Jul 1, 2007

სანქტ-პეტერბურგი


სანქტ-პეტერბურგი, მუდმივად მოღუშული და მოწყენილი, იშვიათად თუ გამოანათებს მზე და სითბოს გადმოაფქვევს.
წვიმს და წვის.
ცრის და ცრის.
თოვს და თოვს.
ყველაფერი ნაცრისფრად გეჩვენება პირველად ჩასულს ”მზიანი საქართველოდან”.
ხალხი მტირალი;
შენობებები სერი;
მდინარეები და არხები მღვირიე და მყრალი;
სირისტი ყველგნ და ყოველთვის;
აქ ხალხი როგორ ცხოვრობს, როგორ სუნთქავს, მხოლოდ ეს აზრი მიტრიალებს თავში ჩასვლის მეორევე დღიდანვე. როდესმე შევძლებ კი შევეგუო აქაურობას და მოვრჩე თავის შეცოდებას?!
დავდივარ ქუჩებში, ვეძებ ნაცნობ სახლებს, ქუჩებს და ხიდებს რომლებიც ჩემი სულის ნაწილი გახდა დოსტოევსკის წიგნებიდან. ვცდილობ ისინი ვიპოვო და დაუმეგობრდე , რადგან ყველასან შორს ვარ და მარტო ვგრძნობ თავს.
სულ მალე , ქალაქმა თავი გამაცნო, მისი გულისცემა ვიგრძენი და მასთან ერთად დავიწყე ცხოვრება. უკვე თითქმის ყველა ქუჩაზე პატარა მეგობარი მყავს, სადაც შემიძლია ნებისმიერ წუთს წავიდე , და ვიცი მათ ჩემთვის ყოველთვის ეცლებათ .
შევიცვალე, თითქოს მეორედ დავიბადე.
შემიყვარდა პეტერბურგი, ეს ბებერი და სევდიანი ქალაქი .
აქ სადაც შევიგრძენი სიცოცხლე და თავისუფლება. ვიპოვე ჩემი ნამდვილი მე და დავრწმუნდი რომ ძლიერი ვარ, ძალიან ძლიერი. თუ მოვინდომებ მთაც კი მოვა ჩემთან ......

2 comments:

ჩორვენი¹³ said...

meeeeeeeeec minda , oh rogor mshurs rogor mshurs

Pink Panthere said...

მეც მშურს :D