Dec 8, 2008

ჩემი მეგობარი მია

ხასიათზე მოსასვლელად დავლიე რამოდენიმე ჭიქა გლინტვეინი , მივირთვი ჩემი ქმრის შოკოლადი, დავჯექი და დავიწყე ამ პოსტის წერა. დღეს მინდა მოგიყვეთ ჩემს მეგობარ მიაზე. ეს უბრალოდ ერთ ერთი შემთხვევაა, რომელიც არ მინდა დამავიწყდეს და ამიტომ გადავწყვიტე დაწერა. არ გეგონოთ რომ ზურგს უკან ვსაუბრობ. ნამდვილად არა.. ეს ყველაფერი რასაც აქ ვწერ დღეს თავად ვუთხარი და შევუთანხმე.

სულ თავიდან დავიწყებ . ვინ არის მია? მია არის ერთი 37 წლის ქალი ფილიპინებიდან. მას შვეხვდი დაახლოებით ერთი წლის წინ როცა ენის შემსწალელ კურსებზე დავიწყე სიარული. სული სულს ცნობსო ხო გაგიგიათ და მიასაც ადვილად დავუამხანაგდი. თავიდან მხოლოდ იმიტომ რომ ერთიდაიგივე პროფესია გვაქვს ხოლო შემდეგ კი მივხვდი რომ ძალიან კარგი ადამიანია.

გონებაში შექმენით ასეთი ქალის გამოსახულება - სიმაღლე 160 სმ , ძალიან გამხდარი , გრძელი შავი თმები და ლამაზი შავი თვალებით რომელთა უკანაც სხარტი გონება იმალება. ახალგაზრდობაში მომხობვლელი გოგო იქნებოდა. არც ახლაა ულამაზო, უბრალოდ ცოტა წონაში მომატება და შეღებვა უფრო დაამშვენებდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში მის ცხოვრებაში ძალიან დიდი ცვლილებები მოხდა. გარდაეცვალა დედა, შეხვდა თავის ამჟამიდელ ქმარს, დაანება თავი თავის საყვარელ სამუშაოს, საცხოვრებლად გადმოვიდა სრულიად ახალ ქვეყანაში და გააჩინა მეორე ბავშვი. მოკლედ, თავად ხვდებით თუ ეს ყველაფერი რამდენად მძიმეა ერთი ადამიანისათვის. მგონია ეს საკმარისია იმისათვის რომ მიას ემოციურ მდგომარეობას მიხვდეთ.

დავიწყეთ სწავლა. ყოველ დღე 5-6 საათი, პლიუს უამრავი საშინაო დავალება. რადგან ჩემს მეგობარს ორი ბავშვი ყავს და თან სრულიად სხვადასხვა ასაკის ვერაფერს ვერ ასწრებდა და ისედაც ძლიან დაქვეითებული თვითშეფასება საერთოდ - 10 დავიდა. რათქმაუნდა გამოცდის ჩაბარება ვერ მოახერხა და ქონდა საშიშრობა იმავე კურსზე დარჩენილიყო რომ არა ისეთი ტვინის მჭმელი ადამიანი როგორიც მე ვარ.

მია ვაიძულე და პირობა მივეცი რომ თუ ჩემთან ერთად იმეცადინებს დავეხმარები კურსის დახურვაში და მოტივაციის მიზნით შევპირდი, რომ ახალ კურსზე ერთად ჩავაბარებთ ტესტს. მოკლეთ პირობა ავასრულე , ვამეცადინე და ის მორჩენილი კურსი დახურა და გადმოვიდა იმ ჯგუფში სადაც მე ვიყავი.

ამ მომენტიდან დაიწყო ახალი პრობლემები რადგან გადმოსვლიდან 3 კვირის მერე ახალი ტესტი უნდა გაგვეკეთებინა. საკმაოდ დიდი მასალით და რაც მთავარია შედეგზე ორიენტირებული. ანუ მინიმუმ 80% ტესტისა კარგად უნდა ყოფილიყო დაწერილი. რათქმაუნდა მიამ ისევ დაიწყო ნერვიულობა ამიტომ გადავწყვიტე მასთან მეცადინეობების გაგრძელება. მოკლეთ ბევრი რომ არ ვილაპარაკო ”თავში წიგნები ვიხალეთ” იმდენი ვიმეცადინეთ და სრულიად მომზადებული დაველოდეთ ტესტირების დღეს. ხოდააა აიიი მაშინ დაიწყო რაც დაიწყო.

პირველი ნაწილი იყო ესსე, ერთ საათში უნდა დაგვეწერა ესსე ( 3- 4 ფურცელი) თემაზე ”ბავშვის აღზრდა” . მიუხედავად იმისა რომ მიას თავად ყავს ბავშვები ისე დაიბნა, რომ ლამის ტირილი დაიწყო. მოკლეთ ვზივართ გოგოები და ვწერთ. მია იყურება აქეთ იქით გაოცებული, გაფართოებული და ცრემლჩამდგარი თვალებით, ალბათ ფიქრობდა: ”ამათ არცერთს არ ყავს ბავშვი და რას წერენ ასე გამალებულნი , როცა მე ორი შვილის დედას ვერაფერი დამიწერია” . ასეთ მდგომარეობაში გაატარა ასე ნახევარი საათი და შეუდგა წერას. უცებ მესმის მისი ხმა ”უფ შენ უკვე ერთი ფურცელი დაგიწერია” , მერე მოუბრუნდა ჩემ მეორე ამხანაგს და ეუბნევა ”შენ უკვე მერე გვერდზე გადასულხარ” , მიუბრუნდა მესამეს ”ნედა ( იმ გოგოს სახელია) შენც რამდენი დაგიწერია უკვე”. მოკლეთ, წარმოიდგინეთ ალბათ სიტუაცია. ზის მია, გვიყურებს რას ვაკეთებთ, აკომენტარებს ვინ რამდენს წერს როგორ წერს და მერე ლამის ტირის - ვერაფერს ვერ ვწერ, ვერაფერს ვერ ვასწრებო. აი ასე გაგრძელდა კაი ხანი. ჩვენ მოვრჩით ტესტის პირველი ნაწილი და ავიღეთ მეორე ნაწილი - ლექსიკა. მია ისევ წერს ესეს (მადლობა მასწავლებელს რომელიც გაგებით მოეკიდა მიას ემოციურ მდგომარეობას და აცალა ”წერა” ) და ისევ აკომენტარებს : ”თქვენ უკვე რამდენი რამე მოასწარით და მე კი ერთი გვერდიც არ დამიმთავრებია, რა მეშველება, რა ვქნა ” ანუ აკეთებს ყველაფერს წერის გარდა. ჩვენ მოვრჩით ტესტის მეორე ნაწილსაც და დავიწყეთ მესამე ნაწილის - გრამატიკის წერა . მია ისევ ზის და წერს (კიდევ დიდი მადლობა სარას - ჩვენს მასწავლებელს) და კიდევ კომენტარებს იძლევა და კიდევ იცრემლება.

მოკლეთ როგორც მიამ დღეს მითხრა ასე ტირილში და შიშში გაატარა 4 საათი და საბოლოოდ სამი ფურცელი დაწერა. მასწავლებელი დაელოდა და დანარჩენი ორი ნაწილი 40 წუთში დაწერა, რადგან კარგად იყო მომზადებული. (ჩვენ საათნახევარში მოვრჩით ყველაფერს ,მადლობა ჩვენ ”for understanding ” და მოთმინებისათვის )

ხოდა დღეს მიას შევთავაზე ოპტიმალური გამოსავალი ასეტი სიტუაციდან. ანუ გამოცდების და ტესტების დროს მისთვის საუკეთესოა თუ მარტო ყვლასგან შორს ზის. ყურებში სპეციალური ხმის ჩამხშობი ცვილით, რომ სხვების ხმა არ ესმოდეს და მხოლოდ დავალებაზე იყოს ორიენტირებული. იდეა მოეწონა , ვნახოთ შემდეგ გამოცდაზე რას იზავს :)

No comments: