Oct 27, 2007

უსაქმურობა .....

12:00 საათია, რამდენი ხანი მძინებია.....

ავდექი.... გავლასლასდი სამზარეულოში დაჩაიდანს ჩამოვკარი ხელი. ჩაის დალევის დროა...

ვიხედები ფანჯარაში... ისევ სიგრილეა.... კაია , პრინციპში სიცხეს ბევრად ჯობია... ვხედავ ჩემი სახლის მეზობლად მდებარე სახლის ეზოს ....

დიდი კარგად მოვლილი ეზოა, შუაში ბალახის სტადიოინი... სადაც ძალიან უყვართ ყვავებსა და თოლიებს დილა-სარამოს სადილობა და ვახშმობა....

მთელი ამ დროსი განმავლობაში რაც აქ ვარ , რატომღაც მივეჩვი ამ ფრინველებზე თვალის დევნებას....

აი ახლაც ვცდილობ ერთი მათგანი მაინც ვიპიოვო მაგრამ მოედანი სრულიად ცარიელია...

-რა ხდება სად არიან ფრინველები?....ავხედე საათს, ოჰ რა დროს ფრინველებია უკვე გვიანია ..... საღამოს დაველოდები და ვნახავ რამდენი მოფრინდება...

გავდივარ ტვალეტში...ძლივს ვივარცხნი ჩემს აბურდულ გრძელ თმას, რომელიც აშარად შესაჭრელია მაგრამ რატომ ვერ მივდივარ პარიკმახერთან.....

გამოვდივარ ვიცმევ ჩემს გაცრეცილ ჯინსის შარვალს, ვარდისფერ ბოტასებს, თეთრ მოტკეცილ მაიკას.... ნაცრისფერ ჟაკეტს , ვიღებ ჩემს მუქი კანისფერ ჩანთას და მნიშვნელოვანი საქმიანი ქალის სახით გავდივარ სახლიდან.....

სახლის სადარბაზოში , შემოსასვლელ კარებს არემონტებენ....

ერთ ერთმა მუშაომ კარები გამიღო.

- მადლობა! ზრდილობის ნიშნიდ ვპასუხობ, თან ჩემ ენის პრაქტიკულად მოხმარებას ვცდილობ....

- ჰეი....

კარგ ხასიათზე დავტოვე სახლი.... თავი გოგოდ ვიგრძენი... რა ცოტა უნდა სასოცარკვეთილ ადამიანს რომ თავი შედარებით კარგად იგრძნოს , ვფიქრობ ჩემთვის....

გადავედი გზის მეორე მხარეს და გავუტყევი ბიბლიოთეკისაკენ მიმავალ გზას...სამწუხაროდ არც ისე გრძელს, 5 წუთში უკვე ადგილზე ვარ და ვამოწმებ ჩემ ფოსტას ....

მხოლოდ სამი საქმიანი წერილი. მნიშვნელოვანი მიმაგრებული ფაილებით .... თუმცა ვერ ვახერხებ ამ ფაილების გახსნას , რადგან ბიბლიოთეკის კომპიუტერებს არ აქვთ ფლეშ მეხსიერების მისაერთებელი და აზრი არ აქვს ნახვას თუ ვერ გადმოვწერ და შემდეგ სახლში ვერ ვნახავ შედეგებს....

ოჰ, ერთი წერილი მომსვლია, სამსახურის შესახებ.... მტხოვენ პირადი მონაცემების შევსებას და უკან გადაგზავნას..... გახარებული ვარ, სასწრაფოდ ვავსებ და ვაგზავნი.... მერე ვკითხულობ მთლიან წერილს და ვხვდები რომ სპამია..... იმედია ვირუსი არ მოყვება წერილს და ბიბლიოთეკას არ დააზიანებს ჩემი დაუფიქრებელი ნაბიჯი ....

ესეიგი სამუშაო კიდევ არ მაქვს.... რა ვქნა,.... როდემდე ვითვალო თოლიები და ყვავები ჩემი მეზობელი ეზოს სტადიონზე...

ნახევარი საათით, ბიბლიოთეკაში ჩემი მეტ ნაკლებად შედეგიანი ყოფნის შემდეგ ვხურავ ჩემს ფანჯარას და გამოვდივარ შენობიდან... მაღაზიაში უნდა წავიდე და რამოდენიმე პროდუქტი ვიყიდო სახლისთვის....მივუყვები ქუჩას, ბიბლიოთეკისაგან განსხვავებით მაღაზია ცოტა შორსაა და გზად საშუალება მაქვს დავათვალიერო სხვადასხვა მაღაზიის ვიტრინა... არ მინდა შესვა რადგან ფული არ მაქვს რომ ვიყიდე ერთი მაისურიც კი.... საშინელებაა, უსუსურად ვგრძნობ თავს , ცარიელ ადგილად ....ადამიანად რომელიც იმდენდ ღატაკია რომ ტავისი შემოსავლით , პირადი ჰიგიენის საგრებსაც კი ვერ შეიძენს.... რატომ?! იმიტომ რომ უკვე დიდი ხანია პირადი შემოსავალი არ აქვს საერთოდ....

მთელი გზა თავის შეცოდების მეტს არაფერ არ ვაკეთებ... აი მაღაზიაც, მჭირდება რძე, კეფირი და შოკოლადი, ოჰ კიდევ კოლა...

მნია, ეს ვარდისფერი ნამცხვარი რა გემრიელად გამოიურება... ტუმცა ძალიან ძვირი ღირს.. ამას თუ ვიყიი ჩემი 60 კრონიდან არაფერი არ დამრჩება...

არ მიყვარს მაღაზიებში სიარული როცა ფული არ მაქვს...

ჩემი დამძიმებული ცპოლიეთილენის პაკეტით მოვდივარ სახლში... 5 წუთი ტრამვაის გაჩერებზე ვდგავარ და ვფიქრობ დაველოდო ტრამვაის უ ფეხით ცავიდე სახლში... ბევრი ფოქრის შემდეგ გადავწყვიტე ფეხით წამოსვლა... თუმცა ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ რომჩემი ჩანთა ძალიან მძიმეა და სახში მალე მინდა მისვლა...

ლიფტი არ მუშაობს...

მიყუყვები კიებეებს, შემოვედი სახლში...

რმერთო ჩემო რამდენი მტვერია....

სასწრაფოდ ვიცვლი ტანისამოს და ვიწყებს სახლის დალაგებას....

მეტ ნაკლებად ყველაფერი დავალაგე...

უი ჩემი ჩაი.....

ახლა ალბათ შევძლებ ჩაის დალევას ....

ვადუღებ წყალს. ვაყენებ კენკროვანი ხილის სურნელის ჩაის, ვისხავ ჭიქაში და გავდივარ აივანზე...

ვკდები ჩემს საყვარელ ადგილას.. საიდანაც კარგად ჩანს ჩემი მეზობელი სახლის სტადიონი და ველოდები ფრინველებს.....იმედია ერთი მაინც გამოჩნდება, და შეეცდება ჩემი ფიქრების ჩემგან წაღებას.....

No comments: