Feb 6, 2012

როგორ მოვემზადეოთ ინტერვიუსათვის, პოსტი V

თქვენმა ძებნამ შედეგი გამოიღო და ინტერვიუზე დაგიძახეს?! მაშინ არ გაუშვათ სამსახურის მიღების შანსი ხელიდან და ინტერვიუს წინ კარგად მოემზადეთ. 
რას იგულისხმება კარგად მომზადებაში?!

1. დაჯექით და კომპანიის შესახებ ყველაფერი წაიკითხეთ. განსაკუთრებით კი ყურადღება მიაქციეთ შემდეგ მომენტებს:
  • კომპანიის სათავო ოფისი და იდეები რის გარშემოც ისინი მუშაობენ
  • კომპანიის ეკონომიკური სიტუაცია და ისტორია
  • კომპანიის საგარეო და საშინაო კულტურა
  • დაქირავებულთა რაოდენობა
  • კომპანია მედიებში თუ იყო განხილული ბოლო დროის განმავლობაში.
  • მოამზადე კითხვები კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით, გაარკვიე ვინ ინქება ინტერიუზე, შესაბამსიად უფრო ადვილად მოამზადებ კითხვებს (კომუნიკაციის უფროსი, ეიჩარი და ა.შ.) მოამზადე 3 წუთიანი პრეზენტაცია შენს შესახებ და სარკის წინ კარგად ივარჯიშე!
  • გაარკვიე კომპანიას თუ აქვს დრესკოდი.
 2. დრესკოდი - დიდი თავსატეხია მინდა გითხრათ და ბევრი რამე კომპანიის შიდა კულტურაზე და იმ სამსახურზეა დამოკიდებული რომელსაც ეზებთ. მაგრამ ის  რასაც აუცილებლად უნდა აარიდოთ თავი არის:
  • ძლიერი სურნელი - სუნამო 
  • შეეცადეთ დამალოთ სვირინგები (თუ გაქვთ)
  • არ ჩაიცვათ ძალიან საზაფხულო ტანსაცმელი- მოღებული სარაფანები, საზაფხულო ქუდები
  • არ ჩაიცვათ ღამის კლუბის ტანსაცმელი 
  • არ იმაროთ ბევრი მაკიაჟი
  • ინტერვიუს წინ არ მოწიოთ
  •  ინტერვიუს წინ არ ჭამოთ ნივრიანი კერძი
მომავალ პოსტში განვიხილავთ ინტერვიუზე ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს და იმას თუ რას იგულისხმება ამ კითხვებში. 

Jan 30, 2012

აპლიკაციის გაგზავნის შემდეგ, პოსტი IV

ყველა კომპანიას რეკუტინგის თავისი სიტემა და პროცესი აქვს, ამიტომ სანამ აპლიკაციაზე პასუხს მიიღებამდე,  კარგი იქნებოდა გარკვეულიყავით როგორ ახდენენ კომპანიაში კანდიდატების შერჩევას. სერიოზული კომპანიები თითოეულ აპლიკანტს წერილს წერს და ჰპირდება დაკავშირებას  თუ მათ გაიარეს შესარჩევი ტური. თუ მსგავსი დაპირების წერილი მიიღეთ და კომპანია არ გიკავშირდებათ, კარგი იქნბოდა რომ დაკერეკათ და გაგერკვიათ რაშია საქმე.

1. თუ თქვენ დაგიძახეს ინტერვიუზე დროა თითშფასება ცოტა აიმაღლოთ რადგან თქვენ უკვე დიდი გზა გამოიარეთ. ინტერვიუზე თქვენ საშუალება გეძლევათ დადებითი შთაბეჭდილება მოახდინოთ დამქირავებელზე, ამიტომ საჭიროა ინტერვიუსათვის ძალიან კარგად მომზადება. თუ თელეფონით დაგიკავშირდენ აუცილებლად ჩინიშნეთ მისამართი სადაც უნდა მიხვიდეთ, პიროვნება ვისაც უნდა შეხვდეთ და პიროვნება ვისაც ესაბრეთ. ასევე იკითხეთ რა საბუთები უნდა იქონიოთ თან - დიპლომი, რეფერენსები და ა.შ.

2. თუ თქვენ არ დაგიძახეს ინტერვიუზე - გაითვალისწინეთ რომ ასობით ადამიანი ისეთივე იტუაციაშია როგორც თქვენ. და რაც მტავარია ეს ყველაფერი პირადულად არ მიიღოთ.როგორც წესი დამქირავებელს სპეციალური მოთხოვენბი აქვს და ალბათ ეს მოთხოვნები სხვამ დააკმაყოფილა, სამაგიეროდ მომავალში ეს თქვენ იქნებით ვისაც დაუძახებენ ინტერვიუზე.
რისი გაკეთებაც შეგიძლიათ არის ის რომ დაურეკოთ რეკრუტერარეს  და იკითხოთ - თქვენს პროფილს რამე თუ აკლდა. ხშირად რეკრუტერარე კარგ რჩევებს იძლევა, და მათი გამოყენება მომავალში შეგიძლიათ.

Jan 28, 2012

მეორე ბრინჯაოოოო ელენეს :)

ხოდა ასეე მეგობრებო,
დღეს ელენემ ბრინჯაოს მედალი მეორედ აიღო, ძალიან კარგად გამოვიდა და სულ პატარა შეცდომა დაუშვა. ერთხელაც კი არ დავარდნილა! :)

ესეც ელენეს დღევანდელი გამოსვლა, სუპერ პუპერ ხარისხი არაა მაგრამ მაინც ნახავთ :)


ხოდა საქმე რაშია ახლა. ელენემ მწვრთნელი გამოიცვალა, და აშკარად ააწყვეს ურთიერთობა.  მისი დრევანდელი მწვრთნელი Brian Orser-ია (იუნა კიმის მწვრთნელი იყო ადრე )

Jan 26, 2012

წერას ატანილი

ჩემი სადიპლომო ძალიან მადარდებს, მაფიქრებს, მაღელვებს და მაშინებს. თუ რატომ წერა მეზარება, არც მინდა.

რამოდენიმე დღის წინ, მასწავლებელმა თქვა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სულ ორი შემთხვევა მახსოვს სადიპლომო ნაშრომი ეგრევე რომ მიიღეს ყოველგვარი მცირე თუ დიდი ჩასწორებების გარეშეო. სიმართლე რომ გითხრათ ძალიან გამიკვირდა, თუმცა იმედი არ დამიკარგავს და მიზანიც არ შემიცვლია - ოლიმპიადაში მონაწილეობას რა აზრი აქვს გამარჯვებას თუ არ გეგმავ? არ მითხრათ ახლა მონაწილეობაც საქმეაო, არ მივიღებ ამ პასუხს!

ჩემთან თანამწერალ ჯგუფელს ალბათ ძალიან გაუჭირდება ასეთ პირობებში მუშაობა, მაგრამ სხვა გზა არ აქვს :P :P :P.

ყოველთვის ვა ბანკზე მივდივარ როცა რამეს ვწერ,  ჩემი მიზანი ყოველთვის მაქსიმუმია. ერთადერთხელ, როცა დედლაინამდე ოთხი დღით ადრე დავიწყე რაპორტის წერა (მანამდე უბრალოდ ვერ გავიგე რა უნდა დამეწერა, და პასუხიც არავინ გამცა), საჭიროების შემთხვევაში შესწორებებს იმედზე.... სწორედ იმ ერთადერთხელ დამიბრუნეს უკან დაწერილი ნაშრომი და მისი "შევსება" მთხოვეს.  სულ ორი ხაზი იყო დასაწერი და სწორედ ამ ორი ხაზის  არსი არ მესმოდა, უფრო სწორედ სიტყვის არსი რომელსაც ეს ორი ხაზი გადმოსცემდა. სტრესის გამო კი, ამ სიტყვის შინაარსის მოძებნაც კი ვერ მოვახერხე, ვერ მოვიფიქრე.

დიდი ოხერი რამეა სტრესი, კოგნიტურ ფუნქციებს ანადგურებს.

ხოდა, ალბათ ძნელი იქნება ერთად წერა. მე რამდენსაც ჩემ თავს ვთხოვ, იგივეს სხვასგანაც მოვითხოვ. ეს მოტხოვნები კი ძაააალიან, ძალიან მაღალია. ისეთი რომ თავგზას დაგაკარგინებს და ძალიან დაგღლის.  ვნახოთ როგორ გაუძლებს სტრესს, და ვნახოთ მე როგორ გავუძლებ ადამიანს რომელიც საკუთარ თავს იმის ნახევარსაც არ სთხოვს რისი გაკეთებაც შეუძლია.

Jan 24, 2012

სად არის ლოგიკა?

დღეს, წინა სადიპლომო ლექციაზე გვითხრეს:

"-სადიპლომო ნამუშევარის კრიტიკა პიროვნულ დონეზე არ უნდა მიიღოთ, იმიტომ რომ კრიტიკა პროდუქტს ეხება და არა პიროვნებას ვინც ეს პროდუქტი შექმნა.

-თუ სადიპლომო ნამუშევარმა აღფრთოვანება გამოიწვია, მაშინ შეგიძლიათ შეიფეროთ წარმატება პიროვნულ და პროდუქტის დონეზე."

ლოგიკას ხედავთ?  სიმართლე რომ გითხრათ მე ვერ ვხედავ.

Week 4, day 1 (dance)

აბააააააააააააააააა დავიწყეთ მეოთხე და ბოლო კვირა :)
დღევანდელი ვარჯიშები მართლაც რომ კარგ ხასიათზე დაგაყენებთ. კი, თავიდან დაიღლებით მაგრამ მერე ძალიან მსუბუქად იგრძნობთ თავს :)

თუ სამი რაუნდის შემდეგ კიდევ დაგრჩებათ ძალა, მეოთხე წრეზე წადით :)

Jan 23, 2012

წერილობითი პრეზენტაცია, პოსტი III

შრომის ბაზარზე კონკურენცია ძალიან მაღალია და ხშირად ერთ პოზიციაზე რამოდენიმე ასეული მსურველი აგაზავნის აპლიკაციას. გამოცდილი რეკრუტერი უცბად ღებულობს გადაწყვეტილებას თუ ვინ გამოდგება პოზიციისათვი და ვინ არა, ამიტომ შენი პრეზენტაცია უნდა იყოს საინტერესო და გამორჩეული ყველა დანარჩენი პრეტენდენტისაგან!

ძირითადად ყველა კომპანია, აპლიკაციის მიღებისას ელოდება შენს  სივის და პერსონალურ წერილს (იგივე მოტივაციის წერილს, იგივე აპლიკაციის წერილს). ეს ორი დოკუმენტი საფუძველია  ფაქტიურად შენს ბედს წყვეტს.

1. სივი
სივის დაწერის სხვადასხვა კულტურა არსებობს (ამისათვის ლოკალური ვებგვერდები გამოიყენეთ, ან ვინმე ნაცნობ რეკრუტერს მიმართეთ რჩევისათვის), თუმცა რათქმაუნდა არსებობს ძირითადი წესები.  სივიში მოცემული უნდა იყოს :  პირადი ინფორმაცია - სახელი, ასაკი, მისამართი, ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა; სამუშაო გამოცდილება - თუ ძალიან დიდი გამოცდილება გაქვთ და ძალიან ბევრ ადგილას გიმუშავიათ, მაშინ მხოლოდ ის გამოცდილებები შეიტანეთ სვ-ში რომლებიც მოცემულ ვაკანსიას ყველაზე მეტად შეესაბამება; განათლება - უნივერსიტეტის და სპეციალობის სახელი, გამოცდა და რა პერიოდში მიიღეთ განათლება; ენისა და კომპიუტერის ცოდა - სასურველია რომ შეაფასოთ თქვენი ცოდნა, მაგ. ინგლისური - წერა კითხვა  კარგად, საუბარი საშულოდ და ა.შ. სხვა- აქ დაწერეთ ინფორმაცია იმ კურსების და მიღწევების შესახებ რომელიც რელევანტურია მოცემულ მომენტში. რეფერენსები - სანამ რეფერენსებს მიუთითებთ, მანამდე დაურეკეთ ამ ადამიანს და შეუთანხმდით.

რა არ უნდა იყოს სივიში - მთელი შენი ცხოვრების ისტორია, სასურველი ხელფასი, ნიშნების ფურცელი და დიპლომი, შენი სუსტი მხარეები, შენი ფიზიკური მონაცემები, შენი სექსუალური მიდრეკილება, რელიგია, რისი გაკეთება გიყვარს თავისუფალ დროს, ნაციონალობა.


2. პერსონალური წერილი 
პერსონალური წერილი საშუალებას გაძლევთ საკუთარი თავი გაყიდოთ. ამისათვის კი მკითხველის ყურადღება წერილის პირველი ხაზებიდანვე უნდა მიიბყროთ. პერსონალურ წერილში შეგიძლიათ თქვენს პიროვნულ თვისებებზე ისაუბროთ, მაგრამ ეს უდნა გააკეთოთ იმ პოზიციასთან დაკავშირებით სადაც აგზავნით აპლიკაციას. ამიტომ ყურადღებით წაიკითხეთ ანონსი, გაანალიზეთ რა სახის პიროვნებას ეძებენ დამქირავებლები და მხოლოდ ამის შემდეგ დაწერეთ წერილი. ყველაზე მტავარი მომენტი რაც არ უნდა გამოგრჩეთ არის იმის მოტივირება თუ რატომ ხართ თქვენ და მხოლოდ თქვენ გამოსადეგი ამ პოზიციისათვი.
გაითვალისიწნეთ - თითოეული ანონსისათვის ახალი პეროსნალური წერილი იწერება.

3. სანამ აპლიკაციას გადააგზავნით გაითვალისწინეთ შემდეგი მომენტები:
  • ადამიანებს ვისაც ენდობით, სთხოვეთ გადახედონ თვენს სივის, პერსონალურ წერილს. სთხოვეთ ფიდბექი.
  • გადაამოწმეთ შეცდომები ხომ არ გაგეპარათ. 
  • შენი სახელი და საკონტაქტო ინფორმაცია ყველა ფურცელე უნდა იყოს
  • რიცხვი სწორად არის დასმული
  • აპლიკაცია მიმართულია სწორ ადამიანთან და კომპანიასთან
  • დაეკონტაქტეთ ყველას ვინც რეფერენსების სიაში შეიტანეთ და უთხარით რომ აპლიკაციას აგზავნით
  • დააკვირდით რომ თქვენი სახელი სრულად დგას ელექტრონულ ფოსტაზე, ყოველგვარი ნიკნეიმების და ა.შ გარეშე 
  • გამოიყენეთ მხოლოდ პირადი მეილი 
  • ელექტრონული მისამართი საიდანაც აპლიკაციას აგზავნით იგივე უნდა იყოს რაც თქვენ სივისა და პეროსნალურ წერილშია მოცემული.
4. სააპლიკაციო წერილში 
ის თუ ვინ ხართ, რა თანამდებობაზე აგზავნით აპლიკაციას. დაწერეთ რომ აგზავნით პერსონალურ წერილსა და სივის, და რომ ელოდებით პეროსნალურად შეხვედრას.
ბოლოს - კეთილი სურვილებით, სახელი და გვარი.

5. ბოლოს 
შეეცადეთ მთელი თქვენი გამოცდილება და ცხოვრება დადებითი კუთხით განიხილოთ. მაგალითად არ გიმუშავიათ 5 წელი / კი ეს არაა სახარბიელო სიტუაცია, მაგრამ სამაგიეროდ იფიქრეთ იმაზე თუ რა ცოდნა და გამოცდილება შეიძინეთ ამ დროის განმავლობაში. ყველაფერი რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება/ხდებოდა პოზიტიური მხრით უნდა წარმოადგინოთ და რაც მთავარია გააკეთოთ დასკვნები - რა ვისწავლე, რა მნიშვნელოვანი გამოცდილება მივიღე.