Oct 27, 2008

რასმუსი :)


ჰეჰეეე, დღეს ჩემი რასმუსი საშინლად სტილნი ფორმაში დამხვდა :D
პარიკმახერთან ყავდათ აშკარად წაყვანილი, ისე იყო საწყალი გაკრჭილი, რომ გაპარსულ ცხვარს უფრო გავდა ვიდრე ძაღლს :D. გადავბჟირდი სიცილით რომ დავინახე. მართლა, ვერ ვჩერდებოდი ის კიდე გაშტერებული მიყურებდა და თვალებს ახამხამებდა.

საწყალი რასმუსი, ამ ზამთრის პირას, გაკერეჭილი, თავუკა რომ მოეყინოს ხომ დარჩება მთლად შტერი :D თუმცა ინტელექტით არც ახლა გამოირჩევა, საშინლად ჯიბრიანი და ჯიუტია. ერთი თვის განმავლობაში მხოლოდ სამი ბრძანება ისწავლა ჩემგან ”დაჯექი” , ”დაწექი” და ”მოდი”, დღემდე ვერ ვასწავლე ბრძანება ”არ შეიძლება” არ უნდა რომ ისწავლოს თორემ მთლად შტერიც კი არაა.

სადაც ნაგავია იქ ყოფს ცხვირს და ყნოსავს. ხანდახან წარმოვიდგენ ხოლმე, ბალახში ჩამალულ კიბორჩხალას - (ნამდვილად, ბალახში რა უნდა კიბორჩხალას მაგრამ მაინც ) და რასმუსს რომელიც ცდილობს მის დაყნოსვავს. კიბორჩხლა ცდილობს რასმუსისაგან თავი დაიცვას და მას ცხვირზე უჭერს თავის ”ხელს” თუ რაცაა არ ვიცი. ჰეჰეე და საწყალი რასმუსის ხმა ”მიშველეეთ, მტკივა :D ”

დღეს ისეთი სულელი იყო, ყნოსვა ყნოსვით ნაგვის ურნა ვერ დაინახა და თავით დაეჯახა :D, ისე შეეშინდა და ისეთი საწყალი სახე მიიღო რომ შემეცოდა :D

მიყვარს min gamla gubbe Rasmus

No comments: