Oct 24, 2008

დასასრულის დასაწყისი.

ვინც ფილოსოფით ანდა ფსიქოლოგიითაა გატაცებული ალბათ ხშირად შეხვედრია ფრაზა რომ ჩვენი სიკვდილის გზა დაბადებიდან იწყება. ანუ დასასრული დასაწყისიდან "From the very first moment " პირველი ამოსუნთქვიდან... თეორიულად , ვფიქრობ რომ ეს მოზარება სავსებით მისაღებია. ორგნიზმის თითოეული უჯრედი ვითარდება , მრავლდება და კვდება . მაგრამ ჩვენ არ ვაკონტროლებთ ამ პროცესს , ეს ყველაფერი ჩვენგან დამოუკიდებლად ხდება. ანუ ფიზიოლოგიური სწრაფვა სიკვდილისაკენ არის მოვლენა რომლის შეჩერებაც შეუძლებელია, ამიტომ აქ არ ვილაპარაკებ ამ მოვლენაზე არამედ მინდა ვისაუბრო პიროვნულ სიკვდილზე ან სწრაფვაზე სიკვდილისაკენ .

სულ პირველად პიროვნული ”კვდომა” იწყება მაშინ როცა ადამიანი არის როგორც ინგლისელები იტყოდნენ თავს გრძნობს Bored. თავად განსაჯეთ, როგორ შეიძლება ადამიანი გრძნობდეს თავს ასე, როცა არის უამრავი რამ რითიც შეიძლება დაკავდეს.. წიგნები, ფილმები, მუსიკა, სამსახური, მეგობრები, ბოლოსდაბოლოს ეს მშვენიერი ინტერნეტი სადაც შეუზღუდავი შესაძლებლობებია . მეორე ეტაპია როცა ადამიანი იწყებს ფიქრს სიკვდილზე და სულ ბოლო როცა ცდილობს თავის მოკვლას. ვერ ვიტყვი რომ ასეთი ადამიანი სუსტია ან ძლიერი.. გააჩნია რა მხრივ განვიხილავთ მისი ქცევის მოტივიაციას... კითხვა არის მხოლოდ ერთი. დღევანდელ დღეს რატომ გვაქვს საქმე პიროვნულ სიკვდილთან, როცა თითოეული ინდივიდს შეუძია გააკეთოს თავისი მაქსიმუმი, გამოხატოს თავი, შექმნას რაღაც ინდივიდუალური და ღირებული ?!

No comments: