხოოოო, იდეა ჰობიზე მომეწონა :) მაგრამ მაგრამ რომ გამახსნდა ჩემს ქმარს რა ”ძვირიანი” ჰობი აქვს ეგრევე ”გადამეწონა”
ჰეჰეე

ისე სამკაულიც კაი იდეაა, ახლა გამახსენდა. რათქმაუნდა თუ მამაკაცი ატარებს. მაგ სამაჯური, ან ბეჭედი , ან საყურე :)

Pink Panthere said...

ntvare - კაშნები უმაგრესია. ერთ თემას აუცილებლად დავცერ რამდენი კაშნე მაქვს მოქსოვილი და ნაჩუქარი :D :D

ხატვა მაინც შემეძლოს :) რამეს დავხატავდი და ვაჩუქებდი. მისთვისაც კაი, ჩემთვისაც კაი და სახლში კედელზე ერთი სურათი მაინც გამოჩდებოდა ბოლოსდაბოლოს :D

მე-ხათო said...

ოჯახის 6 წევრს უნდა ვუყიდო საჩუქარი და ჯერ არცერთი შემირჩევია....:ს

არადა ჩემს ოჯახში ახალ წელს საჩუქრების გაცვლის გარდა სხვა არანაირი დანუშნუკება არ აქვს : )))

Pink Panthere said...

xato -"არადა ჩემს ოჯახში ახალ წელს საჩუქრების გაცვლის გარდა სხვა არანაირი დანუშნუკება არ აქვს : ))) "

გაცვლის შესახებ დააკონკრეტე ცოტა აბა :)

მგონია არა მარტო შენ ოჯახში არამედ ყველგან ეგრეა, ერთმეთს ჩუქნიან საჩუქრებს :) ზოგი გაცვლას ეძახის და ზოფი კიდე სასიამოვნო ”სიურპრიზს ”

LadyCrow said...

მტკივნეული თემაა ფრიად :მო:

Pink Panthere said...

LadyCrow - რა მხრივ არის მტკივნეული ?? :)
მე მეგონა საჩუქრეbის მიღება ძალიან სასიამოვნოა, რაც უფრო მეტი მით უფრო კარგი :ჵ :)

იმაში კი გეთანხმებით რომ ნუ შერჩევა არც ისე ადვილია :P

Iron Fish said...

მე უკვე ვიყიდე ერთი და ყველაზე მთავარი!ზუსტად ის ჯინსი, რაც ცოტა ხნის წინ მოეწონა და მისი ზომა არ იყო :):jump:
რაღაც წელს მიმართლებს საჩუქრების შერჩევაში, ისე დაიწყო, რომ უეჭველი ბოლომდე გავალ რიხინით :)

Pink Panthere said...

Iron Fish - ყოჩაღ შენ .
ვერაფრით ევრ ვიყიდი ვერც ჯინს და ვერც ვერანაირ შარვალს სვისთვის, ჩემთვისაც კი ვერ ვიყიდი თუ არ მოვიზომე :D

deka136 said...

საჩუქრების შერჩევა არასდროს მიჭირდა და მეგობრებს მე დავყვები ხოლმე, როცა რამე სჭირდებათ :))

მაგრამ ამ ეტაპზე საჩუქარი ჩემს თავს უნდა გავუკეთო :D ალბათ, შარშანდელივით მაღაზიებში მივახარჯავ ორი-სამი კვირის ხელფასს :D

მაგ მხრივ, თქვენზე ნაკლები სანერვიულო მაქვს აშკარად :))

Sal said...

სამწუხაროდ პირველი შობა/ახალი წელი მოდის როცა მე არავის არაფერს ვაჩჲქებ :)

Pink Panthere said...

deka136 - ჰე , გვითხარი ახლა რას უპირებ შენს თავს :)


სალ - შენ ხო კარგად გესმის რომ ეს ყველაფერი მიზეზია როცა ადამიანები თავს ვალდებულად თვლიან რამე საჩუქარი გაუკეთონ ერთმანეთს ? :)
შენ თუ გინდა ხვალ გაუკეთე საყვარელ ადამიანებს ან საკუთარ თავს საჩუქარი, განა ვინმე გუშლის :) პირიქით :)

fishofiron said...

Pink Panthere
ვიცი, რომ მოერგება :)
1 ზომით დიდი ჰქონდათ მაშინ და ძალიან დაწყდა გული...
მანამდეც მიყიდია ტანსაცმელი და არასოდეს შევმცდარვარ :) მითუმეტეს, ახლა ვიცი, რომ ზუსტად ეს შარვალი მოწონდა

Pink Panthere said...

fishofiron მოსწავლედ ამიყვანე რა :P :P

Sal said...

მასეა ვარდისფერო პანტერავ :) მე ისედაც ძალიან განებივრებულები მყავს ჩემი ახლობლები და საყვარელი ადამიანები საჩუქრებით, მინიმუმ 2 კვირაშ ერთხელ ვუკეთებ რამერუმეებს, მე თვითნ მიხარია, მაგრამ აი ამ ახალწელს ერთ რომ არც ხასიათი მაქვს საჩქრების არჩევის ან შექმნის, არც საშუალება,[სასაჩუქრე ლები სხვა რამეებშ დავხარჯე :გივი:] ხოდაწელს მარტო მე მივიღებ პადარკებს, ჩემგან სხვა დროს იყოს :))

Pink Panthere said...

sal - imedia bevr sachuqrebs miireb'

space said...

არავისაც არაფერს არვაჩუქებ .. აქეთ მაჩუქონ =))

Pink Panthere said...

space - ხო გაგიგია,რასაცა გასცემ შენიაო
არ აჩუქებ და ერთელაც მობეზრებათ შენებს ცალმხირვად აქეთ ჩუქება და არაფერს მოგცემენ :ჵ
ჰეჰეე

space said...

Pink Panthere _ჰხოისე .. მარა ჯერ ფულია პრობლემა (მაინც suckართველოა), მერე ვერაფერს შევარჩევ საჩემოს , ნუ იმათთვის.. (მაინც suckართველოა2) და ა.შ. შეიძლება გამოიძებნოს რაღაცეები ვიღაცეებისთვის და რაღაც,მარა ჯერ არვიწუხებ თაავს და და არვაწუხებ სხვებსაც :| დალშე ვნაჰოთ თუ მომიარეს =))

Pink Panthere said...

space - ნუ მოიწყენ ფულის გამო :)
შენ რომ ჩემი მეგობარი იყო მაგალითად ძალიან გამიხარდებოდა შენგან მიღებული შენივე ხელით გაკეთებული საჩუქარი :) მაგ: რაიმე ორიგამის ფიგურა (დაგუგლე origami და მიხვდები რაზე ვსაუბრობ)ან ხელით დახატული მისალოცი ბარათი (სკოლაში რომ ვიყავი ასეთ საჩუქრებს ვუკეთებდი მშობლებს და და - ძმას)

მნიშვნელოვანი ის კი არაა საჩუქარი რა ღირდა არამედ ის რომ გაგახსენდა ესა თუ ის ადამიანი.

space said...

დავგუგლზე და ვიჩალიჩებ ..თუ გამომივა რამე =D
აუც ჰხო .. ეჰხლა რო დაუფიქრდი .. იმდენი წვრილმანი ამოტივტივრდა ..რო მაჩუქეს და რო ვაჩუქე .. რო მესიამოვნა და რაღაც =)
ჯიგარიხააარ :*

Pink Panthere said...

space - აი ხო გითარი რომ გამოსავალი არის :) დარწმუნებული ვარ რომ გამიგოვა :)