Oct 26, 2008

საიუბილეო 100


ზუსტი რიცხვი მომყავს სექტემბრის 19 - დან დღევანდელ დღემდე ანუ ოქტომბრის 26 რიცხვამდე ზუსტად 100 თავისუფალ სამუშაო ადგილას გავაგზავნე ჩემი სივი. დიახ დიახ არც მეტი არც ნაკლები არამედ 100! საიტების რიცხვს ნუ მკითხავთ უკვე იმდენ ადგილას ვარ დარეგიტრირებული. მიუხედავად ამისა ფაქტი ფაქტად რჩება კეროდ კი ვარ უმუშევარი.

სამუშაო ადგილზე სადაც კვალიფიკაცია არ სჭირდება ადამიანს მეუბნევიან რომ ჩემი ცოდნა და გამოცდილება უფრო მეტს იმსახურებს, ვიდრე ისეთ სამსახურს როგორიცაა სიტყვაზე ფოსტალიონი (ფოსტალიონობა მინდა ძალიან, ადვილი საქმეა , 2-3 საათში მორჩენილი ხარ საქმეს, ფიზიკურადაც დატვირთულია ადამიანი და თავისუფალ დროს შეუძლია რაც უნდა ის აკეთოს , ჩემ შემთვევაში კი ისწავლოს ) . იმ შემთხვევაში როცა ჩემი კვალიფიკაცია ზუსტად მიესადაგება სამსახურის ”დისკრიპშონს” მეუბნევიან რომ უნდა ვისწავლო ენა (როგორ მომბეზრდა ნეტა იცოდეთ! ) ხოლო იმ შემთვევაში როცა შესაბამისი კვალიფიკაცია არ მაქვს მაგრამ საბედნიეროდ ენის ცოდნა არც ისე საჭიროა მეუბნევიან რომ ჩემი გამოცდილება და განათლება არ შეესაბამება სამუშაოს მოთხოვნებს.

ეკონომიკასა და IT ტექნოლოგიების სფეროში რომ ადვილია სამსახური შოვნა ალბათ თავადაც იცით, მაგრამ რა ვქნა თუ არ მინდა კვალიფიკაციის და სპეციალობის შეცვლა?? რა ვქნათ ადამიანებმა რომელთაც არ გვაქვს ტექნიკური ან ეკონომიური განათლება? ხანდახან ვოცნებობ გავხსნა საკუთარი კანტორა სადაც მხოლოდ ჰუმანტარული განათლების მქონე ადამიანების "расктутка" -ს დავუთმობდი დროსა და მთელ ენერგიას.

8 comments:

ჩორვენი¹³ said...

ki magram ra ena unda iscvalo aseti rtuli rom gechveneba?
an rav ic tu martla ginda mushaoba girs scavla da kvalifikaciis amaglebac da ravic

nati kuda said...

სად ხარ? საქართველოში არ უნდა იყო.

Pink Panthere said...
This comment has been removed by the author.
Pink Panthere said...

არა, რთული არაა. უბრალოდ იმისათვის რომ ვაკეთო ის რაც ვიცი მჭირდება ენის სრულყოფილი ცოდნა - წერა და მეტყველება. მე კიდევ სწავლა ერთი წელია რაც დავიწყე.
ბუნებით ტრუდოგოლიკს მიჭირს უმუშევრობა!

nati-kuda არ ვარ საქართველოში. სადაც არ უნდა იყო არის ერთი უნივერსალური კანონი: თუ ხარ პროგრამისტი და იცი ინგლისური კარგად საზღვრები ყველაგან გახსნილია. დანარჩენი უკვე ალბათობის კატეგორიაში გადის.

ქეთი said...

რა პროფესიის ხარ?

Pink Panthere said...

Psykolog inom HR

ქეთი said...

ვა საინტერესოა
მერე არ არის მანდ მოთხოვნა მაგ სპეციალობაზე?
თუ მაგას ენის კარგი ცოდნა სჭირდება როგორც წესი.
აქაც რთული იქნება სამსახურის მოძებნა მაგ სპეციალობით, მაგრამ იცი რა მიკვირს? მთელ მსოფლიოში ერთიდაიგივე ტენდენციაა? აქაც პროგრამისტებზეა მოთხოვნილება და მანდაც? აქაც ეკონომიური-ტეკნიკური-”საბანკო”ვაკანსიებბია თავზე საყრელი და მანდაც?
შეშლილ,შეშლილ,შეშლილ მსოფლიოში ვცხოვრობთ თუ რა ხდება ჩვენს თავს ?!

Pink Panthere said...

პროგრამისტებზე და მონაცემთა ბაზებზე მომუშევეებისათვის უამრავი სამუშაოა. ასევე ეკონომიკის სფეროში, აუდიტი და ხელფასი. ასეა არა მარტო აქ არამედ მთელ ცივილურ მსოფლიოში :D ასევე ბევრი სამუშაოა sale manager - ებისათვის , ადმინისტრატორებისათვის და სეკრეტარებისათვის მაგრამ ამ შემთხვევაშიც ენის კარგი ცოდნააა საჭირო და რაც მეტის მით უკეთესი.

რაც შეეხება საბანკო სფეროს - მოთხოვნა დიდი არაა.

ჩემ სპეციალობას რაც შეეხება სამუშაო ნამდვილად არის. მაგრამ მე ვერ ვმუშაობ რადგან ენა არ ვიცი შესაბამის დონეზე.