Nov 1, 2008

სააბაზანო - ტვალეტში მიღებული განათლება.

დამეთანხმებით რომ სწავლის პროცესში ყველა ინდივიდუალურად არჩევს გარემოს მაქსიმალურად კარგი შედეგისათვის , ზოგს კარგად განათებული და ფართე ოთახი სჭირდება, ზოგს პატარა მყუდრო კუნჭული ყოფნის, ზოგიც ბუნებას ანიჭებს უპირატესობას.

მე რაც შემეხება ბავშვობიდან ცუდი ჩვევა მქონდა და მაქვს , ანუ სააბაზანო - ტვალეტში მიყვარდა გაკვეთილების მომზადება. ყველაზე რთული მათემატიკური, ფიზიკური და ქიმიური ამოცანები სწორედ ტვალეტში მაქვს ამოხსნილი. მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში თემებს ტვალეტში ვწერდი (ფრანგულს არ ვსწავლობდი ტვალეტში და ფაქტიც სახეზეა - ფრანგული არ ვიცი ). ხომ წარმოგიდგენიათ სახლში რა ამბავი იყო როცა მე ტვალეტში სასწავლებლად შევდიოდი (სამწუხაროდ ტვალეტის მხოლოდ ერთი ოთახი ქვქონდა), და ვინმეს იმ დროს უნდოდა შემოსვლა და ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. სულ ვჩხუბობდი რომ ხელს მიშლიდნენ სწავლაში და საერთოდ არ ფიქრობდნენ ჩემს განათლებაზე. მოკლეთ ასე წვალებით ჩავიარე 11 კლასი და მერე 5 წელი უმაღლესი სასწავლებელში.

უმაღლეს სასწავლებელში სწავლისას ყველაფერ სიკეთესთან ერთად კიდევ ერთი მავნე ჩვევა ”ავიკიდე” ანუ ყველაფერს ტვალეტში ვკითხულობდი, საღამოს ყველა რომ დაწვებოდა მე შევდიოდი და ვკითულობდი გათენებამდე ... სიგიჟეა გეთანხმებით... მაგრამ სხვაგვარად უბრალოდ არ მესმოდა წაკითხულის შინაარსი.

მოკლეთ ჩავამთავრე უმაღლესი და ტვალეტში მიღებული განათლების წყალობით წითელი დიპლომიც ავიღე . (მადლობა ჩემებს რომ ღამ-ღამობით მაინც არ მაწუხებდნენ)

დღეს დღეობით კი კიდევ ასეთი სიტუაციაა. 2-3 საათი ვღებულობ ცხელ აბაზანას და თან ვკითხულობ წიგნებს. ენით აუღწერელი სიამოვნებაა, თუმცა ორი უარყოფითი მხარე აქვს 1. წიგნები მისველდება წყალისაგან და ბათუზარისაგან და 2. წყალში ამდენი ხნით წოლით ფარლებმა დაიწყეს ამოსვლა .

11 comments:

gusha said...

ხო ბევრს უყვარს

mrovelcheg said...

განათლების რა გითხრა და წიგნების 70% მაინც მექნება ტუალეტში წაკითხული.
არის ამაში რაღაც მისტიური და ამოუხსნელი :D

Pink Panthere said...

ნამდვილად.
ძველ ბინაშის სააბაზანოში პატარა თაროც კი გვქონდა გაკეთებული წიგნებისათვის იატაკზე რომ არ დამეყარა სპეციალურად გავაკეთეთ. 4-5 წიგნის მეტი არ ეტეოდა

ახალ ბინაში ჯერ არ მივსლვართ მადამდე და საწყლად მისველდებიან ჩემი კნიგუნიები :(

ქეთი said...

მყუდროა და ალბათ მაგიტომ
თუმცა მე არასდროს ჩამიდენია მსგავსი რამ :)

გიო said...

ალბათ უფრო იმას ეძებდი, რა ქვია...

Private Space

მეც სიჩუმეში და განმარტოებით მიყვარს მუშაობა, ამ დროს ყველაზე კონცეტრირებული ვარ.

Pink Panthere said...

ქეთი - არასდროს არაა გვიან მოსინჯო

გიო- ყველასთვის ინდივიდუალურია ადგილი სადაც მაქსიმალურ შეგედეგის მიღწევა შეუძია მუშაობისას ანდა სწავლისას :)

Summer said...

საინტერესო მეთოდია. ისე ოთახი მეც მქონდა აჩემებული :) მაგრამ ტუალეტი არა :)

tindatin said...

აბიტურიენტობა ტუალეტში მაქვს გატარებული :გივი:

Pink Panthere said...

უფ გამახარეთ ხალხო :)
მართო მე არ ვყოფილვარ ”აკვიატებებით”

:D

ntvare said...

au tualeti ara, magram abazanaSi siamovnebiT wavikiTxavdi xolme, ro mqondes :mo:

Pink Panthere said...

ntvare მესმის შენი :)
სკოლაშჳ რომ ვსწავლობდი ვნატრობდი ჩემი პირადი ტვალეტი მქონოდა. სადაც პატარა კრესლოს დავდგავდი და აღარ მომიწევდა იატაკზე ჯდომა :D :D კოშმარ :D