Nov 2, 2008

კაცი ბჭობდა ღმერთი იცინოდა - Kanelbulle


საშინელ ხასიათზე ვარ...
საერთოდ არ მიყვარს როცა რამე ვაკეთებ და შედეგს ისეთს არ ვიღებ როგორიც მინდა და როგორც უნდა იყოს.

ამ საღამოს დიდის ამბით გადავწყვიტე შვედური ნაციონალური ბულკის ”Kanelbulle ” -ს გამოცხობა. ყველაფერი ისე გავაკეთე როგორც უნდა ყოფილიყო. ცომიც კი ისეთი გამოვიდა როგორიც საჭიროა, დაველოდე საჭირო 40 წუთი, მერე გავაბრტყელე..... მოკლეთ არაა ეს ნაწილი საინტერესო და საბოლოოდ შევდგი გამოსაცხობად. ცხობის პროცესში ძალიან გემრიელი სურნელი გამოდიოდა და გულში ვზეიმობდი რომ პირველად ნაცადი ბულკი ასეთი გემრიელი და ლამაზი გამომდის.. მოკლეთ ისე მომივიდა ”კაცი ბჭობდა ღმერთი იცინოდაო” შევყევი ჩემ ქმართან საუბარს და ჩემი ლამაზი ბულკები სულ დამავიწყდა, როცა გამახსენდა უკვე გვიანი იყო რადგან ბულკები გაშავებული და დამწვარი დამხვდა.... ჩემი Kanelbullჩიკებიიი...

....ხოდა გავბრაზდი ძალიან, ხვალევე ვიყიდი სპეციალურ საათს რომელიც ცხობისას გამოიყენება. დააყენებ საჭირო დროზე და ეგაა....
ეჰ ჩემი ბულკები, არადა ხვალ ბიბლიოთეკაში მინდოდა მათი წაღება :(
Anyway , რომ არ დამავიწყდეს ბარემ რეცეპტსაც დავდებ.

ცომი:
1. ცომის მოსაზელ
დიდ ჯამში გახსნით 50 გრამ დროჟს 100 მლ თბილ რძეში.
2. 100 გ მარგარინს დაადნობთ, ჩაასხავთ 400 მლ რძეში და გაათბობთ 37 გრადუსამდე. შემდეგ ჩაასხათ დროჟიან მასაში.
3.მასას დაამატებთ 100 -150 გრ შაქარს, 2 ჩ.კ კარდემონს, 1 ჩს მარილს და 7-8 ჭიქა ფქვილს. ცომი უნდა გამოვიდეს ისეთი რომ იყოს ფუმფულა მაგრამ ხელზე არ გეკრბოდეთ.

4.დადგავთ ცომს თბილ ადგილას ასე 40-50 წუთი.
5. გაფუებულ ცომს გაყოფთ ორ ნაწილად. ერთ ნაწილს გააბრრტყელებთ კარგად და გასაუსმევთ 25 გრ გამდნარ კარაქს, მოაყრით ოდნავ შაქარს და ბლომად სინამონს. შემდეგ გადაახვევთ რულეტივით დჭრით 4-3 სმ რგოლებად და დადებთ ჟარუნაზე, ზემოდან მოუსმევთ კვერცხს და დატოვებთ ასე 20 წუთი.
6.ღუმელი გაახურეთ 200-250 გრადუსზე და გამოაცხვეთ ბულკები. (იგივე პროცედურა გაიმეორეთ ცომის მეორე ნაწილისათვის)


პ.ს სინამონის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ბევრი კაკაო, ან ნიგოზის გულსართი, უბრალოდ ასეთ ბულკს Kanelbulle - არ ერქმევა და არც შვედური ნაციონალური ბულკი იქნება :D
მომზადების წესი იხილეთ აი აქ :

No comments: