Oct 25, 2008

ვერ გამიგია


ვიცი რომ მე არ მეხება მაგრამ მაინც ვერ ვითმენ რომ არ დავწერო.
მოკლეთ, საქმე ეხება ერთ ფრიად ნორმალურს ზოგისათვის მაგრამ ჩემთვის ძალიან უცნაურ მოვლენას, კერძოდ კი არასრულწლოვანების ქორწინებას.

ყველაფერი ასე დაიწყო: დღეს ჩემი და დიდის მონდომებით ქორწილისათვის ემზადებოდა. შესაბამისად დავინტერესდი ვის ქორწილში მიდიოდა და ნეტა არ მეკითხა. ბიჭი 17 წლის და გოგო 14 წლის! ვერ გამიგია ასეთმა ახალგაზრდა წყვილმა რატომ შეიძლება მოინდომოს ოჯახის შექმნა. კაი, ქართული მენტალიტეტიდან და ტრადიციიდან გამომდინარე ბიჭი კიდე შესძლებას ”პაწა გულაობას” მაგრამ 14 წლის გოგო, შეძებს კი ცოლობას და შემდეგ დედობას. არ ვიცი შესაძლებელია თუ არა არასრულწლოვანმა, ჯერ კიდევ ბავშვმა გააჩინოს შვილი და ის სრულფასოვან მოქალაქედ გაზარდოს. კაი ვთქვათ დედამთილი ან დედა დაეხმარება , მაგრამ რატომ?? ახალგაზრდა ხარ, შეირგე ცხოვრება, თავისუფლება და ის ლამაზი პერიოდი რასაც ბავშვoბა ქვია.

ლოგიკურია გამიჩნდა კითხვა, არსებობს რამე კანონი რომელიც არასრულწლვანთა საქორწილო ურთიერთობებს არეგულირებს??

2 comments:

ჩორვენი¹³ said...

tu mshoblebi ar arian uarze mashin yvelaferi nebadartulia

Pink Panthere said...

სასწაულიაა რააა...
ზოგს ”გიჟი” მშობელი ყავს და მათი ნებართვაც ”ლეგალურია”?

:თავისჩამოხრჩობისსმაილი: